გუშინ, ბელგრადსა და კორდობაში დევისის თასის ნახევარფინალური მატჩების წილისყრა გაიმართა
გუშინ, ბელგრადსა და კორდობაში დევისის თასის ნახევარფინალური მატჩების წილისყრა გაიმართა და გაირკვა თანმიმდევრობა, რომლის მიხედვითაც ჩოგბურთელები კორტზე სათამაშოდ გავლენ.

კვლავაც გაურკვევლობაა მოქმედი ჩემპიონის - სერბეთის რიგებში. მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი შეყვანილია განაცხადში და გუშინ მან წილისყრაშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მასპინძელთა გუნდის ხელმძღვანელობა იმ ვარიანტსაც უშვებს, რომ ნოვაკი დღეს ვერ შეძლებს თამაშს და მას ვიქტორ ტროიცკი შეცვლის.

თავად ჯოკოვიჩი წილისყრას არ ესწრებოდა. დევისის თასის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ნოვაკი ნიუ იორკში შეყოვნდა და გუნდს მოგვიანებით შეუერთდება. ეს ინფორმაცია სერბეთის ნაკრების წევრებმაც დაადასტურეს.

"ნოლე დღეს ჩამოვა. ვნახოთ, როგორ ფიზიკურ ფორმაში იქნება და შეძლებს თუ არა თამაშს. თუ არა, მაშინ მე მზად ვარ საბრძოლველად", - განაცხადა ტროიცკიმ.

სერბების კაპიტანმა ბოგდან ობრადოვიჩმა აღნიშნა, რომ ნოვაკის გვიან ჩამოსვლა პრობლემას არ შექმნის, რადგან ბელგრადის კორტებზე მას ვარჯიში არ სჭირდება: "საკმარისია ნახევარსაათიანი გახურება მატჩის წინ. ის თავის თავში დარწმუნებულია".

გუშინდელი წილისყრის შედეგები კი ასეთია:

პარასკევი

ნოვაკ ჯოკოვიჩი-დავიდ ნალბანდიანი

იანკო ტიპსარევიჩი-ხუან მარტინ დელ პოტრო

შაბათი

იანკო ტიპსარევიჩი/ნენად ჟინონჟიჩი-ხუან იგნასიო ჩელა/ხუან მონაკო

კვირა

ნოვაკ ჯოკოვიჩი-ხუან მარტინ დელ პოტრო

იანკო ტიპსარევიჩი-დავიდ ნალბანდიანი

კარგი ამბებია ესპანეთის ნაკრების რიგებში. მართალია, მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა დაღლილობის გამო დაიწუწუნა, მაგრამ მაინც ითამაშებს საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ. ცოტათი უცნაური გადაწყვეტილება მიიღო ფრანგების კაპიტანმა გი ფორჟემ - მან ერთეულებში არ დააყენა ჟო-ვილფრიდ ცონგა, რომელიც შაბათს წყვილების მატჩში მიიღებს მონაწილეობას.

პარასკევი

რაფაელ ნადალი-რიშარ გასკე

დავიდ ფერერი-ჟილ სიმონი

შაბათი

ფელისიანო ლოპესი/ფერნანდო ვერდასკო-მიშელ ლოდრა/ჟო ვილფრიდ ცონგა

კვირა

რაფაელ ნადალი-ჟილ სიმონი

დავიდ ფერერი-რიშარ გასკე

ჯოკოვიჩს დავუბრუნდეთ. სერბი ჩოგბურთელი მთავარი პრეტენდენტია სპორტის სამყაროში ერთ-ერთი მთავარი პრიზის - "წლის სპორტსმენის" მოპოვებაზე, რომელსაც სააგენტო Associated Press გადასცემს.

მამაკაც ჩოგბურთელებს შორის ამ პრემიას მხოლოდ ორი მოთამაშე ფლობდა - დონ ბაჯი (1937, 1938) და ჯონ მაკინროი (1981).

ჯოკოვიჩმა შეიძლება მოიგოს ეს პრიზი იმის მიუხედავად, რომ ამერიკელი არ გახლავთ. ბოლო 50 წლის განმავლობაში უცხოელებს ჯილდო მხოლოდ ორჯერ აქვთ მოგებული: კანადელ ჰოკეისტს უეინ გრეტცკისა და ასევე კანადელ სპრინტერს ბენ ჯონსონს. 1960 წლიდან მოყოლებული, ამ ორი გამონაკლისის გარდა "წლის სპორტსმენი" ამერიკელი ხდებოდა, მათ შორის - მაიკლ ჯორდანი, მოჰამედ ალი, ტაიგერ ვუდსი, კარლ ლუისი, ლარი ბერდი, ჯო მონტანა, მაიკლ ფელპსი...

ქალი ჩოგბურთელები აქ უფრო ფართოდ იყვნენ წარმოადგენილი. მონიკა სელეშმა ეს პრიზი ორჯერ მოიგო (1991, 92). ასევე საუკეთესო სპორტსმენად დაუსახელებიათ: შტეფი გრაფი, მარია ბუენო, ივონ გულაგონგი, ჯენიფერ კაპრიატი, კრის ევერტი და სერენა უილიამსი.

"თუ 2011 წელს ნოვაკის მიღწევებს გადავხედავთ, ეჭვი არ მეპარება, რომ ის საუკეთესო სეზონს ატარებს როდ ლეივერის 1969 წლის სეზონის შემდეგ", - განაცხადა პატრიკ მაკინროიმ.

მოიას აკადემია ჩააბარეს

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ესპანელი კარლოს მოია მადრიდში საჩოგბურთო აკადემიას ჩაუდგება სათავეში. როლან გაროსის ორგზის ჩემპიონი თავის მეგობართან - რობერტო კარეტეროსთან ერთად იმუშავებს და იმედი აქვს, რომ აკადემიას ესპანეთში საუკეთესო საჩოგბურთო სკოლად აქცევს.

"შესანიშნავ პროექტს ვიწყებ, - ამბობს მოია ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდზე. - იმედი მაქვს, ახალგაზრდა ჩოგბურთელებს ჩემს გამოცდილებას გადავცემ და დავეხმარები მათ წარმატებული კარიერის შექმნაში. მინდა Santo Domingo-ს ბრწყინვალე კოპლექსი ერთ-ერთ საუკეთესო საჩოგბურთო სკოლად ვაქციო".

ახალი საჩოგბურთო აკადემია შაბათს, 17 სექტემბერს გაიხსნება.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"