ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე დასასრულს უახლოვდება ქალთა საერთაშორისო ტურნირი

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე დასასრულს უახლოვდება ქალთა საერთაშორისო ტურნირი - "საქართველოს თასი-2011", რომელშიც 10 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ (საპრიზო ფონდი 10 ათასი ამერიკული დოლარი).

გუშინ მეოთხედფინალში წარმატებით ითამაშეს ქართველმა ჩოგბურთლებმა: მეორე ნომრად განთესილმა სოფიო ქვაცაბაიამ (458) ორ სეტში დაამარცხა რუსეთში მცხოვრები თანამემამულე მაია კაციტაძე - 6:4, 6:1, ხოლო მე-3 ნომერმა თათია მიქაძემ (470) იოლად სძლია მე-5 ნომრად განთესილ ნადია კოლბს (უკრაინა) - 6:2, 6:1. რუსმა პოლინა მონოვამ (791), ვისაც ამ შეჯიბრებაზე მე-8 ნომერი ხვდა, ასპარეზობის რეიტინგფავორიტ მარია ზანევსკას (400) აჯობა - 6:3, 7:5, სომეხ ანი ამირაგიანს (715) ალინა ვესელის (გერმანია) გზიდან ჩამოსაცილებლად სამი სეტი დასჭირდა - 3:6, 6:2, 6:1.

დღეს ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან თათია მიქაძე-პოლინა მონოვა, სოფიო ქვაცაბაია-ანი ამირაგიანი.

ქვაცაბაიას და მიქაძეს კიდევ ერთი მძიმე დუელი ელით: წყვილთა პაექრობის ფინალში დღეს ისინი ანასტასია პრენკოსა და ვიქტორია იემილიანავას დუეტთან გაარკვევენ ურთიერთობას.

გუშინ ნახევარფინალში ჩვენებურებმა ალონა ფომინას და ნადია კოლბს (ორივე-უკრაინა) სძლიეს - 6:2, 6:4, ხოლო პრენკო-იემილიანავას ინტერნაციონალურმა წყვილმა ბაბილინა მაჩაიძე და ნინო სუჯაშვილი (ორივე-საქართველო) დაგვიჯაბნა - 6:0, 6:2.

- მე და თათია მიქაძეს მართლაც დაძაბული დღე გვქონდა, - მითხრა ასპარეზობის შემდეგ სოფიო ქვაცაბაიამ. - განსაკუთრებით კაციტაძესთან პირველი ხელის მოგება გამიჭირდა. მაია ახალგაზრდა, მაგრამ გამოცდილი ჩოგბურთელია. წლეულს უიმბლდონის 18-წლიანთა ტურნირის ნახევარფინალში ითამაშა. როცა ანგარიში იყო 5:4, მის მოწოდებაზე გეიმიც მოვიგე და სეტიც. მეორეში უფრო თავისუფლად, დაუძაბავად ვთამაშობდი და იმ ხელში იოლად გავიმარჯვე.

პარასკევს უფრო დაძაბული პაექრობები მექნება: ინდივიდუალურში ანი ამირიგიანს ვხვდები ნახევარფინალში, ხოლო თათია მიქაძესთან ერთად წყვილთა ფინალშიც მომიწევს ბრძოლა პირველობისთვის. არადა, თათიასაც სერიოზული მეტოქე ჰყავს პირადში.

- წლეულს, იმედია, ფორტუნას არ უჩივი...

- გაზაფხულზე უზბეკეთის ქალთა ტურნირის ფინალში გავედი, შემდეგ თურქეთის საერთაშორისო ტურნირი მოვიგე როგორც ერთეულებში, ისე წყვილებში. იქვე მეორე შეჯიბრების ნახევარფინალამდე მივაღწიე. თურქული ბატალიების მერე ავადმყოფობის გამო მცირეოდენი ჩავარდნა მქონდა. ახლა ისევ ვიბრუნებ ჩვეულ ფორმას.

- ალბათ, ბათუმის ნავთობტერმინალის ტურნირზეც გიხილავთ.

- ამ შეჯიბრების საპრიზო ფონდის 25 ათას დოლარამდე გაზრდამ და თელავის 50-ათასიანმა ტურნირმა საკმაოდ ძლიერი ჩოგბურთელბი მიიზიდა. ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტის ლეილა მესხის ძალისხმევით "ნავთობტერმინალზე" ძირითად ბადეში "ველური ბარათით" დამიშვეს. ვეცდები, ორგანიზატორებს იმედები არ გავუცრუო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"