უელსელმა ჟურნალისტმა ჯონ ტეილორმა "ბორჯღალოსნების" თავკაცს კეთილგანწყობილი ხასიათის წერილი მიუძღვნა
საქართველოს ნაკრების თავდადებულმა თამაშმა შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში "ბორჯღალოსანთა" შოტლანდიელი თავკაცი რიჩი დიქსონიც მოაქცია. მის შესახებ სტატია უელსელმა ჟურნალისტმა ჯონ ტეილორმა მოამზადა, რომელსაც თავისი ქვეყნის ნაკრებში 26 კეპი მოუხვეჭია.

გთავაზობთ ამონარიდს ამ საკამოდ კეთილგანწყობილი ხასიათის წერილიდან.

"როცა 30-წლიანი მუშაობის შემდეგ რიჩი დიქსონი შოტლანდიურ რაგბის გამოემშვიდობა, მან მეუღლეს აღუთქვა, რომ პენსიაზე გავიდოდა. მანამდე რიჩიმ "სკოტური" რაგბის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მთელი ამ დროის განმავლობაში მან ყველა ასაკის მორაგბეებთან იმუშავა და ბოლოს ეროვნული ნაკრებით დაასრულა.

თუმცა, მერე რაგბის საერთაშორისო საბჭომ მიიწვია სამუშაოდ და მისი ცხოვრება კვლავ გახალისდა. დაახლეობით სამი წლის შემდეგ კი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა.

"რაღაც საოცრება იყო, როცა საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა შემომთავაზეს. ვიფიქრე - ეს შანსია! ქართველებს უკვე მოპოვებული ჰქონდათ მსოფლიოს თასის საგზური. ამიტომ ახალ ზელანდიაში მსოფლიოს თასის გთამაშებაში მონაწილეობის პერსპექტივამ ძალიან მომხიბლა. ვერაფერი მოვიგონე ისეთი, რის გამოც საქართველოს ნაკრების მწვრთნელობაზე უარს ვიტყოდი", - სიცილით მითხრა მან.

საქართველოს რაგბის კავშირთან მისი ურთიერთობა დაიწყო მას შემდეგ, რაც IRB-მ სთხოვა, გაეკონტროლებინა პროგრამის მიმდინარეობა, რომელიც მეორე დონის ქვეყნებში რაგბის განვითარებისთვის ხორციელდებოდა. გასული წლის ოქტომბერში, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ მას სამსხაური შესთავაზა. დიქსონს, რომელსაც გაისად 65 წელიწადი უსრულდება, უარის თქმა არაფრით შეეძლო.

ბოლო ოთხი თვე თბილისში გადაბმულად იმუშავა და როგორც თვითონ აღნიშნავს, ასეთი დატვირთვით არასდროს გარჯილა.

"მათი ენთუზიაზმი შესაშურია. ეს არის ერი, რომელსაც გენეტიკურად აქვს რაგბისადმი მიდრეკილება. დილას, შუადღესა და საღამოს მათ უნდათ გამუდმებით რაგბიზე ილაპარაკონ. ერთ რამეზე მწყდება გული. ნაკრების მოთამაშეებთან მუშაობისთვის ცოტა დრო მქონდა. მათთან ერთად ორი წელიწადი მაინც რომ ვყოფილიყავი, გარწმუნებთ, ჩვენ პლეი ოფში გასასვლელად რეალურად ვიბრძოლებდით.

საქართველოში 750-მდე უფროსი ასაკის მორაგბეა, რომლებიც აქამდე საკმაოდ ცუდ პირობებში ვარჯიშობდნენ და თამაშონდნენ. ახლა მდგომარეობა ნელ-ნელა იცვლება. განვითრება სწორად მიმდინარეობს, სტადიონები შენდება და პირობებიც უმჯობესდება.

ნაკრების მორაგბების აბსოლუტური უმრავლეოსობა საფრანგეთში პროფესიულ დონეზე თამაშობს. მაგრამ გუნდში შვიდი ისეთი მორაგბეა, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბებში ირჯებიან. ეს საგულისხმო სიგნალია სხვა მორაგბეებისთვის, ესე იგი ნაკრებში მოსახვედრად აუცილებელი არ არის საზღვარგარეთ წახვიდე", - კმაყოფილებით აღნიშნა რიჩი დიქსონმა.

საქართველოში რაგბის პოპულარიზაციის ზრდის დასტურად ისიც გამოდგება, რომ გასული წლის ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენად შერკინების ბურჯი დავით ზირაქაშვილი დასახელდა.

ამ ქვეყანაში ჭიდაობის დიდი ტრადიციაა, ამიტომ დიქსონს უპირველეს ამოცანად ქართველების თამაშის სტილის შეცვლა არ მიაჩნია. მათ ძალიან უყვართ რკენა. ზირაქაშვილი საფრანგეთის ექსჩემპიონ "კლერმონში" თამაშობს, კიდევ ერთი ბურჯი დავით ქუბრიაშვილი კი "ტულონში" ახალზელანდიელ კარლ ჰეიმანს ახეხინებს სკამს. ისინი ახლა ორივენი მსოფლიოში შერკინების საუკეთესო ბურჯები არიან.

კიდევ ერთი ქართველი, "მონპელიეს" მესამეხაზელი მამუკა გორგოძე ფრანგულმა მედიამ წლევანდელი სეზონის საუკეთესო უცხოელ მორაგბედ დაასახელა.

მათ, ცხადია, დღემდე დიდი გზა გაიარეს. პირველად მსოფლიოს თასზე 2003 წელს ითამაშეს ავსტრალიაში და ყველა თამაში წააგეს. ოთხი წლის შემდეგ კი ნამიბიას მშრალი ანგარიშით 30:0 მოუგეს და მრისხასნე ირლანდიას ლამის სირცხვილი აჭამეს.

მათ უკვე გაუსწრეს რუმინეთს და ახლა მიზანში ექვსი ერის ქვეყნები ჰყავთ ამოღებული. შოტლანდიასთან 15:6 მარცხი იმის დასტურია, რომ ელიტისგან შორს აღარ არიან. დიქსონი კმაყოფილი იყო, მეტოქეს ლელო რომ არ გაატანინეს, თუმცა მაინც გული დასწყდა, რადგან დარწმუნებულია, რომ მის გუნდს უფრო მაღალი დონის რაგბის თამაში შეუძლია.

ამ მსოფლიოს თასის შემდეგ ის მთავარ როლში ყოფნას აღარ აპირებს.

"ქართული რაგბის განვითარებაში მონაწილეობას ისევ მივიღებ. ნაკრებში ალბათ სათათბირო ხმის უფლებებით დავრჩები და პრაქტიკულ ინსტრუქტაჟს აღარ გავაკეთებ", - დასძინა მან.

რიჩი დიქსონზე ფსონს ნუ ჩახვალთ. ის რეალურად გრძნობს ქართული რაგბის პოტენციალს, იცის, რას შეუძლია მიაღწიოს ამ ქვეყნის ნაკრებმა, ამიტომ არ გვგონია, უახლოესი ორი წლის განმავლობაში, რიჩიმ ბუცები ოთახის ფაჩუჩებზე გაცვალოს".

რაგბი. მსოფლიოს თასი

C ჯგუფი

აშშ-რუსეთი 13:6

სატურნირო მდგომარეობა

1. ავსტრალია - 5 ქულა, 2. ირლანდია - 4, 3. აშშ - 4, 4. რუსეთი - 1, 5. იტალია - 0

დღეს

ახალი ზელანდია-იაპონია 12:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს