ახალგაზრდა მოჭადრაკეთა ევროპის პირველობის მე-5 ტურში ზურაბ ჯავახაძე და ნილს გრანდელიუსი ყაიმზე შეთანხმდნენ
ახალგაზრდა მოჭადრაკეთა ევროპის პირველობის (ალბენა, ბულგარეთი) მე-5 ტურში დიდ ინტერესს იწვევდა 18-წლამდელთა ორთაბრძოლები. თუმცა ლიდერებმა დაზავება არჩიეს.

ვაჟებში ყაიმზე შეთანხმდნენ ზურაბ ჯავახაძე და ნილს გრანდელიუსი, მაგრამ მათ 4,5-4,5 ქულით ლიდერობა შეინარჩუნეს, რადგან სამქულანახევრიანი ვადიმ მოისეენკო და ნიკოლაი ბორტნიკი, შესაბამისად, სამქულიან მაქსიმ ლაგარდთან და მარკელ კანარეკთან დამარცხდნენ.

გოგონებში ქულა გაიყვეს მერი არაბიძემ და რუსმა დარია პუსტოვოიტოვამ, რომელიც ერთპიროვნულად მეწინავეობდა. მას წამოეწია დიანა ბასიუ - შავი ფიგურებით ლანიტა სტეცკოს აჯობა. მარიამ დანელია აზერბაიჯანელ ნარმინ ხალაფოვას შეუთანხმდა ყაიმზე.

ალბენურ ბატალიებში ხუთი ტურის შემდეგ 7 მოჭადრაკე დარჩა უდანაკარგოდ, მათ შორისაა თამარ ესაძე, რომელმაც გუშინ ორი ლაზიერით მეტოქის მეფე 76-ე სვლაზე დააშამათა.

მე-5 ტურის შედეგები

8-წლიანები: თამარ ესაძე (4)-ელიზავეტა სოლოჟენკინა 1:0, რადა მინევა-ნინო დარჩიაშვილი (2) 1:0; ნიკოლოზ კაჭარავა (3)-კირილ სლუჩაკი 1:0.

10-წლიანები: ალინა ჟურაველი-ელენე კოსტავა (2,5) 0.5:0.5, გვანცა მარგველაშვილი (2)-ბენგუ სენა აიანი 0:1; ნიკ ამონი-ლუკა ობოლაძე (2) 0.5:0.5, ცეზარ-სტელიან ზლატეა-ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2) 0.5:0.5, დანიელ-ადრიან იორდანოვი-მათე თოდაშვილი (2) 0:1.

12-წლიანები: ნატა ჯიბუტი (3,5)-დინარა დორჯიევა 0:1, თეა ჭოლაძე (2,5)-სიმონ ლაკინსკა 0.5:0.5, მაიკ ქითმენი-ნინო დახუნდარიძე (2) 1:0, ნინო ჯალაღონია (2)-დესი დი 1:0; ირაკლი ახვლედიანი (2)-მიკოლ კირიჩენკო 0.5:0.5, სერგიუ-გაბრიელ ჰერეა-ლუკა ლიჩელი (1,5) 0.5:0.5.

14-წლიანები: იულია ოსმაკი-ნინო ხომერიკი (2,5) 0.5:0.5, ანდრეა-მარიორა კოსმანი-მარიამ ჭოლაძე (2,5) 1:0, ჰასმიკ შახბაზიანი-ანა თედოშვილი (1) 0:1, ქრისტინა ესპინოზა-მაია მუმლაძე (0) 0:1; თითას სტრემავიჩუსი-ნიკა ღვამბერია (3) 1:0, ნოე თუთისანი (2)-რაჯაბ ორუილუ 1:0.

16-წლიანები: დეა გოგიშვილი (3)-ბარბარა ჯურაჩი 0:1, ნანი უნაფქოშვილი (2,5)-ალი როი 1:0, ანა შამათავა-სვეტლანა მირზაბეკიანი 1:0, ლიკა კობეშავიძე (2)-ლორა კუკიჩი 1:0; ირაკლი ბერაძე (3)-კლემენტი სიჩევი 1:0, შალვა ნადირაშვილი (2)-ალონ მინდლინი.

18-წლიანები: მერი არაბიძე (3,5)-დარია პუსტოვოიტოვა 0,5:0,5, მარიამ დანელია (3)-ნარმინ ხალაფოვა 0,5:0,5; ზურაბ ჯავახაძე (4)-ნილს გრანდელიუსი 0,5:0,5.

დღეს მოჭადრაკეები დაისვენებენ. მე-6 ტურის პარტიები ხვალ გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
საბა ლაზიშვილი: უმართან ბრძოლა ჩემთვის პირადულია, რადგან კულისებს მიღმა ისეთი რაღაცები მოხდა...
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა
[VIDEO] 5:0 - კლოპის გერმანიამ ჩავის ნიდერლანდები გაანადგურა და ჯგუფის გამარჯვებული გახდა
უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
"აზაროვმა მითხრა, რომ ხვალ გაგვაბახებენ" - გაუმხილა უკრაინელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?