იტმ-ის თასის გათამაშების მესამე ტურის შემდეგ დაუმარცხებელი ორი გუნდიღა დარჩა - "საუთლენდი" და "ქენთერბერი". სამი მატჩიდან სამი მოგება კი მხოლოდ ერთს, "საუთლენდს" აქვს...

იტმ-ის თასის გათამაშების მესამე ტურის შემდეგ დაუმარცხებელი ორი გუნდიღა დარჩა - "საუთლენდი" და "ქენთერბერი". სამი მატჩიდან სამი მოგება კი მხოლოდ ერთს, "საუთლენდს" აქვს.

ყველაზე ადრე მესამე ტურში ითამაშა"ქენთერბერიმ", რომელმაც " შინ ერთ-ერთ აუტსაიდერს, "ნორთ ჰარბორს" მოუგო 44:22. ქენთერბერელებმა მეტოქეს შვიდი ლელო გაუტანეს, აქედან სამი შუამარბ რობერტ ფროუანის ანგარიშზეა.

საინტერესო და უაღრესად დაძაბული გამოდგა "საუთლენდის" საშინაო დაპირისპირება "მანუკაუსთან", რომელიც მესამე ტურამდე სათავეში ედგა სატურნირო ცხრილს. მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყვნენ და საკმაოდ მძიმე, მაგრამ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს - 13:9.

ანგარიშის გახსნა მასპინძლებმა 27-ე წუთზე შერკინების კვაჭ ჯეისონ რეთლიჯის ლელოთი შეძლეს. ფულბეკმა რობი რობინსონმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა. ტაიმის დასრულებამდე სამი წუთით ადრე კი "მანუკაუს" მგეზავმა ბადენ კერმა საჯარიმოთი ანგარიში ოთხ ქულამდე შეამცირა - 7:3.

მეორე ნახევარში კერს კიდევ ორჯერ მიეცა საშუალება, საჯარიმოთი მეტოქის კარი დაელაშქრა, რაზეც რობინსონმა თითო არეკნითა და საჯარიმოთი უპასიხა - 13:9.

მომდევნო ტურში საუთლენდელები ერთ-ერთ აუტსაიდერ "ჰოუქს ბეის" სტუმრობენ. "მანუკაუც" აუტსაიდერ "მანავატუს" შეხვდება, რომელმაც სტუმრად გამანადგურებელი მარცხი იწვნია "ნორთლენდისგან" - 6:77.

"ნორთლენდი" მესამე ტურამდე სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზე იყო და ამ გამარჯვებით მესამე საფეხურზე აინაცვლა. ნორთლენდელებმა მეტოქეს ათი ლელო გაუტანეს. აქედან ოთხი შუამარბ იარი პეინის ანგარიშზეა (20 ქულა), ორი კი ლაკი მანრომ გაიტანა, მანვე რვა ლელო გარდასახა და ორი საჯარიმოც მიაყოლა (32 ქულა). აღსანიშნავია, რომ 27 წუთზე მანროს არბიტრმა მოედანი ათი წუთით დაატოვებინა.

"ნორთლენდი" მომავალ ტურში უახლოეს მდევარ "ოკლენდს" ესტუმრება. ოკლენდელებმა მესამე ტურში სტუმრად დაამარცხეს პლეი ოფში გასვლისთვის მებრძოლი "ბეი ოფ პლენტი" - 11:6. ეს ანგარიში პირველი ტაიმის 34-ე წუთზე დაფიქსირდა და აღარ შეცვლილა.

სტუმართაგან თავი გარემარბმა აფა პაკალანიმ გამოიჩინა. მან ლელო მატჩის დასაწყისშივე, მე-2 წუთზე გაიტანა. მგეზავმა მეთ ბერკვისტმა ვერ გარდასახა, თუმცა მერე ორის საჯარიმოს გატანა მაინც შეძლო, რაზეც მასპინძელთა მგეზავმა ფილ ბერლიჰმა ორი საჯარიმოთივე უპასუხა.

"ტარანაკიმ" სტუმრად დაამარცხა ლიდერთა ჯგუფში მყოფი "ვაიკატო" - 33:23 და საგრძნობლად გამოისწორა სატურნირო მდგომარეობა. ტარანაკელებს, ისევე, როგორც "ოკლენდს", "ნორთლენდს", მანუკაუს" და "ველინგტონს" ათი ქულა აქვთ და ამჟამად მე-5 ადგილზე არიან.

"ვაიკატოსთან" უმნიშვნელოვანეს მატჩში "ტარანაკიმ" პირველ ტაიმში ბრწინვალედ ითამაშა, მასპინძლებს სამი ლელო გაუტანა და 27:9 დაწინაურდა. მართალია, შესვენების შემდეგ ვაიკატოელებმა ძალების მობილიზება შეძლეს, ორი ლელოც გაიტანეს, მაგრამ, მაქსიმუმ, რისი მოხერხებაც შეძლეს, 58-ე წუთზე ანგარიშის შვიდ ქულამდე შემცირება იყო.

79-ე წუთზე "ტარანაკის"მგეზავმა ვილიამ რიპიამ საჯარიმოთი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 33:23. რიპიამ მატჩში 18 ქულა დააგროვა (ოთხი საჯარიმო და სამი გარდასახვა).

მოწინავე ოთხეულში მოხვედრისთვის მებრძოლმა კიდევ ერთმა გუნდმა, "ველინგტონმა" სტუმრად მოუგო ბოლო ადგილზე მყოფ "ოტაგოს" - 35:22. ველინგტონელებმა მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს და ერთი საპრემიო ქულაც ირგუნეს. სტუმართა გუნდიდან იყოჩაღა გარემარბმა ჯულიან სავეამ, რომელმაც ორი ლელო გაიტანა.

"ველინგტონს" მე-4 ტურში შინ სერიოზული ბრძოლის გადატანა მოუწევს უახლოეს მდევარ "ვაიკატოსთან".

იტმ -ის თასი

III ტური: ტასმანი-ჰოუქს ბეი 21:7, ქენთერბერი-ნორთ ჰარბორი 44:22, საუთლენდი-მანუკაუ 13:9, ოტაგო-ველინგტონი 22:35, ბეი ოფ პლენტი-ოქლენდი 6:11, ნორთლენდი-მანავატუ 77:8, ვაიკატო-ტარანაკი 23:33.

სატურნირო მდგომარობა:

1. საუთლენდი - 13 ქულა, 2. ქენთერბერი - 12, 3. ნორთლენდი - 10, 4. ოკლენდი -10, 5. ტარანაკი - 10, 6. მანუკაუ - 10, 7. ველინგტონი - 10, 8. ვაიკატო - 8, 9. ბეი ოფ პლენტი - 7, 10. ტასმანი - 4, 11. ნორთ ჰარბორი - 4, 12. ჰოუქს ბეი - 2, 13. მანავატუ - 2, 14. ოტაგო - 1.

IV ტური

19 აგვისტო

ნორთ ჰარბორი-ოტაგო

20 აგვისტო

ტარანაკი-ბეი ოფ პლენტი

21 აგვისტო

ველინგტონი-ვაიკატო, მანუკაუ-მანავატუ, ტასმანი-ქენთერბერი,

22 აგვისტო

ჰოუქს ბეი-საუთლენდი, ოკლენდი-ნორთლენდი

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა