ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გავლენიანმა აგენტებმა თავიანთ კლიენტებს მოუწოდეს, რომ მათ პროფკავშირს დათმობებზე წასვლა მოსთხოვონ
ლოკაუტთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირეს კალათბურთელთა წარმომადგენლებმა. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე გავლენიანმა აგენტებმა თავიანთ კლიენტებს მოუწოდეს, რომ მათ მოსთხოვონ პროფკავშირს დათმობებზე წასვლა.

ეს აგენტები არიან: ერნ ტელემი, ჯეფ შვარცი, მარკ ბარტელსტეინი, დენ ფეგანი და ბილ დაფი. აღსანიშნავია, რომ ეს ხუთეული ასოციაციის მოთამაშეთა მესამედის ინტერესებს წარმოადგენს.

გარდა ამისა, აგენტები პროფკავშირს საკუთარი უფლებამოსილებების გაუქმებით ემუქრებიან.

"ჩემთვის გაუგებარია აგენტების პოზიცია. თუ მათ მსგავსი პოზიცია აქვთ, პირადად რატომ არ მითხრეს ამის შესახებ, - აცხადებს პროფკავშირების პრეზიდენტი დერეკ ფიშერი. - როცა ჩვენ დავინახავთ, რომ არ შეგვიძლია მუშაობა, როგორც მოთამაშეთა ასოციაციას, ვიფიქრებთ პროფკავშირის დაშლაზე. თუმცა ეს ნაბიჯიც არ იძლევა წარმატების გარანტიას".

ამასობაში, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობამ ერთი გარიგების დადება მაინც მოახერხა - ლიგამ ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა არბიტრებთან, რომლებიც NBA-ის მატჩებს ემსახურებიან.

შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ ახალი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ დავამ კინაღამ ლიგაში არბიტრების შეცვლა გამოიწვია.

როგორც ამერიკული პრესა წერს, მსაჯებმა ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე თანხმობა ჯერ კიდევ გასულ კვირას განაცხადეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა