იტალიის გრანპრის შემდეგ "ფერარის" შეფმა სტეფანო დომენიკალიმ განაცხადა, რომ წელს მისი გუნდი ბოლო წარუმატებელ სეზონს ატარებს
იტალიის გრანპრის შემდეგ "ფერარის" შეფმა სტეფანო დომენიკალიმ ინტერვიუ მისცა "ლა რეპუბლიკას", რომელშიც განაცხადა, რომ წელს მისი გუნდი ბოლო წარუმატებელ სეზონს ატარებს.

"იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენი ბოლო წარუმატებელი სეზონია. ჟან ტოდტის ხელმძღვანელობით გუნდმა ბევრი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ მასაც დასჭირდა იმის დრო, რომ მოგება ესწავლა. მეც იგივეს მიღწევა მინდა და მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებ. ჩვენ რესტუქტურიზაცია ჩავატარეთ და უკვე დღეიდან ჩავუყარეთ საფუძველი ახალ გამარჯვებებს. მართალია, "ფერარის" არ ჰყავს ედრიან ნიუი, მაგრამ ჩვენი ძალა არა კონკრეტულ სპეციალისტში, არამედ გუნდურ მუშაობაშია.

მწვერვალზე ისევ ასასვლელად ფილოსოფიის შეცვლა, ფანტაზიის გამოყენება და რისკი გვჭირდება - მხოლოდ ასე შეიძლება ფორმულა 1-ის ფანტასტიკურად კონკურენტულ სამყაროში წარმატების მიღწევა. ამიტომაც მოვიწვით პეტ ფრაი. ნებისმიერი ინოვაცია - ეს რისკია, პირველ რიგში, საიმედოობის მხრივ და ამ ფაქტორს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ.

ძალიან მნიშვნელოვანია სეზონის კარგად დაწყება. გასულ წელს ალონსომ ტიტული არა ბოლო რბოლაში, არამედ სასტარტო ეტაპებზე წააგო, როცა ვერ მოვიპოვეთ ქულები, რომელიც ჩვენ გვეკუთვნოდა. წელს კიდევ უფრო ცუდად დავიწყეთ - მელბურნში მივხვდით, რომ ლიდერებთან წრეზე 1.4 წამს ვაგებდით. ეს ნამდვილი შოკი იყო, რადგან ერთი თვით ადრე, თებერვლის ტესტებზე ყველაფერი წესრიგში იყო, მარტში კი ძალიან ჩამორჩენილები აღმოვჩნდით.

ალონსო არ არის დამნაშავე იმაში, რომ ტიტულისთვის ბრძოლა წელს მოკლებულია შარშანდელის მსგავს ინტრიგას - ის ტრასაზე მაქსიმალურს აკეთებს, მაგრამ ჩვენ ვერ შევძელით მისთვის კონკურენტუნარიანი მანქანის მიცემა. გუნდმა შეცდომები დაუშვა და მომდევნო სეზონში ეს თავიდან უნდა ავიცილოთ.

უკვე აქტიურად ვმუშაობთ 2012 წლის მანქანაზე, რამდენიმე სიახლეს ვტესტავთ, რომელიც, მაგალითად, საბურავებთან უკეთ მუშაობის საშუალებას მოგვცემს. ნებისმიერ პირობებში საბურავების ეფექტური გამოყენება - უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და სეზონის დასრულებამდე წარმოქმნილ პრობლემებზე სრულ კონცენტრაციას მოვახდენთ.

დარჩენილ რბოლებში გუნდი აგრესიულ ტაქტიკას მიმართავს, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყვეტილია. ალონსოს სჯერა ჩვენი პროგრესის და ამიტომაც გააფორმა კონტრაქტი 2016 წლამდე.

ფელიპე მასა? ის კვლავინდებურად სწრაფია. ბრაზილიელს 2012 წლის დეკემბრამდე აქვს კონტრაქტი და იმ მომენტამდე მისი ადგილი ხელშეუხებელია", - ამბობს დომენიკალი.

"ფერარის" შეფი კი ამბობს, რომ მასა მინიმუმ ერთი წელი ხელშეუხებელია, მაგრამ, როგორც ჩანს, აქედანვე ეძებს ბრაზილიელის პილოტის შემცვლელს. ამ მიზნით "სკუდერიამ" ბოლო დღეებში საკუთარ აკადემიაში დაპატიჟა "ზაუბერის" პილოტი სერხიო პერესი.

21 წლის პილოტმა "ფერარის" 2009 წლის ბოლიდით 46 წრე გაიარა და იტალიელთა შექებაც დაიმსახურა.

"სერხიო მეტად აგრესიული პილოტი ყოფილა და თან სწრაფად შეეგუა მისთვის სრულიად უცნობ მანქანას, - განაცხადა აკადემიის ხელმძღვანელმა ლუკა ბალდისერიმ. - თავისი ასაკისთვის ის საკმაოდ ჩამოყალიბებული პილოტია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

avtuko
იცი რახდება კონკურენცია უკვე ძალიან დიდია მარტო მატორის მოშნოსტით ვეღარ იგებს გუნდი, საჭიროა ძირეული განახლებები ,რასაც ფერარი ერიდება
Irakli
უფრო სწორად მონტეძემოლოს ვიგულისხმე... ეგ კიდევ სკუდერიის თავკაცია?? :)
Irakli
დომენიკალის წასვლის დროა მემგონი :)
avtuko
ეგ იმედები წელსაც ქონდა ,მარაა
ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა