ასეთი კარგი სტარტი 24 წლის თეიმურაზ ჯუღელს ელიტაში არც ჰქონია, მას 5-1 ბალანსი აქვს და დღეს მონღოლი ტამავაში ხვდება
აკი ბაშოს მე-6 დღეს მხოლოდ ერთმა ქართველმა სუმოისტმა იმარჯვა - 200-კილოიანმა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) საგაცუკასა დაამარცხა. ის რიკიში, რომელმაც მე-5 დღეს სუმოს სამყაროს იპონის არსებობა შეახსენა, თუმცა, ბუნებრივია, 65 კილოგრამით მსუბუქ იაპონელს ქართველის წინააღმდეგ არც კი უცდია ძიუდოს ილეთის გამოყენება და საერთოდაც, საგაცუკასამ დოჰიოზე ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო, გაგამარუს სულ ოთხჯერ დასჭირდა ხელის კვრა და მისი მეტოქე რკალს მიღმა აღმოჩნდა.

ასეთი კარგი სტარტი 24 წლის ჩვენებურს ელიტაში არც ჰქონია, მას 5-1 ბალანსი აქვს და დღეს მონღოლი ტამავაში ხვდება, ერთობ უხერხული მეტოქე (0:4 პირად შეხვედრებში).

ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) ვერ შეძლო "მუშა" მარცხენა ხელით იოშიკაძის მავაშის მოხელთება და უპირატესობა იაპონელის მხარეს გადავიდა, რომელმაც ჰიკიოტოშის ილეთით იმარჯვა კიდევაც. ტოჩინოშინს ნულოვანი ბალანსი აქვს - 3-3. ზედიზედ მეორედ წააგო კოკაიმ (ლევან ცაგურია), რომლის ბალანსიც 4-2-ია.

ბაშოს დაუმარცხებლად სამი რიკიში ლიდერობს, დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო და ორი სეკივაკე, კოტოშოგიკუ და კისენოსატო. მათ კვალშიც სამი ფალავანი მიყვება თითო მარცხით. სასიხარულოა, რომ მათ შორის ერთი ქართველია.

VI დღე: ჰაკუჰო-ტაკეკაძე (ოშიდაში), ტოჩიოძანი-კოტოოშუ (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-არანი (იორიტაოში), ბარუტო-ვაკანოსატო (ცუკიდაში), ოკინოუმი-კაკურიუ (იორიტაოში), კოტოშოგიკუ-ტოიონოშიმა (იორიკირი), კისენოსატო-ჰომაშო (იორიკირი), იოშიკაძე-ტოჩინოშინი (ჰიკიოტოში), გოეიდო-ტოკიტენკუ (იორიკირი), მიაბიამა-ტაკაიასუ (ცუკიოტოში), ტოჩინოვაკა-ვაკაკოიუ (ოშიდაში), ტოიოჰიბიკი-ფუჯიაზუმა (იორიტაოში), ტამავაში-კაისეი (ოშიდაში), გაგამარუ-საგაცუკასა (ოშიდაში), ამინიშიკი-კიოკუტენჰო (იორიკირი), კიტატაიკი-ასასეკირიუ (იორიკირი), დაიდო-ტამაასუკა (ჰატაკიკომი), იოშიაზუმა-კიმურაიამა (იორიკირი), ტაკანოიამა-შოტენრო (ისამიაში), ტოსაიუტაკა-კოკაი (ჰატაკიკომი), ჰოჩიამა-ტოჩინონადა (ოშიდაში).

სატურნირო მდგომარეობა

6-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კოტოშოგიკუ (სეკივაკე), კისენოსატო (სეკივაკე).

5-1: ტოჩიოძანი (მაეგაშირა 3), გაგამარუ (მ 11), კიტატაიკი (მ 11)... 4-2: კოკაი (მ 16)... 3-3: ტოჩინოშინი (მ 4).

VII დღე: ჰაკუჰო-ტოიონოშიმა, ჰარუმაფუჯი-იოშიკაძე, ბარუტო-ტაკეკაძე, კოტოოშუ-ტოჩინოშინი, კოტოშოგიკუ-ოკინოუმი, კისენოსატო-კაკურიუ, არანი-ჰომაშო, ვაკანოსატო-ტოკიტენკუ, ტოჩიოძანი-ვაკაკოიუ, მიაბიამა-გოეიდო, ტაკაიასუ-ტოჩინოვაკა, ფუჯიაზუმა-საგაცუკასა, კაისეი-კიოკუტენჰო, ტოიოჰიბიკი-კიტატაიკი, გაგამარუ-ტამავაში, ამინიში-ტოსაიუტაკა, ასასეკირიუ-დაიდო, იოშიაზუმა-ტაკანოიამა, ტამაასუკა-ჰოჩიამა, კოკაი-შოტენრო, კიმურაიამა-ტაკარაფუჯი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა