საქართველოს ნაკრები ევრო-2012-ის შესარჩევი ჯგუფის ბოლო მატჩს "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე გამართავს
როგორც ჩანს, საქართველოს ნაკრები ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის ბოლო შეხვედრასაც განახლებულ "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე გამართავს.

მატჩი 11 ოქტომბერს არის დაგეგმილი, უეფას ოფიციალური ვებგვერდი კი შეხვედრის გამართვის ადგილად სწორედ "მიხეილ მესხის" არენას მიუთითებს, დაწყების დროდ კი - 19 საათს, ანუ ჩვენი ათვლით 21 საათს.

როგორც შევიტყვეთ, ვაკის სტადიონი ფედერაციამ სიფრთხილის გამო აირჩია - ჯერ უცნობია, ამ დროისთვის შესაძლებელი იქნება თუ არა ეროვნულ სტადიონზე თამაში. იქ საფრის დაგება დაწყებულია და სწრაფი ტემპით წინ მიდიან, ბალახით ტერიტორიის მეოთხედი უკვე დაიფარა, მაგრამ მხოლოდ მინდვრის დაგება არაა საქმე, თამაში რომ შესაძლებელი გახდეს და სამუშაოები წყალში არ ჩაიყაროს, ბალახის ნიადაგთან "შეხორცების" პროცესიც უნდა დასრულდეს, რასაც ორი კვირა მაინც სჭირდება.

ბალახის დაგება კი საფრთხილო საქმეა, ეს პროცესი დღის შუქზე მიზანშეწონილი არ არის, ამიტომ მხოლოდ მზის გადასვლის შემდეგ მუშაობენ, ამინდმაც ხელი უნდა შეუწყოს და სხვა მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი. სწორედ ამიტომ წინასწარ ვერავინ იტყვის ზუსტ თარიღს, ეროვნულზე ბურთის რიგიანად გაგორება რა რიცხვში იქნება შესაძლებელი.

ასე რომ, 11 ოქტომბერს საქართველო-საბერძნეთს "მიხეილ მეხსის" სტადიონზე ვუმასპინძლებთ, რაც ნაკრების სამწვრთნელო შტაბშიც დაგვიდასტურეს. შესაძლოა, ეს უკეთესიც იყოს. საქართველოს გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი უკვე დაკარგა. ქართველი კაცის ბუნებიდან გამომდინარე, უმოტივაციო ნაკრების მატჩს ბევრი მაყურებელი არც ეყოლება, შედარებით მცირე რაოდენობით ქომაგი კი 28-ათასიან "მიხეილ მესხზე" უფრო ეფექტურად გამოჩნდება, ვიდრე 58-ათასიან ეროვნულ სტადიონზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Giorgipirweli
მიუხედავად იმისა, რომ ერთი სულით ველოდები ნაკრების თამაშებს და ფაქტიურად ყოველთვის სტადიონზე მივდივარ, ამჯერად პროტესტის ნიშნად არ ვაპირებ სტადიონზე წასვლას. ამაზე უარესი შედეგი ქონია ნაკრებს, მაგრამ თამაშებზე ყოველთვის წავსულვარ. ეხლაც ძალიან მინდა, მაგრამ როგორც ვთქვი, პროტესტის ნიშნად არ მივდივარ.
zviadi
სტადიონზე საბერძნეთთან ყველა უნდა მივიდეთ და დამარცხების მერე ფედერაციაც იქვეა ფეხბურთის მაფიოზები უნდა გამოვათრიოთ გავაშიშვლოთ და გავროზგოთ. აი ასე უნდა მოიქცეს ღირსეული გულშემატკივარი. თა სხვანაირად ფიქრობთ საერთოდ დავანებოთ თავი ფეხბურთზე ფიქრს და არ მოვიშხამოთ ცხოვრება.
besiki
ან უნდა გაივსოს სტადიონი და 90 წუთი ვუფშტვინოთ ან არ უნდა მივიდეთ საერთოდ.აღარ კმარა ამდენი საცილად აგდება??? მე მომწყინდა
Tornike
არა, ბიჭებო, უნდა მივიდეთ! საფეხბურთო გუნდი ისევეა, როგორც კაცი ცხოვრებაში - როცა ყველაზე მეტად უჭირს, მაშინ უნდა თანადგომე ყველაზე მაგრად. მე ასე ვფიქრობ, თუმცა ყველა განსხვავებული აზრი იმსახურებს პატივისცემას
malxaz
ბოლო ორი თამაშის გათვალისწინებით არავინ არ უნდა მივიდეს სტადიონზე და ცოტა აზრზე მოვლიან
Gela
და იასნია ბილეთის ფასი 20 ლარი მინიმუმ :D:D:D:D ეეეეეეეეეეეჰ....
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"