ან "სპორტ ექსპრესმა" დაუკითხავად გამოიყენა ჩვენი გაზეთის სახელი, ან ჩვენთვის უცნობ "ლელოს" იატაკქვეშეთში ბეჭდავენ

"სპორტ-ექსპრესის" ტრადიციულ გამოკითხვაში "ვარსკვლავი" აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად პეტერბურგის "ზენიტისა" და რუსეთის ნაკრების 28 წლის თავდამსხმელი ალექსანდრე კერჟაკოვი დაასახელეს, საერთო ჩათვლაში კი 50 საუკეთესოში მხოლოდ ორი ქართველი მოხვდა: 23 ქულით 27-ე ადგილზე მეკარე გიორგი ლომაია გავიდა, რომელმაც ზამთარში "თანამეგობრობის თასზე" ბაქოს "ინტერის"გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, 32-ზე კი ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" რამდენიმე ეფექტური მატჩის ჩამტარებელი პლეიმეიკერი გოჩა ხოჯავა აღმოჩნდა.

საქართველოდან გამოკითხვის მონაწილედ მითითებულია ჩვენი გაზეთი "ლელო", რომელმაც შემდეგი ხუთელი "დაასახელა": 1 - ანდრეი იარმოლენკო (კიევის "დინამო"), 2 - ალექსანდრე კერჟაკოვი ("ზენიტი"), 3 - მარატ იზმაილოვი ("სპორტინგი") , 4 - ანატოლი ტიმოშჩუკი ("ბაიერნი"), 5 - რომან შიროკოვი ("რუბინი").

როდესაც მსგავს გამოკითხვაში მონაწილეობას გვთავაზობენ, ქართული და უცხოური ფეხბურთის განყოფილებების ჟურნალისტები ერთად ვმონაწილეობთ. თუმცა, გვეუცნაურა, რომ ამის თაობაზე გაზეთში არავინ არაფერი უწყოდა, არც ქართულ ფეხბურთში დასაქმებულმა ჟურნალისტებმა და არც "უცხოურში", მთავარმა რედაქტორმაც გაიოცა, ჩემთვის ამის შესახებ არავის არაფერი უთქვამსო. მოკლედ, ბევრი დრო არ დაგვჭირვებია იმის დასადგენად, რომ ამ გამოკითხვაში "ლელო" არ მონაწილეობდა.

"სპორტ-ექსპრესი" პოპულარული გამოცემა იმიტომაც გახდა, რომ ხარისხიანად და რაც მთავარია, სიმართლეს წერს. ასე რომ, მკითხველის შეცდომაში შეყვანის მცდელობა არ გვსურს დავიჯეროთ.

მაგრამ გვაეჭვებდა ის ფაქტი, რომ წლეულს გამოკითხვაში ისეთ გაზეთებსაც მიუღიათ მონაწილეობა, როგორიც არის მაგალითად "ალია", რომელიც სპორტს არ აშუქებს და ამ სფეროში კომპეტენტურად ისევე ვერ ჩაითვლება, როგორც "ლელო" პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებში.

ორი ვარიანტია: ან საქართველოში იატაკქვეშეთში ბეჭდავენ ჩვენთვის უცნობ გაზეთს, რომელიც "ლელოს" სახელით მოქმედებს, ან ელემენტარულად, ამხელა გამოცემამ რუსული ფეხბურთის პიარისთვის მიმართა ამ ხერხს და ჩვენდა დაუკითხავად გამოიყენა გაზეთის სახელი - გამოკითხვაში კი 15 პოსტსაბჭოური ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ფაქტია, რომ ამ გამოკითხვას ყველა თავისი მოთამაშეების გამოსაჩენად იყენებს. მაგალითად, რუსები ყოველთვის ხაზს უსვამენ, რომ პრემიერლიგაში ჩაყვანილი უცხოელი ვარსკვლავები ჰყავთ, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგება, სამუელ ეტოოს, კევინ კურანის, რობერტო კარლოსისა და სხვა ვარსკვლავებზე წინ მაინც თავისიანებს აყენებენ.

მიუხედავად იმისა, იმსახურებს თუ არა, სომხებიც, უმთავრესად, საუკეთესოდ თავისიანებს ასახელებენ - ამჯერადაც ასეა და დონეცკის "შახტარის" ნახევარმცველის, მართლაც უდავოდ ნიჭიერი ჰენრიხ მხითარიანის წარმოსაჩენად და დასაწინაურებლად არიან მობილიზებულნი.

ცოდვა გამხელილი სჯობს - ასე იყო ქართული მედიაც იმ პერიოდში, როდესაც ჩვენი მოთამაშეები ევროპულ თუ რუსულ კლუბებში მეტნაკლებად ჩანდნენ. ახლა კი, რატომღაც, ქართული მედიის სახელით სხვათა მოთამაშეების პიარაქციაში მონაწილეობა არ გვსურს - მერე ხომ მთელს მსოფლიოს მოსდებენ, რომ პოსტსაბჭოეთის 15 ქვეყნის მედიის გამოკითხვაში რუსმა კერჟაკოვმა გაიმარჯვა. ამ ყველაფერს კი აღმოსავლეთ ევროპის საფეხბურთო ბაზარზე შესაბამისი ასახვაც მოჰყვება.

აღნიშნული გამოკითხვაში აშკარად იკვეთება ტენდენცია - ასახელებენ რუსებს ან უკრაინელებს, მაგრამ ბოლოს გამოკითხვაში რუსი იმარჯვებს. ასე იყო ადრე, როდესაც ანდრეი შევჩენკო "მოლანში" გრგვინავდა, მაგრამ რატომღაც მის კონკურენტად რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ანდრეი არშავინს ასაღებდნენ. არშავინი რომ ჩინებული მოთამაშეა, რა მტკიცება უნდა, რუსეთის პრემიერლიგაც ახლა უდავოდ გაძლიერდა, მაგრამ ხუთი-ექვსი წლის წინათ სერია "ა"-სა და რუსეთის პირველობაზე გატანილი გოლი რატომ ფასობდა ერთნაირად, გაუგებარი მხოლოდ ეს იყო.

კერჟაკოვიც მშვენიერი თავდამსხმელია, სულელები არ იყვნენ, "სევილიაში" რომ მიიწვიეს, მაგრამ ჩვენთვის რომ ეკითხათ, დაღესტანში ჩასული და ლამის ყოველ მატჩში გოლის გამტანი სამუელ ეტოო გვერჩივნა. თუმცა ისე ნამდვილად ვერ გავთავხედდებოდით, ასეთ სოლიდურ კამპანიაში საუკეთესოდ ქართველი დაგვესახელებინა - თანაც, სამწუხაროდ, არც ერთი ქართველი ამის საფუძველს არ გვაძლევდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა