ალბენაში ევროპის პირველობის მონაწილე ახალგაზრდა მოჭადრაკეებმა ცხრარაუნდიანი მარათონის რუბიკონი გადალახეს - ხუთი ტური უკან მოიტოვეს
ალბენაში ევროპის პირველობის მონაწილე ახალგაზრდა მოჭადრაკეებმა ცხრარაუნდიანი მარათონის რუბიკონი გადალახეს - ხუთი ტური უკან მოიტოვეს.

ტურნირის ამ მონაკვეთში ქართველთაგან განსაკუთრებით თამარ ესაძემ (8 წ.) იყოჩაღა, რომელმაც ყველა მეტოქე დაამარცხა და 5 ქულით ერთპიროვნულად მეწინავეობს. ამავე ასაკში ნინო დარჩიაშვილმა მხოლოდ 2 ქულის მოგროვება შეძლო, ნიკოლოზ კაჭარავამ კი 4 ქულას მოუყარა თავი.

გაუწყებთ სხვა ასაკებში ჩვენებურთა მონაგარს ხუთი ტურის შემდეგ:

10-წლიანები: ელენე კოსტავა-3, გვანცა მარგველაშვილი-2; მათე თოდაშვილი-3, ლუკა ობოლაძე და ნიკოლოზ პეტრიაშვილი-2,5-2,5 ქულა.

12-წლიანები: ნატა ჯიბუტი-3,5, თეა ჭოლაძე, ნინო ჯალაღონია-3-3, ნინო დახუნდარიძე-2; ირაკლი ახვლედიანი-2,5, ლუკა ლიჩელი-2 ქულა.

14-წლიანები: ნინო ხომერიკი-3, მარიამ ჭოლაძე-2,5, ანა თედოშვილი-2, მაია მუმლაძე-1; ნიკა ღვამბერია და ნოე თუთისანი-3-3 ქულა.

16-წლიანები: ნანი უნაფქოშვილი-3,5, დეა გოგიშვილი, ანა შამათავა, ლიკა კობეშავიძე-3-3; ირაკლი ბერაძე-4, შალვა ნადრაშვილი-2 ქულა;

18-წლიანები: მერი არაბიძე-4, მარიამ დანელია-3,5, ზურაბ ჯავახაძე-4,5 ქულა.

როგორც შედეგებიდან ირკვევა, მომდევნო ოთხ ტურში წარმატების შემთხვევაში, ქართველთა უმეტესობა მედლების მოპოვების შანსს ინარჩუნებს. იმედია, ისინი ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებენ.

გუშინ მოჭადრაკეები ისვენებდნენ. დღეს მე-6 ტურის პაექრობები გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა