რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში "კრასნოდარმა" სტუმრად "ტომი" 4:0 გაანადგურა
რუსეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში "კრასნოდარი" "ტომს" ესტუმრა და 4:0 გაანადგურა. თუკი სლავოლიუბ მუსლინის გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ქართველი მცველის, გუნდის კაპიტნის ალექსანდრე ამისულაშვილის ყოფნა ჩვეულებრივი ამბავია, ამჯერად თამაშში პირველივე წუთებიდან პირველად ჩაერთო გუნდის კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ოთარ მარცვალაძე.

ოთარმა მოედანი უგოლოდ კი დატოვა, მაგრამ ის, რომ "კრასნოდარმა" მეტოქე დიდი ანგარიშით გაანადგურა, სწორედ ქართველი თავდამსხმელის დამსახურებაცაა, რომელმაც თანაგუნდელების მიერ გატანილი ოთხიდან სამ გოლში წვლილი დაიდო.

მატჩის 39-ე წუთზე ჟოაზინიომ შეხვედრის პირველი გოლის გატანა სწორედ ოთარის გარჯის შემდეგ შეძლო. მარცვალაძე მეტოქის საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა და მას შემდეგ, რაც "ტომის" ერთბაშად ოთხი მცველი ჩამოიცილა, "მეორე წრეზე" წასვლა გადაწყვიტა და რამდენიმე ფინტის შემდეგ კარისკენაც დაარტყა, თუმცა "ტომის" ერთერთმა მცველმა ფეხის დაფარება ბოლო მომენტში მაინც მოასწრო, ბურთი კი კარგ პოზიციაში მყოფ ჟოაზინიოს მიუვიდა და ამ უკანასკნელს გატანა არ გასჭირვებია.

მარცვალაძემ თავი მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ დროშიც გამოიჩინა – მისი დარტყმული მეტოქის მცველმა ხელით მოიგერია, თერთმეტმეტრიანი კი იურა მოვსესიანმა გოლად აქცია.

ორიოდე წუთის შემდეგ მარცვალაძემ უკვე რუი მიგელს გაუწია ასისტენტობა, რომელმაც მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"