საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ლაშა შავდათუაშვილმა (66 კგ) ევროპის ჩემპიონატზე ექვსი მეტოქე დაამარცხა
საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა.

ბელგიის ქალაქ ლომელში მიმდინარე ევროპირველობის მეორე დღეს მედლები ვაჟთა სამ წონით კატეგორიაში გათამაშდა და ორში კვარცხლბეკზე ქართველიც ავიდა. 73 კილოგრამში მიხეილ ჩოხელმა (73 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ექვსი მეტოქე დაამარცხა: უნგრელი მარტინ ვეგვარი, ჩეხი იაკუბ იეჩმინეკი, ჰოლანდიელი ხუნიორ დეგენი, სერბი ილია ციგანოვიჩი, ებრაელი ტარ ფლიკერი და სლოვენიელი ანდრაზ ჟერები.

მიხეილ ჩოხელი ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას ნახევარფინალიდან გამოეთიშა, უკრაინის სახელით მოჭიდავე რუფატ მაგომედოვთან წაგებით. იქამდე სამი მოწინააღმდეგე ჩამოიცილა: თურქი ილკერ გულდურენი, სერბი იოვან ნისკანოვიჩი და ებრაელი საგი მუკი. რეპეშაჟის ფინალში კიდევ ერთ ებრაელს, ტოვერ ზაკეიმს აჯობა.

ჩემპიონატის დასკვნით დღეს - 18 სექტემბერს მედლები ვაჟთა 90, 100 და +100 და გოგონათა 78 და +78 კილოგრამებში გათამაშდება. საქართველოს სახელით გიორგი მერმანიშვილი, გიორგი ქავთარაძე (90 კგ), ელგუჯა ბიბილაშვილი, გიორგი ცნობილაძე (100 კგ), უშანგი კოკაური, ლევან მატიაშვილი (+100 კგ) და ელენე ქებაძე (+78 კგ) იჭიდავებენ.

ძიუდო. ევროპის ჩემპიონატი

ახალგაზრდები ლომელი. ბელგია

17 სექტემბერი

ვაჟები

66 კგ

1 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)

2 ანდრაზ სერეჟი (სლოვენია)

3 ანტონ ჩეტვერიკი (უკრაინა)

3 ენრიკო პარლატი (იტალია)

73 კგ

1 რუფატ მაგომედოვი (უკრაინა)

2 მაქს სტიუარტი (ბრიტანეთი)

3 მიხეილ ჩოხელი (საქართველო)

3 საგი მუკი (ისრაელი)

81 კგ

1 ჰასან ხანმურზაევი (რუსეთი)

2 მაქს მუენსტერბერგი (გერმანია)

3 ალბერტ კოსტოევი (რუსეთი)

3 კრიშტიან ტოთი (უნგრეთი)

msy.gov.ge

zuxusha
დააბრუნეთ ნაკრებში ხაბარელი, დააბრუნეთ, დააბრუნეთ!!!
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"