ქართველმა მოჭიდავემ ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებულ ვერცხლს მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაო დაუმატა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა დათო მარსაგიშვილმა (84 კგ) ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებულ ვერცხლს მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაო დაუმატა.

ამასთან, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც მოიპოვა. სტამბოლში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე შვიდი წონითი კატეგორიიდან ჩემპიონ პრიზიორები უკვე ოთხში გამოვლინდნენ. ზაზა თურმანიძის გუნდის ანგარიშზე კი ჯერჯერობით ერთი მედალია.

რაც შეეხება ოლიმპიურ ლიცენზიას, მარსაგიშვილის გარდა ლონდონში გამგზავრება მალხაზ ზარქუამაც (60 კგ) გაინაღდა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი მეხუთე ადგილით დაასრულა.

მარსაგიშვილმა ტურნირი საბერძნეთის სახელით მოჭიდავე ემზარ ბედინეიშვილის ძლევით გახსნა. შემდეგ რუმინელ გეორგიტა სტეფანსაც აჯობა, მეოთხედფინალში კი უკრაინის სახელით მოჭიდავე იბრაგიმ ალდატოვთან სამპერიოდიან შეხვედრაში დამარცხდა და მას შემდეგ, რაც ალდატოვი ფინალში გავიდა, რეპეშაჟში გადაერთო.

ბრინჯაოს გზაზე მარსაგიშვილმა ორი ადვილი გამარჯვება მოიპოვა - ბელარუს ამარჰადი მაჰამედაუსთან და ლატვიელ არმანდს ზვირბულისთან.

ზარქუამ ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის შანსი პირველსავე წრეში დაკარგა, პუერტორიკოელ ფრანკლინ გომეს მატოსთან წაგებით. პუერტორიკოელმა ფინალში გააღწია და ქართველი რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ჩრდილოკორეელი იონგ მიონგ ლი, სამხრეთკორეელი სეუნგ-ჩულ ლი და აზერბაიჯანელი ზელიმხან ჰუსეინოვი დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ყაზახ დაურენ ჟუმაგაზიევთან ვეღარას გახდა.

პირველივე წრიდან გამოეთიშა ჩემპიონატს ქართული გუნდის ყველაზე ტიტულოვანი წევრი გიორგი გოგშელიძე. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ყაზახეთის სახელით მოჭიდავე ტაიმურაზ ტიგიევთან დამარცხდა. ამ უკანასკნელმა კი ნახევარფინალში წააგო.

18 სექტემბერს მედლები 66, 74 და 120 კილოგრამებში გათამაშდება. საქართველოს სახელით შალვა მუზიაშვილი (66 კგ), დავით ხუციშვილი (74 კგ) და დავით მოძმანაშვილი (120 კგ) იჭიდავებენ.

სტამბული 17 სექტემბერი

თავისუფალი ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი

60 კგ

1 ბესიკ კუდუხოვი (რუსეთი)

2 ფრანკლინ გომეს მატოსი (პუერტო რიკო)

3 კენიჩი იუმოტო (იაპონია)

3 დაურენ ჟუმაგაზიევი (ყაზახეთი)

5 მალხაზ ზარქუა (საქართველო)

84 კგ

1 შარიფ შარიფოვი (აზერბაიჯანი)

2 იბრაგიმ ალდატოვი (უკრაინა)

3 დათო მარსაგიშვილი (საქართველო)

3 ალბერტ სარიტოვი (რუსეთი)

96 კგ

1 რეზა მუჰამედ ალი იაზდანი (ირანი)

2 სერჰატ ბალჩი (თურქეთი)

3 რუსლან შეიხაუ (ბელარუსი)

3 ჯაკობ სტეფან ვარნერი (აშშ)

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!