კობი ბრაიანტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კვლავინდებურად განიხილავს ლოკაუტის პერიოდში ევროპაში თამაშის პერსპექტივას
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კვლავინდებურად განიხილავს ლოკაუტის პერიოდში ევროპაში თამაშის პერსპექტივას.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში NBA-ის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი "ბეშიქთაშთან" აწარმოებდა მოლაპარაკებებს, მაგრამ თურქულმა კლუბმა ვერ დააკმაყოფილა მოთამაშის ფინანსური მოთხოვნები.

"არ ვიცი გაიმართება თუ არა NBA-ში 2011-12 წლების სეზონი. ასე რომ, გამორიცხული არ არის ევროპაში გადასვლა. ეს რეალურია", - ამბობს ბრაიანტი AP-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ამასობაში, სასამართლომ "ლეიკერსის" ფორვარდ რონ არტესტს გვარის შეცვლის ნება დართო, - წერს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი. ამიერიდან, რონი ასეთი სახელით უნდა მოვიხსენიოთ - მეტა უოლდ პისი (Metta World Peace).

ადრე სასამართლომ უარყო 31 წლის კალათბურთელის თხოვნა, რადგან მას რამდენიმე საგზაო ჯარიმა ჰქონდა გადაუხდელი.

"ჩემი სახელის შეცვლა მთელს მსოფლიოში ახალგაზრდობას გააერთიანებს, - განაცხადა კალათბურთელმა. - მოხარული ვარ, რომ მცირე პაუზის შემდეგ გვარის ოფიციალურად შეცვლის უფლება მომცეს”.

ახლა, მეტა უოლდ პისს მართვის ახალი მოწმობის აღება მოუწევს, ხოლო მის კონტრაქტს "ლეიკერსთან" ცვლილება არ ემუქრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა