ლელა მესხის აკადემიის კორტებზე სტარტი აიღო ბათუმის ნავთობტერმინალის საერთაშორისო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპმა
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი საქართველოს თასზე (საპრიზო ფონდი 10.000 $), რომელიც სპორტის სამინისტროს, საქართველოს და უკრაინის ჩოგბურთის ფედერაციების ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა.

შეჯიბრებაში შესანიშნავად ითამაშეს ქართველმა სპორტსმენებმა. როგორც გაუწყეთ, წყვილთა პაექრობაში პირველ ადგილზე თათია მიქაძისა და სოფიო ქვაცაბაიას დუეტი გავიდა. ერთეულთა თანრიგში პარტნიორები ბადის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ.

შეგახსენებთ, რომ მიქაძემ ფინალამდე სეტის დაუთმობლად სძლია მარტა ჰნატიშნინს (უკრაინა, 6:1, 7:5), თანამემამულე ანა ჯიქიას (6:0, 6:0), ნადია კოლბს (უკრაინა, 6:2, 6:1) და პოლინა მონოვას (რუსეთი, 6:2, 6:0), ქვაცაბაიამ კი გადა კლერიკი (იტალია, 6:2, 6:3), 18-წლიანებში უიმბლდონის შარშანდელი ფინალისტი მაია კაციტაძე (რუსეთი, 6:4, 6:1) და ანი ამირაგიანი (სომხეთი, 3:6, 7:6, 6:3) ჩამოიცილა გზიდან. გადამწყვეტი დუელი მიქაძის გამარჯვებით (6:0, 6:2) დამთავრდა, რომელმაც მეექვსედ მოიპოვა მთავარი პრიზი (სამჯერ ერთეულებში და ამდენჯერვე წყვილებში).

- წინა დღეს ორი მძიმე ორთაბრძოლა მქონდა. განსაკუთრებით ანი ამირაგიანთან სამსეტიანმა ბრძოლამ მომქანცა. დღეს ისე ვიყავი დაღლილი, ფეხის გადადგმა მიჭირდა, ბევრ შეცდომას ვუშვებდი, რომლებიც კარგად გამოიყენა თათიამ. ის ახლა ნამდვილად ჩინებულ სპორტულ ფორმაშია.

წყვილებში თამაშის დროსაც ვგრძნობდი ამას. გამარჯვებას ვულოცავ და მომდევნო ტურნირებშიც წარმატებას ვუსურვებ, თუმცა თუ კიდევ შევხვდით ერთმანეთს, აუცილებლად რევანშის აღებას შევეცდებით, - მითხრა ტურნირის დამთავრების შემდეგ სოფიო შაფათავამ.

გამარჯვებულსა და პრიზიორებს თასები და ფულადი ჯილდოები გადასცეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ნამგალაურმა, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლეილა მესხმა და უკრაინის ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, იური საპრონოვის საჩოგბურთო ფონდის დირექტორმა ვსევოლოდ კევლიჩმა.

"არ შევმცდარვართ, რომ სპორტის სამინისტრომ თბილისის საერთაშორისო ტურნირის დაფინანსებაში თავისი წვლილი რომ შეიტანა. 20-მდე ქართველმა ჩოგბურთელმა იასპარეზა ამ შეჯიბრებაში, რაც მათ შემდგომ დაოსტატებაში დადებით ზეგავლენას მოახდენს. განსაკუთრებით სასიამოვნო ის არის, რომ პირველი-მეორე ადგილები მასპინძლებმა დაიკავეს. მიქაძეს და ქვაცაბაიას სხვა საერთაშორისო ასპარეზობებშიც არაერთხელ უსახელებიათ თავი. იმედია, ისინი თბილისისა და თელავის მომდევნო ტურნირებშიც წარმატებით ითამაშებენ", - გვითხრა სპორტის მინისტრის მოადგილემ დავით ნამგალაურმა.

გუშინ ლელა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე სტარტი აიღო ბათუმის ნავთობტერმინალის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25.000 $) საკვალიფიკაციო ეტაპმა.

პირველი წრის შეხვედრები ასე დამთავრდა: ელიზავეტა იანჩუკი (უკრაინა)-ბაბილინა მაჩაიძე (საქართველო) 6:1, 6:1, პოლინა მონოვა (რუსეთი)-თამარ ცხაკაია (საქართველო) 6:0, 6:0, დანკა კოვინიჩი (ჩერნოგორია)-მარტა ჰნატიშინი (უკრაინა) 6:2, 6:0, ვიქტორია კისიალევა (ბელარუსი)-ბარბარე ერისთავი (საქართველო) 6:1, 6:2, ეკატერინე გორგოძე (საქართველო)-ევგენია სვინცოვა (რუსეთი) 6:1, 6:2, ვიქტორია ლუჟკოვა (უკრაინა)-სვიატლანა პირაზნენკა (ბელარუსი) 3:6, 7:6, 6:3. თათია მიქაძე (საქართველო),იანა სლუჟიტელევა (რუსეთი) 3:1 (მეტოქის უარი). ნათელა ძალამიძე (რუსეთი)-ნინო სუჯაშვილი (საქართველო) 6:0, 6:2, კატარზინა კავა (პოლონეთი)-ალონა ფომინა (უკრაინა) 6:3, 6:0, ლიძია მაროზავა (ბელარუსი)-ვლადისლავა კუზმენკოვა (ბელარუსი) 4:6, 6:1, 6:1, ალექსანდრე არტამონოვა (რუსეთი)-ოლექსანდრა პისკუნი (უკრაინა) 6:0, 6:1, ანი ამირაგიანი (სომხეთი)-დარია ბერეჟნაია (ყაზახეთი) 6:2, 6:0, ირინა ხრომაჩევა (რუსეთი)-სოფი ვაინბერგი (რუსეთი) 6:1, 6:1, ანი გოგვაძე (საქართველო)-ნადია კოლბი (უკრაინა) 6:2, 6:2, ქსენია კირილოვა (რუსეთი)-ოფელია პოღოსიანი (სომხეთი) 6:1, 6:0, შახლო საიდოვა (რუსეთი)-ვიქტორია ომიალანავა (ბელარუსი) 7:5, 7:6.

მეორე წრეში ითამაშებენ: იანჩუკი-მონოვა, კოვინიჩი-კისიალევა, გორგოძე-ლუჟკოვა, მიქაძე-ძალამიძე, კავა-მაროზავა, არტომონოვა-ამირაგიანი, ხრომაჩევა-გოგვაძე, კირილოვა-საიდოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს