ალექს გარსიას გუნდმა ამ სეზონში პირველად შეძლო დიდი ანგარიშით გამარჯვება - "კოლხეთს" ლანჩხუთში 3:0 სძლია
17. 09. ზუგდიდი. მაყურებელი

კოლხეთი-დინამო 0:3

0:1 კვეკვესკირი (58), 0:2 კოშკაძე (62), 0:3 ჯიღაური (76)

ორმაგად ფასეული გამარჯვება

კოლხეთი (5-4-1) დინამო (4-3-3)

ნადირაშვილი ლორია

ცხვიტარია ოდიკაძე

შავგულიძე კაკუბავა

ინწკირველი ჰომოლა

თედიაშვილი თომაშვილი

ლემონჯავა ალვარო

პ. დათუნაიშვილი კვეკვესკირი

ქებაძე კოშკაძე

გოგონაია ლექვთაძე

გვალია იაგუე

ჯანაშია კოტო

მწვრთნელი: ს. ფილია მწვრთნელი: ა გარსია

კოლხეთი

70. ჯანაშია-ციცხვაია

74. გოგონაია-ცხადაია

სათადარიგოები:

დინამო

61. ლექვთაძე-რობერტინიო

73. ალვარო-ჯიღაური

86. იაგუე-ფანცხავა

სათადარიგოები:

გაფრთხილება: გოგონაია (31), პ. დათუნაიშვილი (52)

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

ფოთის სტადიონს რეკონსტრუქცია უკეთდება და გარკვეული პერიოდის განმავლობაში "კოლხეთს" სხვადასხვა არენაზე უწევს საშინაო მატჩების ჩატარება.

შეგახსენებთ, რომ IV ტურის მატჩი ("კოლხეთი"-"დილა") ლანჩხუთში ჩატარდა, ამჯერად კი სოსო ფილიას გუნდმა ჩვენს ყველაზე ტიტულიან გუნდს ზუგდიდში უმასპინძლა.

ამ წყვილში ფავორიტად სტუმრები მიიჩნეოდნენ და საბოლოოდ, დინამოელთა მაღალმა კლასმა და ინდივიდუალურმა ოსტატობამ "თავისი საქმე" გააკეთა - ალექს გარსიას გუნდმა სეზონში პირველად შეძლო დიდი ანგარიშით გამარჯვება. "დინამოს" ესპანელ თავკაცს ძირითად შემადგენლობაში. რამდენიმე იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია: ტრავმის გამო შეხვედრაში ვერ მონაწილეობდნენ ჩისკო და გიორგი რეხვიაშვილი; ამ უკანასკნელის ადგილი დაცვის მარცხენა ფლანგზე მართლაც უნივერსალმა გულვერდ თომაშვილმა დაიკავა, ხოლო ცენტრალური მცველის პოზიციაზე ჩეხი ირჟი ჰომოლა გამოჩნდა.

პირველ ტაიმში "კოლხეთი" თავს ორგანიზებულად იცავდა და სწრაფი კონტრშტევების იმედად იყო; თუმცა, მასპინძლებმა მხოლოდ ერთადერთხელ შექმნეს მეტ-ნაკლებად სახიფათო კონტრიერიშის განხორციელება, მაგრამ გიორგი ლორიამ ჩინებული რეაქცია გამოავლინა. სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა სტუმართა მხარეს კი იყო, მაგრამ "დინამომ" პირველ ტაიმში მხოლოდ ორჯერ შექმნა სახიფათო მომენტი: პირველ ეპიზოდში თომაშვილს შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა, მანამდე კი მიკელ ალვაროს ჩინებული პასის მერე ალექსანდრე კოშკაძე ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ "კოლხეთის" მეკარემ ლადო ნადირაშვილმა საკუთარი გუნდი გადაარჩინა.

მატჩის შემდეგ დინამოელთა უპირატესობა უფრო გამოიკვეთა, სტუმართა ფეხბურთელები თავისუფალ ზონებს იოლად ნახულობდნენ და შედეგმაც არ დაახანა: ამ შეხვედრის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ ალვარომ ზუსტი პასით ნიკა კვეკვესკირი მოძებნა და დინამოელთა ახალგაზრდა ნახევარმცველმაც შორეული დარტყმით ანგარიში გახსნა.

სტუმრებს აღებული ტემპის შენარჩუნება არ გასჭირვებიათ და მალე მეორე გოლიც გაიტანეს: კომბინაცია იაგუემ წამოიწყო, კოტომ გააგრძელა და "დინამოს" კაპიტანს ალექსანდრე კოშკაძეს ზუსტი დარტყმის შესრულება არ გასჭირვებია. მატჩის დამთავრებამდე 14 წუთით ადრე კი ზუგდიდში საყვარელი გუნდის საქომაგოდ ჩასულ "დინამოს" ფანებმა მორიგი გოლით გაიხარეს: კოშკაძის საჯარიმოს მეტოქის საჯარიმოში რობერტინო "გამოეხმაურა", მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა, თუმცა შეცვლაზე შემოსულმა ჯაბა ჯიღაურმა მაინც შეძლო ზუსტი დარტყმის შესრულება.

ერთადერთი, "კოლხეთს" რაც შეეძლო. პრესტიჟის გოლის გატანა იყო, მაგრამ მატჩის მიწურულს მათი იერიში იმით დამთავრდა, რომ ბურთი "დინამოს" კარის ძელს მოხვდა. სტუმართა გუნდისთვის ეს გამარჯვება ორმაგად ფასეული აღმოჩნდა: ექვსი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად "დინამო" ლიდერობს; თანაც, ალექს გარსიას გუნდს ერთი მატჩიც "თადარიგში" აქვს...

მატჩის შემდეგ

ალექს გარსია ("დინამო"): "ჩაკეტილი თამაში იყო. პირველ ტაიმში მომენტები და კარის აღების შანსი არ გვქონია, პირიქით მეტოქემ შექმნა ხიფათი ჩვენ კართან. მეორე ტაიმში თამაში "გაიხსნა" და 3 ქულის მოპოვებაც შევძელით. ჩვენი მთავარი მიზანი 90 წუთის განმავლობაში მოედანზე დომინირებაა, თუმცა ამჯერად გოლები მეორე ტაიმში გავიტანეთ".

სოსო ფილია ("კოლხეთი"): "მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ. "დინამო" კლასითა და ოსტატობით ჩვენზე მაღლა დგას. თანაც, ნეიტრალურ მოედანზე თამაშმა ჩვენი ამოცანა კიდევ უფრო გაართულა. ვცდილობდით საკუთარ ნახევარზე გვეთამაშა და მეტოქისათვის ფლანგები გადაგვეკეტა, რაც პირველ ტაიმში მოვახერხეთ; მეორე ტაიმში კი დინამოელებს ვეღარ ვასწრებდით და სივრცეებიც გაჩნდა, რამაც განაპირობა კიდეც ჩვენი მარცხი".

სატურნირო ცხრილი:

გ თ მ ფ წ ბ ქ

დინამო 5 4 1 0 11 4 13

ბაია 6 4 0 2 10 4 12

ზესტაფონი 5 3 2 0 10 6 11

მეტალურგი 6 3 2 1 6 2 11

გაგრა 6 3 1 2 9 6 10

მერანი 6 2 2 2 6 8 8

ვიტ ჯორჯია 6 2 2 2 6 8 8

ტორპედო 5 2 0 3 4 5 6

კოლხეთი 6 1 2 3 3 8 5

დილა 5 1 1 3 7 9 4

სპარტაკი 6 0 3 3 2 6 3

სიონი 6 0 2 4 3 11 2

ნიკა გვათუა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4
dinamo 5 4 1 0 11 4 13

baia 6 4 0 2 10 4 12

zestafoni 5 3 2 0 10 6 11

metalurgi 6 3 2 1 6 2 11

gagra 6 3 1 2 9 6 10

merani 6 2 2 2 6 8 8

vit jorjia 6 2 2 2 6 8 8

torpedo 5 2 0 3 4 5 6

kolxeTi 6 1 2 3 3 8 5

dila 5 1 1 3 7 9 4

spartaki 6 0 3 3 2 6 3

sioni 6 0 2 4 3 11 2

vini
რა გააწყალეთ საქმე , ფოთის კოლხეტს მოუგო ბარსელონას ხო არა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
ბათუმის "დინამომ" 17 წლის მცველი დაიმატა
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს