ალბენაში დასასრულს უახლოვდება 8-18 წლის მოჭადრაკეთა ევროპის პირველობა, რომელშიც საქართველოს 29 წარმომადგენელი მონაწილეობს
ბულგარულ ალბენაში დასასრულს უახლოვდება 8-18 წლის მოჭადრაკეთა ევროპის პირველობა, რომელშიც საქართველოს 29 წარმომადგენელი მონაწილეობს.

ტურნირზე ერთდღიანი შესვენების შემდეგ შაბათს ორთაბრძოლები განახლდა. გასულ უქმეებს, სამწუხაროდ, ჩვენებურთათვის სანუგეშო არაფერი მოუტანია. ექვსი ტურის შემდეგ რვაწლიანებში თამარ ესაძე უდანაკარგოდ მეწინავეობდა, მაგრამ გუშინ მისი წინსვლა ნირგულ სალიმოვამ შეაჩერა და ახლა ორივე მოჭადრაკეს 6-6 ქულა აქვს. 3 მოჭადრაკე მათ ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩება.

ვიმედოვნებდით, რომ 18-წლიანებში ჩვენები მედლების მოპოვების შანსს მყარად შეინარჩუნებდნენ, არადა, მე-7 ტურში სამივემ დათმო პარტიები, თანაც თეთრი ფიგურებით: ევროპის სამგზის ჩემპიონმა მერი არაბიძემ მარია გევორქიანთან წააგო, მარიამ დანელიამ - ნარმინ კაზიმოვასთან, ზურაბ ჯავახაძემ - მარსელ კანარეკთან.

მარცხის მიუხედავად, 5-ქულიან არაბიძეს ჯერ კიდევ შეუძლია მედლის მოპოვება. ყველაფერი დღევანდელ ორთაბრძოლებზეა დამოკიდებული: ნარმინ კაზიმოვა (5,5)-დიანა ბასიუ (6), მარია გევორქიანი (5,5)-აბდულა ხაიალა (5), ნარმინ ხალაფოვა (5)-მერი არაბიძე (5), კატარზინა ადამოვიჩი (5)-საბინა გულიევა (5), დარია პუსტოვოიტოვა (5)-მარიამ დანელია (4,5).

სხვა ასაკებში, ვფიქრობთ, საპრიზო ადგილებზე გასვლის თეორიული შესაძლებლობა შერჩათ ელენე კოსტავას (10 წ) და ნინო ხომერიკს (14 წ), რომლებმაც გუშინ მეტოქეებს სძლიეს და 7 შესაძლებლიდან 5-5 ქულას მოუყარეს თავი, დანარჩენი 25 ჩვენებური, საეჭვოა, კვარცხლბეკს შესწვდეს, თუნდაც ბოლო ორ ტურში მათ ქულათა მაქსიმუმი მოაგროვონ. ვნახოთ, დღევანდელი ორთაბრძოლების შემდეგ გათამაშების ცხრილს მეტი ნათელი მოეფინება.

მე-7 ტურის შედეგები

8-წლიანები: ნირგულ სალიმოვა-თამარ ესაძე (6), ვიქტორია პეტროვა-ნინო დარჩიაშვილი (2,5); ნიკოლოზ კაჭარავა (4)-ბერკი ტოროღლუ.

10-წლიანები: ელენე კოსტავა (4)-ვენლა ლომისალო, ვენლა ცვიტანი-გვანცა მარგველაშვილი (2,5); ვასილის პაპაკოსტასი-ლუკა ობოლაძე (3,5), იან ხლებეკი-მათე თოდაშვილი (3), იგორ ანიკინი-ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2,5).

12-წლიანები: ოლივია კიოლბასა-ნინო ჯალაღონია (4), ოლგა მილნიკოვა-თეა ჭოლაძე (4), ნატა ჯიბუტი (3,5)-ბუ ვატანსევერი, ნინო დახუნდარიძე (3)-ანდრეა-ბრიანა სტანციუ; მაქსიმ მატიუნინი-ირაკლი ახვლედიანი (2,5), იაროსლავ ვიდრუკი-ლუკა ლიჩელი (2).

14-წლიანები: ოლგა პინკუ-ნინო ხომერიკი (4), არინა კისილიოვა-მარიამ ჭოლაძე (3,5), იესიმ პატელი-ანა თედოშვილი (3), ჰანდენურ საჰინი-მაია მუმლაძე (2); ნოე თუთისანი (3)-დავიდ პარავიანი, ვლადიმირ მინკო-ნიკა ღვამბერია (3).

16-წლიანები: დეა გოგიშვილი (4)-ამალია არანაზი, ანა შამათავა (4)-კორული მონპერტი, ნანი უნაფქოშვილი (3,5)-დანა მატისონე, ლიკა კობეშავიძე (3)-ლიდია ტომნიკოვა; ირაკლი ბერაძე (4,5)-ივან იუდინი, შალვა ნადაშვილი (2)-ნდერიმ სარაჩი.

18-წლიანები: მერი არაბიძე (5)-მარია გევორქიანი, მარიამ დანელია (4,5)-ნარმინ კაზიმოვა, ზურაბ ჯავახაძე (4,5)-მარსელ კანარეკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...