"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა, სერ ალექს ფერგიუსონმა "ჩელსის" ცნობილ მცველ ეშლი კოულს უხეში უწოდა
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა, სერ ალექს ფერგიუსონმა "ჩელსის" ცნობილ მცველ ეშლი კოულს უხეში უწოდა და დასძინა, რომ მან შოკისმომგვრელი რამ გააკეთა - ლაპარაკია კვირას, "ოლდ ტრეფორდზე", "იუნაიტედსა" და "ჩელსის" შორის გამართული შეხვედრის იმ ეპიზოდზე, როდესაც ინგლისის ნაკრების ვეტერანმა მექსიკელ ახალგაზრდას კოჭებში მწარედ მიარტყა.

ცნობისათვის: კოული 30 წლისაა, ერნანდესი კი ოცდასამის. შეგახსენებთ, რომ ფერგიუსონის გუნდი ხუთი ტურის შემდეგ პრემიერლიგის ცხრილს ერთპიროვნულად მოექცა სათავეში, "ჩელსი" კი დამარცხდა და თან, ესპანელ ფორვარდ ფერნანდო ტორესთან დაკავშირებულ, ინგლისური პრესისთვის სასეირო ისტორიაში გაეხვა - ტორესმა მართალია გოლი შეაგდო, რის გამოც სხვა დროს მას-მედია ძალიან შეაქებდა ("ელ ნინიოდ" წოდებულ ესპანელს დიდი ხანია გოლი არ ჰქონდა გატანილი), მაგრამ თამაშის ბოლო პერიოდში ისეთი ვერ გაიტანა, რომ ცინიკოს ინგლისელებს შეგდებული დაავიწყა და ერთობლივ სიცილ-ხითხითზე გადაიყვანა.

ტორესს ის გოლი რომ შეეგდო - რისი გაკეთებაც არშეგდებაზე გაცილებით ადვილი ჩანდა - ანგარიში 3:2-მდე შემცირდებოდა და "ლურჯებს" ძალების მოსაკრებად დროც რჩებოდათ.

ამრიგად, ტორესმა, რომელიც "ლივერპულის" შემადგენლობაში "ოლდ ტრეფორდზე" ყოველთვის მრისხანე ფორვარდად წარმოჩნდებოდა ხოლმე, "ჩელსის" ლურჯი მაისურით 24 შეხვედრაში მხოლოდ მეორედ შეაგდო. შეგახსენებთ, რომ "ელ ნინიო" დასავლეთლონდონელებს იანვარში 50 მილიონი ფუნტი დაუჯდათ.

"მოდი, სიმართლე ვთქვათ: დღეს მსოფლიოს ორმა საუკეთესო თავდამსხმელმა შესანიშნავი შესაძლებლობები გაუშვა ხელიდან. დიახ, ფერნანდომ ვერ გაიტანა, მაგრამ უეინ რუნიმაც ვერ შეაგდო პენალტი" - გამოექომაგა თავის ფეხბურთელს "ჩელსის" პორტუგალიელი თავკაცი ანდრე ვილაშ-ბოაში.

თუმცა, კოულის უხეშობისა და ფერგიუსონის გაბრაზების ამბავს დავუბრუნდეთ.

"კოული, ხანდახან, არც მეტი არც ნაკლები, უხეშია. მან ერნანდესის წინააღმდეგ საშინლად იუხეშა. მესმის, რომ ის თავდადებული ფეხბურთელია, მაგრამ თავდადება ზღვარს არ უნდა გადასცილდეს. ეს ეპიზოდი სწორედ ზღვარგადასული თავდადების მაგალითი იყო" - თქვა სერ ალექსმა.

რამდენად მძიმედ დაშავდა ჩიჩარიტო, ამ დღეებში გამოჩნდება, თუმცა იმ მომენტში მექსიკელი მოედანზე დაენარცხა, ექიმებმა კი პირველი შთაბეჭდილება თქვეს - შესაძლოა ერნანდესი "იუნაიტედს" ორი კვირითაც კი გამოაკლდესო. საინტერესოა, რომ კოულმა ერნანდესი საჯარიმოში წააქცია, რამაც ფერგიუსონის გაკვირვება გამოიწვია:

"მსაჯმა კოულს ყვითელი ბარათი აჩვენა, რამაც დამაბნია. მაშინ, პენალტი რატომ არ დანიშნა? როდესაც შევხვდები აუცილებლად უნდა ვკითხო. რა სჭირს ჩიჩარიტოს, ამ დღეებში უფრო კარგად გამოჩნდება. დღეს ფეხი დაბუჟებული აქვს. ვშიშობ, რომ ტრავმამ მას შეიძლება რამდენიმე კვირა გამოატოვებინოს".

შეხვედრის მსაჯი ფილ დოდი გახლდათ, რომელმაც პენალტი იმიტომ არ დანიშნა, რომ ბურთი თამაშიდან უკვე გასული იყო. კოულმა ჩიჩარიტოს წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, "გვიან იუხეშა". საინტერესოა, რომ ამ ეპიზოდისთვის თავისი ფეხბურთელი ვილაშ-ბოაშმაც გააკრიტიკა, თუმცა მან მოვლენებს სულ სხვა კუთხით შეხედა.

ახალგაზრდა პორტუგალიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ ამ "საწითლე უხეშობამდე" წამებით ადრე მსაჯს და თანამსაჯს სწორი გადაწყვეტილებები რომ მიეღოთ, კოული ორთაბრძოლაში საერთოდ არ შევიდოდა. ვილაშ-ბოაშმა ისიც დასძინა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი ორი გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"