"ლივერპულის" თავკაცმა, კენი დალგლიშმა თავი ვეღარ შეიკავა და ფეხბურთელებს თავს მეხი დაატეხა
"ლივერპულის" თავკაცმა, კენი დალგლიშმა თავი ვეღარ შეიკავა და ლონდონში, "უაით ჰართ ლეინზე", "ტოტენჰემ ჰოთსპურთან" 4:0 დამარცხების შემდეგ თავის ფეხბურთელებს თავს მეხი დაატეხა: თქვენ კლუბს უღალატეთო.

ტურის მიმოხილვაში მოგახსენეთ, რომ "წითლებმა" თამაში ცხრა კაცით დაასრულეს - მსაჯმა მოედნიდან ჩარლი ადამი და მარტინ შკრტელი გააძევა. ორივე ფეხბურთელის გაძევების მიზეზი ორ-ორი ყვითელი ბარათი გახლდათ.

მერსისაიდელთა ლეგენდარულმა ბოსმა, რომელსაც "ენფილდ როუდზე" ბრიტანული სულისკვეთების მქონე გუნდის შექმნა განუზრახავს თქვა:

"ბიჭებს ყურების აწევა მოუწევთ. "ლივერპული" ის კლუბია, რომელიც თავისი ფეხბურთელებისგან 0:4 დამარცხებას არ ელის. ვიცი, ფეხბურთელებს ეამაყებათ "ლივერპულის" წევრები რომ არიან, მაგრამ "ტოტენჰემთან" შეხვედრაში გოლის დასაწყისშივე გაშვებამ ისინი ერთიანად დააბნია და გაანადგურა".

საინტერესოა, რომ დალგლიში, რამდენიმე დღის წინ, ინგლისელ მსაჯთა წინამძღოლ მაიკ რაილის შეხვდა და მერსისაიდელთა სადისციპლინო პრობლემებზე ელაპარაკა - მსაჯები "წითლებს" ძალიან ხშირად სჯიან ყვითელი ბარათით, თუმცა, როგორც ჩანს ამ შეხვედრამ შედეგი ვერ გამოიღო, რაც "უაით ჰართ ლეინზე" ადამისა და შკრტელის ხსენებული გაძევებებით დასტურდება.

მსაჯ მაიკ ჯონსის მიერ ნაჩვენები წითელ-ყვითლები იმას ნიშნავს, რომ დღეს "ლივერპულს" ყველაზე მეტი საჯარიმო ქულა აქვს. თუმცა, დალგლიში ამბობს, რომ მის გუნდს არბიტრებთან რაიმე სპეციფიური პრობლემა არ აქვს:

"ამ თემას, თქვენი ნებართვით, გვერდს ავუვლი, რადგან მას ვერც ცუდი ფიზიკური მომზადებით ვხსნი და ვერც სხვა რაიმე ფაქტორით. დაე, ყველაფერი ისე იყოს როგორც არის. შესაძლოა ვინმემ თქვას, რომ "ლივერპულს" უდისციპლინო ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ ჩვენ დისციპლინის თვალსაზრისით შესანიშნავი მაჩვენებელი გვაქვს. ერთ შემთხვევასაც ვერ გაიხსენებთ ჩვენი ფეხბურთელი მსაჯს რომ გამოდევნებოდა და კამათი აეტეხა.

ერთი სიტყვით, დაკვირვებით ვნახავთ ვიდეოს და თუ შევამჩნევთ, რომ ისეთ შეცდომებს ვუშვებთ რომელთაც შედეგად გაფრთხილებები და გაძევებები მოსდევს, გამოვასწორებთ. ასეთი პრობლემების არ მეშინია, ეს ყველაფერი წარმავალია. ჩემთვის მთავარია სტივენ ჯერარდი გამოჯანმრთელდეს დროულად".

ჩრდილოეთ ლონდონში ლივერპულელთა რბევა 25 წლის ხორვატმა ვარსკვლავმა, ლუკა მოდრიჩმა შესანიშნავი დარტყმით დაიწყო, რასაც ჯერმაინ დეფოსა და ემანუელ ადებაიორის გოლები მოჰყვა. ადებაიორმა ორი გოლი გაიტანა. ცნობისათვის: ტოგოელი "უაით ჰართ ლეინზე" პირველად თამაშობდა.

"დეზების" თავკაცმა, ჰარი რედნაპმა ადამი სკოტ პარკერის წინააღმდეგ უხეშობის გამო არ გააკრიტიკა, შკრტელზე კი თქვა, გარეთ ბეილს ასე უხეშად რომ მოეპყრო, ღირსეულადაც დაისაჯაო.

"შკრტელის მიმართ სიმპატიით არ ვარ განწყობილი. მას გარეთთან ბრძოლა უჭირს და უხეშობს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა