საკუთარ მოედანზე, მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" განცდილი მარცხით "ჰამბურგის" ხელმძღვანელების მოთმინების ფიალა აივსო
საკუთარ მოედანზე, მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" განცდილი მარცხით "ჰამბურგის" ხელმძღვანელების მოთმინების ფიალა აივსო: გუშინ ჩრდილოგერმანულმა კლუბმა 6 თვის წინ დანიშნული მთავარი მწვრთნელი მიხაელ იონინგი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

"ბოლო ორი დღის განმავლობაში მიხაელთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით და საბოლოოდ ერთად მივედით იმ დასკვნამდე, რომ ასეთი ნაბიჯი უნდა გადაგვედგა," - ეს HSV-ს სპორტული დირექტორის, ფრანკ არნესენის სიტყვებია.

ექვსი ტურის შემდეგ ბუნდესლიგის უკანასკნელი დინო (გუნდი ელიტიდან არასდროს გავარდნილა - 48 წელი) ერთადერთი ქულით ბოლო ადგილზეა.

ახლა საინტერესო ის არის, ვინ შეცვლის იონინგს. არნესენი ამბობს, ახალი სპეციალისტის ძებნა უკვე დავიწყეთ და სანამ ვიპოვნით, გუნდს დროებით მოყვარულების დამრიგებელი, "ჰამბურგის" ყოფილი ფეხბურთელი როდოლფო ესტებან კარდოსო გაწვრთნისო.

შაბათის შემდეგ არნესენი ხშირად იმეორებდა, იონინგის გათავისუფლებას არ ვაპირებთ, ის მომდევნო ტურშიც "ჰამბურგის" მწვრთნელი იქნებაო, მაგრამ კვირას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ედგარ იარხოვმა თქვა, ამაზე ქვემოთ დაშვება უკვე წარმოუდგენელიაო, რამაც ყველას აფიქრებინა, რომ იონინგი პოსტზე დიდხანს ვეღარ გაძლებდა.

პარასკევს ჰამბურგელები "შტუტგარტს" ხვდებიან და საქმეს ჯერჯერობით ისეთი პირი უჩანს, რომ ამ შეხვედრაში ჩრდილოგერმანული კლუბის თავკაცი კარდოსო იქნება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა