ცნობილი ბრაზილიელიი ჟურნალისტის ლივიო ორიკიოს ინფორმაციით ბრიტანელის პილოტის გადაბირებით "ფერარია" დაინტერესებული
საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა გერმანულმა გამოცემა SID-მა. კომპანია Promit-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ ფორმულა 1-ის გერმანელი გულშემატკივრების 47,2 პროცენტი მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს მიხაელ შუმახერს "მერსედესთან" 2012 წლის შემდეგ კონტრაქტის გაფორმებას არ ურჩევს. მათი აზრით, მიხაელმა, რაც შეიძლება მალე უნდა დაასრულოს კარიერა "სამეფო რბოლებში".

გამოკითხულთა 32.2 პროცენტს მიაჩნია, რომ შუმი 2013 წელსაც უნდა დარჩეს ფორმულა 1-ში, ხოლო 8.5 პროცენტის აზრით მიხაელი DTM-ის სერიაში უნდა შეუერთდეს თავის უმცროს ძმას - რალფ შუმახერს.

ცნობილი ბრაზილიელი ჟურნალისტი ლივიო ორიკიო მიიჩნევს, რომ ჯენსონ ბატონსა და "მაკლარენს" შორის ახალ კონტრაქტზე შეთანხება დღემდე იმის გამო არ მოხდა, რომ ბრიტანელის პილოტის გადაბირებით "ფერარია" დაინტერესებული. 2012 წლისთვის "სკუდერიას" კონტრაქტი აქვს გაფორმებული ფელიპე მასასთან და მომდევნო წლის განმავლობაში იტალიური საჯინიბო გადაწყვეტს - ღირს თუ არა მომავალშიც ბრაზილიელ პილოტთან ხელშეკრულების გაფორმება.

"პასუხი მარტივია. ბატონი დაინტერესებულია "ფერარით" და პირიქით, "ფერარი" - ბატონით. ჯენსონს "სკუდერიასთვის" საჭირო თვისებები გააჩნია. ის სწრაფია, მუდმივად ახდენს სისწრაფის დემონსტრირებას და თან შეუძლია შეეწყოს გუნდის ლიდერ ფერნანდო ალონსოს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მას მხარს უჭერს თავად ფერნანდო", - დაწერა ორიკიომ ბრაზილიურ პრესაში.

გერმანული გამოცემა "ბილდის" ინფორმაციით, ჩემპიონატის ლიდერ "რედ ბულს" საიდუმლო გეგმა აქვს - როგორ უნდა იზეიმოს სინგაპურის გრანპრის შემდეგ სებასტიან ფეტელის რიგით მეორე ჩემპიონობა. არადა, თავად საჯინიბოს ხელმძღვანელობა და გერმანელი პილოტი აცხადებენ, რომ არ გეგმავენ არანაირ ზეიმს ვადაზე ადრე გაჩემპიონების შემთხვევაში.

შეგახსენებთ, რომ ფეტელს აქვს შანსი სინგაპურში ნაადრევად მოიპოვოს ზედიზედ მეორე ტიტული. როგორც "ბილდი" წერს, "რედ ბულმა" გუნდის თითოეული წევრისთვის მოამზადა 80 კეპი წარწერით - "2001 წლის ჩემპიონი".

ფორმულა 1-ის გენერალური პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარს სერიოზული ცვლილებები შეეხება. ასე მაგალითად, საკუთარი ეტაპები შეიძლება მიიღონ საბერძნეთმა, სამხრეთ აფრიკამ და მექსიკამ.

"ამჟამად სამხრეთ აფრიკასა და მექსიკაში მივემგზავრები, - ამბობს ექლსტოუნი. - ორივე ქვეყანა ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ ფორმულა 1-ის კალენდარში მოხვდეს. საბერძნეთსაც სერიოზული მიზნები აქვს. მათ გერმანია ასესხებს ფულს რბოლის ჩასატარებლად".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა