ნადალი უკმაყოფილოა, რომ წამყვან ჩოგბურთელებს ამერიკის ღია პირველობის დასრულებისთანავე თავიანთი ნაკრებების რიგებში უწევთ თამაში
მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა უკმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ წამყვან ჩოგბურთელებს ამერიკის ღია პირველობის დასრულებისთანავე უწევთ თავიანთი ნაკრებების რიგებში დევისის თასზე გამოსვლა.

შეგახსენებთ, რომ გადადებული ფინალის გამო ამერიკის ღია პირველობა 12 სექტემბერს დასრულდა, ოთხი დღის შემდეგ კი სტარტი აიღო დევისის თასის ნახევარფინალმა და მსოფლიოს ჯგუფში გადასასვლელი პლეი ოფის ეტაპმა.

"ეს მიუღებელი სიტუაციაა - "დიდი სლემის" ტურნირი და დევისის თასი ასე ახლოს არიან კალენდარში. არ გვინდა, რომ მოთამაშეებმა გაფიცვა მოვაწყოთ, მაგრამ აუცილებელია რაღაც მოხდეს. ვფიქრობ, გადამჭრელი ნაბიჯები რაღაცის შეცვლის ერთადერთია საშუალებაა. თუ მომავალშიც ასე გაგრძელდა, წამყვანი ჩოგბურთელები შეწყვეტენ დევისის თასზე თამაშს", - მოჰყავს ნადალის სიტყვები BBC-ის.

ნადალს მეორე დღესვე უპასუხა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ფრანჩესკო რიჩიმ. მისი სიტყვებით, ესპანელი ჩოგბურთელის არგუმენტები საფუძველს მოკლებულია.

"სავსებით ლოგიკურია, რომ ნადალი სეზონის ამ ეტაპზე გადაღლილია, რადგან დაახლოებით 70 მატჩი ითამაშა, მაგრამ ამაში დევისის თასი არ არის დამნაშავე. ბოლო ორი წლის განმავლობაში მან ამ ტურნირზე მხოლოდ სამჯერ ითამაშა", - ამბობს ITF-ის ხელმძღვანელი.

"ნადალი ამბობს, რომ ჩვენ არ ვითვალისწინებთ მოთამაშეთა აზრს, მაგრამ მან უნდა იცოდეს, რომ დევისის თასის მატჩების ჩატარების თარიღი საერთაშორისო ფედერაციის ნებასურვილის გაუთვალისწინებლად მოხდა, - დაამატა რიჩიმ. - ჩვენ დღემდე მიგვაჩნია, რომ დევისის თასის მატჩების სექტემბერში ჩატარება - არასწორია"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა