გთავაზობთ ამ კვირის საჩოგბურთო პროგრამას, რომელიც მამაკაცებისა და ქალების ორ-ორ ტურნირს მოიცავს
გთავაზობთ ამ კვირის საჩოგბურთო პროგრამას, რომელიც მამაკაცებისა და ქალების ორ-ორ ტურნირს მოიცავს.

ATP

Open de Moselle

მეცი (საფრანგეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 450 000 ევრო

მონაწილეები: ჟო-ვილფრიდ ცონგა, რიშარ გასკე, ალექსანდრ დოლგოპოლოვი, ივან ლუბიჩიჩი, მიკაელ ლოდრა...

მეცის ტურნირი 2003 წლიდან ტარდება. შარშან აქ მთავარი პრიზი ჟილ სიმონმა და მიშა ზვერევმა გაითამაშეს. ფრანგმა მოიგო, მაგრამ წელს მან უარი განაცხადა ტიტულის დაცვაზე. ამ ტურნირზე გამარჯვება აქვს მოპოვებული მსოფლიოს პირველ ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს, თუმცა ეს შორეულ 2006 წელს მოხდა.

მეცში საშუალება მოგვეცემა დავაკვირდეთ ფრანგული ჩოგბურთის ლიდერებს - ჟო-ვილფრიდ ცონგასა და რიშარ გასკეს. ინტერესს იწვევს ცონგას ფორმა, რომელსაც ამერიკის ღია პირველობაზე პრობლემები შეუქმნა ძველმა ტრავმებმა, რის გამოც ფრანგი ამ დღეებში დევისის თასზე რაფა ნადალთან განადგურდა.

Open Romania

ბუქარესტი (რუმინეთი). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 422 950 ევრო

მონაწილეები: ხუან იგნასიო ჩელა, ფლორიან მაიერი, მარსელ გრანოლერსი, პაბლო ანდუხარი, ტომი რობრედო...

ტურნირი 1993 წლიდან ტარდება. შარშანდელი გამარჯვებულია ხუან იგნასიო ჩელა, რომელმაც ამჯერად ორგანიზატორებისგან განთესვის პირველი ნომერი მიიღო, რაც არგენტინელის ფავორიტის სტატუსს ადასტურებს.

პოტენციურად ბუქარესტის ტურნირზე კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას შეიძლება მიაღწიოს ფლორიან მაიერმა, რომელიც ხშირად გადის ATP-ის ტურნირების ნახევარფინალში და იშვიათად - ფინალში. წლევანდელი სეზონი გერმანელისთვის შეიძლება წარმატებულად ჩავთვალოთ - მეოთხედფინალი ბრისბენში, ნახევარფინალი სიდნეიში, ზაგრებში და ფინალი BMW Open-ზე. შესაძლოა, სწორედ რუმინეთის დედაქალაქში გაარღვიოს მაიერმა ეს მოჯადოებული წრე და კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვოს.

ბუქარესტში თამაშობს შარშანდელი ფინალისტი პაბლო ანდუხარი. ესპანელი ბადის ზედა ნაწილში მოხვდა, სადაც თამაშობს შარშანდელ ფინალში მისი მძლეველი ჩელა. თუ პაბლო ნახევარფინალამდე მიაღწევს, იქ შეეძლება არგენტინელისთვის რევანშის აღება.

WTA

Korea Open

სეული (ს. კორეა). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

მონაწილეები: ფრანჩესკა სკიავონე, მარიონ ბარტოლი, იულია გორჯესი, დომინიკა ციბულკოვა, პოლონა ჰერცოგი...

ამ ტურნირზე, რომელიც 2004 წლიდან ტარდება, ისეთ ცნობილ ჩოგბურთელებს გაუმარჯვიათ, როგორებიც არიან მარია შარაპოვა, ელენა დანილიდუ, ვენუს უილიამსი... შარშან აქ ტიტული რუსმა ალისა კლეიბანოვამ მოიგო, რომელიც ამჟამად მძიმე ავადმყოფობას ებრძვის.

წელსაც, ისევე როგორც ყოველთვის, შემადგენლობა საკმაოდ ძლიერია. ტურნირის ოთხი ფავორიტი WTA-ის რეიტინგის პირველ ოცეულში შედის. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს პირველ ნომრად განთესილი იტალიელი ფრანჩესკა სკიავონე.

წელს ეს ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია მეოთხედფინალში გავიდა, თავის საყვარელ როლან გაროსზე კი ფინალში ითამაშა, მაგრამ იქ ჩინელ ნა ლისთან წააგო და წინა წელს მოპოვებული ტიტული დათმო.

ძალიან დაძაბული სეზონი გამოუვიდა მარიონ ბარტოლის, რომელმაც ისეთი ჩოგბურთელების დამარცხება მოასწრო, როგორებიც არიან სერენა უილიამსი, სვეტლანა კუზნეცოვა და კიმ კლაისტერსი. უკვე ამ კვირას გავიგებთ რა ფორმაში შეხვდა ფრანგი სეულის ტურნირს.

Women's Open

გუანგჯოუ (ჩინეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

მონაწილეები: მარია კირილენკო, იარმილა გაიდოშოვა, ქსენია პერვაკი, პეტრა მარტიჩი, მაგდალენა რიბარიკოვა...

სეულის ტურნირის მსგავსად, გუანგჯოუც 2004 წლიდან მასპინძლობს ქალ ჩოგბურთელებს. პირველი ჩემპიონი ნა ლი გახდა, რომელიც ახლა მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანია. შარშანდელი ჩემპიონი კი იარმილა გაიდოშოვაა - ავსტრალიელმა მაშინ კარიერაში პირველი ტიტული მოიგო და ამის წყალობით რეიტინგის ტოპ-50-ში შევიდა.

მთავარ ფავორიტებს შორის გაიდოშოვა უნდა მოვიხსენიოთ, აგრეთვე ორი რუსი - მარია კირილენკო და ქსენია პერვაკი. კირილენკო წელს უფრო ხშირად წყვილებში გამოდიოდა წარმატებით, მაგრამ მისი ჩამოწერა არ შეიძლება. გაიდოშოვას უფრო წარმატებული სეზონი ჰქონდა: ბრისნების ტურნირზე მეოთხედფინალი, გამარჯვება Moorilla Hobart-ზე, ნახევარფინალი მალაიზიაში...

ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ პერვაკს, რომელმაც გასულ კვირას ტაშკენტში პირველი ტიტული მოიგო კარიერაში - ფინალში ევა ბირნეროვა გაანადგურა - 6:3, 6:1. თუ რუსს დაღლილობა არ შეეტყო, ის ზემოთ ჩამოთვლილ ფავორიტებს სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა