საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს მასტერტონში გულთბილი დახვედრა მოუწყვეს
მსოფლიოს თასის გათამაშების ჯგუფურმა ტურნირმა ეკვატორი გადალახა. საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ახალ ზელანდიაში B ჯგუფში ასპარეზობს ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული თამაში აჩვენა. ორივეში მარცხის მიუხედავად, ეს მატჩები "ბორჯღალოსნებს" აქტივში უნდა ჩავუწეროთ.

ჩვენმა გუნდმა, პირველ შეხვედრაში შოტლანდიასთან დაცვაში თმაშში თუ გამოიჩინა თავი, მეორეში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, ინგლისის ნაკრებს თამამად შეუტია და ანაგარიშის გარდა, ყველა სტატისტიკურ მონაცემში უპირატესობას მიაღწია. "ბორჯღალოსნებმა" აჩვენეს, რომ თანამედროვე რაგბის თამაში შეუძლიათ. ახლა ეს ორი კომპონენტი, დაცვა და შეტევაა გასაერთიანებელი, რაც საშუალებას მოგვცემს ბობოლა გუნდებს გავუმკლავდეთ.

სხვა თემაა ჩვენი ნაკრების ცალკეული მოთამაშეები, მათი ოსტატობის დონე. ამჯერად ინგლისის ნაკრებთან მატჩის საუკეთესო მოთამაშეზე მამუკა გორგოძეზე შევჩერდებით. "გულივერა", "გორგოძილა", რაც გინდათ დაარქვით, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს ეროვნულ ნაკრებში ნამდვილად მსოფლიოს დონის მესამეხაზელი თამაშობს.

თავად შევესწარი ოტაგოს მხარის რაგბის კავშირის პრეზიდენტი გორგოძეს ხოტბას როგორ ასხამდა და დანიდინში დარჩენას სთავაზობდა. შეგახსენებთ, რომ ამ რეგიონს ზე რაგბის გათამაშებაში დანიდინის "ჰაილენდერზი" წარმოადგენს. ძნელი სათქმელია, როგორ გაგრძელდება ოტაგოელი რაგბის მამის დაინტერესება, მაგრამ ფაქტია, გორგოძემ ბევრი აალაპარაკა და დააინტერესა კიდეც.

მატჩის შემდეგ დანიდინელები კარგ თამაშს გვილოცავდნენ, ვინ თუ არა მათ ძალიან კარგად იციან "პომების" ძალა და "ბორჯღალოსნების" ასეთი თამაში მათთვის მოულოდნელიც იყო.

მოკლედ, დანიდინი, ისევე როგორც ინვერქარგილი, ახლა მხოლოდ წრსულია, რომელმაც წესით, კარგი მომავალი უნდა მოგვიტანოს. სწორედ ამ იმედით დავტოვეთ ეს ოკეანისპირა ქალაქი და ველინგთონის გავლით მასტერტონში, ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულის სამხრეთში გავემგზავრეთ.

ველინგტონში მგზავრობამ თვითმფრინავით მოგვიწია. ამ მშვენიერი ქალაქის აეროპორტში კი, მასპინძლებმა საკმაოდ სასიამოვნო სიურპრიზი დაგვახვედრეს. რამდენიმე ათეული ყმაწვილი მორაგბის ტრადიციულ რიტუალ ჰაკას მოჰყვა ადგილობრივი მოყვარული მომღერლების მიერ შესრულებული სამი ქართული სიმღერა. ახალზელანდიელებმა შესანიშნავად იმღერეს "მუმლი მუხასაო", "წყალს ნაფოტი ჩამოჰქონდა" და "მრავალჟამიერი".

ველინგტონიდან ვაირარაპას რეგიონის ქალაქ მასტერტონამდე ავტობუსით ორი საათი ვიმგზავრეთ და ყველა დასახლებულ პუნქტში, სადაც კი გავლამ მოგვიწია, ყველგან ბავშვები და ადგილობრივი მოსახლეობა გზის პირას გველოდა და ქართული დროშების ფრიალითა და ოვაციებით გვაცილებდა.

ერთ-ერთ სოფელში, "ბორჯღალოსნებმა" ინვალიდის ეტლით მათ შესხავედრად გამოსული ბავშვი შენიშნეს, მძღოლს ავტობუსი გააჩერებინეს. პატარა ქომაგს სათითაოდ მიესალმნენ, მასთან ერთად ფოტოები გადაიღეს და ნაკრების კვართიც აჩუქეს.

მასტერტონში ჩასულებს კი იქაურებმა დახვედრა, "პოფირი" მაორების სალოცავ "ტე ორე ორე მარაეში" მოგვიწყვეს. ღონისძიება საკმაოდ დატვირთული და კარგად ორგანიზებული გამოდგა. ჩვენი მასპინძელი ორი ადგილობრივი ტომი (ივი), რანგითანე და კაჰუნგუნუ იყვნენ.

საქართველოს ნაკრების მორაგბეებს მარაეს შესასვლელთან გზაზე ერთ-ერთი მასპინძელი მაორი დახვდა. ფუთათურას (ნიჟარის საყვირის) ხმაზე სტუმრებისკენ სამი მაორი დაიძრა, რომლებიც უცნაური ხრიალითა და მოძრაობებით საკმაოდ აგრესიულად გამოიყურებოდნენ. მერე ერთ-ერთმა მათგანმა მიწაზე რაუ ანუ გვიმრის ფოთოლი დადო. ჩვენი ნაკრების კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ რაუ აიღო და გუნდი მარაესკენ დაიძრა.

მარაეს ეზოში ადგილობრივი სკოლების, რაგბის კლუბების და ორივე ტომის ახალგაზრდები დაგვხვდნენ, რომლებმაც ჰაკა შეასრულეს. მერე სტუმარ-მასპინძელი მარაეს წინ ერთმანეთის პირისპირ დადგნენ, მაორების ერთ-ერთი წარმომადგენელი, სავარაუდოდ ყველაზე საპატივცემულო პიროვნება, მაორულად დაახლოებით ათი წუთი გვესალმებოდა. "ჰარე მაირაა, ჰარე მაირაა", (კეთილი იყოს თქვენი მობრძანება) ხშირად იმეორებდა ის. Aმის მერე მასპინძლებმა სიმღერა მოგვიძღვნეს, რაზეც სტუმრებმა, წესის მიხედვით, ასევე სიმღერით უნდა უპასუხონ.

"ბორჯღალოსნებმა" ქართული ხმების მომღერალ გივი ჭიჭინაძესთან ერთად მაორებს "ზესტაფონო გშორდები" და "იმერული მრავალჟამიერი" უმღერეს, რამაც მასპინძლების აღფრთოვანება გამოიწვია.

სანამ მორაგბეებს ფართიზე მიიწვევდნენ, კიდევ ერთი რიტუალის ჰონგის ანუ ცხვირებით მისალმებამ მოუწიათ. ამ პროცედურას ბიჭებმა ხუმრობით ცხვირხახუნა შეარქვეს. ფართი, სადაც მრავლად იყო წარმოდგენილი ადგილობრივი სამზარეულოს კერძები, გივი ჭიჭინაძის ბენეფისად გადაიქცა. მან იტალიური ოპერებიდან ორი არია შეასრულა, რომლის შემდეგაც მარაეს მიმდებარე შენობის კედლები, სადაც თავყრილობა გაიმართა, ადგილობრივთა აპლოდისმენტებით ლამის დაინგრა.

მაორები გულუხვად გაგვიმასპინძლდნენ, ალბათ საიტერესოა ფართის მენიუ, აი ისიც:

ხორცეული: ძროხის ხორცის კატლეტი, სოსისი და ლორი ცომში, ქათმის ფრთები (სოიოსა და თაფლის სოუსში), ქათმის ბარკლები, ლორი.

ცომეული: სოსისი ცომში, ხორციანი ღვეზელი, ბეკონისა და ხორცის ღვეზელი.

ზღვის პროდუქტები: პაუას (აბალონე) კატლეტი, ხამანწკები, ლობსტერი, ლობსტერი მორნე, უმი თევზი, კინა.

პურეული: პური "პაპა", შემწვარი პური, მაორული პური (რევანა), ფუნთუშები, ფუნთუშები ყველით.

ტკბილელული: ნამცხვარი, ორცხობილა.

ხილი: ვაშლი, ფორთოხალი, ბანანა, კივი, ნესვი, ყურძენი.

საწებლები: ტომატის, ტკბილ-მჟავე, ბარბექიუ, პიმპილის.

სასმელები: ჩაი, ყავა, ფორთოხლის წვენი, წყალი, კაკაო, გაზიანი სასმელები.

მასტერტონში კიდევ რამდენიმე საინტერესო ღონსიძიებაა დაგეგმილი. 22 სექტემბერს ქალაქის მთავარი ქუჩა "ქუინზ სტრიტი" გადაიკეტება და საქართველოს ნაკრების საპატივცემულოდ აღლუმი გაიმართება. 24 სექტემბერს კი "ქუინ ელიზაბეტ პარკში" დიდი ფართი ანუ ბარბექიუ გაიმართება, სადაც მაორულად კერძების დამზადების წესს გაგვაცნობენ.

მსოფლიოს თასი

28 სექტემბერი

საქართველო-რუმინეთი

2 ოქტომბერი

საქართველო-არგენტინა

B ჯგუფი

სატურნირო მდგოამრეობა

1. ინგლისი - 9 ქულა, 2. შოტლანდია - 9, 3. არგენტინა - 6, 4. საქართველო - 0, 5. რუმინეთი - 0.

დღეს

იტალია-რუსეთი 11:30

ბესიკ ჯანგავაძე ახალი ზელანდიიდან

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს