ბულგარულ ალბენაში 8-18 წლის მოჭადრაკეთა ევროპის პირველობაზე მედლის მოპოვების რეალური შანსი მხოლოდ ორ ქართველს შერჩა
ბულგარულ ალბენაში დღეს დამთავრდება 8-18 წლის მოჭადრაკეთა ევროპის პირველობა. შეჯიბრებაში საქართველოს 29 წარმომადგენელი ჩაება, ბოლო ტურის წინ კი მხოლოდ ორ მათგანს შერჩა მედლის მოპოვების რეალური შანსი.

8-წლიან გოგონებში ექვსი ტური უდანაკარგოდ განვლო თამარ ესაძემ. მეშვიდეში იგი მასპინძელ ნურგიულ სალიმოვასთან დამარცხდა. ბულგარელი ჩვენებურს ქულებით გაუთანაბრდა. გუშინ ორივე ლიდერმა წარმატებით ითამაშა. უახლოესი სამი მდევარი მათ ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩება. დღეს ესაძე დარია ჩეკლეცოვას (5,5) დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში (თუ სალიმოვა წაიფორხილებს), შესაძლოა, ოქროს გამოჰკრას ხელი.

სხვადასხვა ასაკში სამგზის ევროპის ჩემპიონ მერი არაბიძეს 18-წლიანებში ბრინჯაოს მოსაპოვებლად ყაიმიც ხელს აძლევს, უკეთეს შემთხვევაში, არ არი გამორიცხული, ვერცხლიც ერგოს, აი, ოქრო კი მოლდოველი ბასიუს ან სომეხი მარია გევორქიანის კუთვნილება გახდება. კიდევ ორი ქართველი მოჭადრაკის შანსზე მხოლოდ თეორიული მსჯელობა შეიძლება, ამიტომ თავს არ შეგაწყენთ. ღმერთმა ქნას, ორთაბრძოლები ჩვენდა სასიკეთოდ დასრულდეს.

მე-8 ტურის შედეგები

8-წლიანები: თამარ ესაძე (6)-დარია ჩეკლეცოვა 1:0, ნინო დარჩიაშვილი (2,5)-დომინიკა ტომჩიკოვა 0.5:0.5; კალოიან პოპვასილევი-ნიკოლოზ კაჭარავა (5) 0:1.

10-წლიანები: ხანიმ ბალაჯაიევა-ელენე კოსტავა (5) 0.5:0.5, გვანცა მარგველაშვილი (3,5)-ალინა ჟურაველი 0:1; ლუკა ობოლაძე (4,5)-დავიდ ცვეტანოვი 1:0, ნიკოლოზ პეტრიაშვილი (3)-ლოვე ივიჩი 0.5:0.5, ფელიქს ბლოჩბერგერი-მათე თოდაშვილი (3) 0:1.

12-წლიანები: ანასტასია პროტოპოპოვა-ნათია ჯიბუტი (4,5) 1:0, ანასტასია ავრამიდუ-თეა ჭოლაძე (4) 1:0, ემილია კანიევსკა-ნინო დახუნდარიძე (4) 1:0, ანასტასია პონომარჩუკი-ნინო ჯალაღონია (4) 1:0; ირაკლი ახვლედიანი (3)-იულიუს ჰამი 1:0, ლუკა ლიჩელი (3)-რაფაელ ლაგუნოვი 0:1.

14-წლიანები: ნინო ხომერიკი (5)-ფატიმა შახმურზოვა 1:0, მარიამ ჭოლაძე (4)-თეია ვიდიჩი 0:1, ანა თედოშვილი (3,5)-ლაურა გუჩი 0:1, რინა ვიენმანი-მაია მუმლაძე (2) 0.5:0.5; ნიკა ღვამბერია (4)-თომას ბეერსენი 0.5:0.5, იან-კრისტიან შროედერი-ნოე თუთისანი (3,5) 1:0.

16-წლიანები: მარია კერატო-ანა შამათავა (4,5) 0:1, ელენი ფრაგკოუ-ნანი უნაფქოშვილი (4,5) 1:0, ლიკა კობეშავიძე (4)-ირინა ბარაევა 0.5:0.5, დეა გოგიშვილი (4)-საბინა იბრაჰიმოვა 1:0; გლებ აპრიშკო-ირაკლი ბერაძე (4,5) 0:1, იანი აჰვენიარვი-შალვა ნადირაშვილი (3) 0:1.

18-წლიანები: ნარმინ ხალაფოვა-მერი არაბიძე (5) 0:1, დარია პუსტოვოიტოვა-მარიამ დანელია (4,5) 0.5:0.5, იდო ბენი-ზურაბ ჯავახაძე (4,5) 0:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"