ჩვენებური კვებეკ სიტიში სენსაციურად პირველივე წრეში გამოვარდა, სადაც ერთეულთა თანრიგში მე-8 ნომრად იყო განთესილი

ბოლოს ქართველმა ჩოგბურთელმა 1995 წელს მოიგო WTA-ს ტურნირი, ეს ლეილა მესხმა შეძლო. მას მერე ჩვენებური ასე ახლოს ტიტულთან არასოდეს ყოფილა, როგორც კვირას 21 წლის ანა ტატიშვილი იყო.

ჩვენებური კვებეკ სიტიში (კანადა, 220 ათასი დოლარი) ასპარეზობდა, სადაც ერთეულთა თანრიგში მე-8 ნომრად იყო განთესილი, მაგრამ სენსაციურად გამოვარდა პირველივე წრეში. სამაგიეროდ, ანამ, ამერიკელ ჯეიმი ჰემპტონთან დუეტში, წყვილებში შესანიშნავად იასპარეზა - ფინალამდე გააღწია.

გზად მათ მე-2 ნომრად განთესილები, სოფია არვიდსონი (შვედეთი) და მარინა ერაკოვიჩი (ახ. ზელანდია) 4:6, 7:6 (5), 10:8 დაამარცხეს. მოუგეს პეტრა რამპესა (სლოვენია) და ჩიჩი შოლის (აშშ) დუეტს - 6:2, 5:7, 10:8, გზიდან ჩამოიცილეს მე-4 ნომრად განთესილები, ეშლი ლი-უოტერსი (აშშ) და მეგან მაულტონ-ლევი (აშშ) - 7:5, 1:6, 10:5. ფინალში ქართველი და ამერიკელი პირველ ნომრად განთესილ ამერიკულ წყვილს (რაკელ კოპს-ჯონსი და აბიგეილ სპირსი) გადაეყარნენ, მაგრამ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდნენ - 1:6, 6:3, 6:10. ფინალისტებმა 200-200 სარეიტინგო ქულა და 5,7 ათასი ამერიკული დოლარი მოიხვეჭეს.

გუშინ, 19 სექტემბერს WTA-ს ახალი რეიტინგ-ლისტი გამოქვეყნდა, ერთეულებში ანა საშიშად მიუახლოვდა ასეულის არიერგარდს, 5 საფეხურით დაიხია და 730 ქულით მსოფლიოს 96-ე ჩოგანი გახდა. სხვები: 175 (+1) მაკა ჩახნაშვილი - 351 ქულა; 230 (-13) ოქსანა კალაშნიკოვა - 251; 255 (+5) სოფიო შაფათავა - 220; 432 (+3) ეკა გორგოძე - 90; 468 (-6) სოფიო ქვაცაბაია - 78; 486 (-12) თათია მიქაძე - 74. წყვილთა თანრიგში ტატიშვილი 1027 ქულით 84-ე პოზიციაზეა (+9).

ვაჟთა რეიტინგში ათასეულს მიღმა სამი ქართველია: 1 237 (-9) გიორგი ცივაძე - 3 ქულა; 1 249 (-10) ლადო ჩიხლაძე - 3; 1 840 (-53) ალექსანდრე მეტრეველი - 1.

ამერიკულ ალბუკერკში 75-ათასიანი ტურნირი იწყება, რომელზეც პირველ ნომრად ანა ტატიშვილს განთესავენ. უფრო პრესტიჟულ ტურნირში იასპარეზებს მაკა ჩახნაშვილი, ფრანგულ სან მალოში (100 ათასი დოლარზე მეტი) განუთესავია და "უაილდ ქარდით" მიწვეულ მასპინძელ სევერინ ბელტრამს (279) ხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"