"კრასნოდარის" ქართველმა ლეგიონერმა "ტომთან" დიდი ანგარიშით მოგებულ თამაშზე ისაუბრა
"კრასნოდარის" კაპიტანმა ალექსანდრე ამისულაშვილმა რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში "ტომთან" სტუმრად მოპოვებულ გამარჯვებაზე ისაუბრა. ამ შეხვედრაში სლავოლიუბ მუსლინის გუნდმა მასპინძლებს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა.

ქართველი მცველის კომენტარი კრასნოდარული კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

ალექსანდრე ამისულაშვილი: "ჩემი აზრით, ასეთი გამანადგურებელი ანგარიშით მოგებას არავინ ელოდა. პირველი 25 წუთი არცთუ კარგად ვითამაშეთ: ბურთს ხშირად ვკარგავდით და ტექნიკური წუნიც ბევრი იყო. შემდეგ უკეთესად ვითამაშეთ და პირველი გოლიც დროულად გავიტანეთ.

ანგარიში (4:0) გამანადგურებელია, მაგრამ მიმაჩნია, რომ "ტომი" ასეთ მარცხს არ იმსახურებდა. ცოტა ხნის წინ ჩვენც "ზენიტთან" 0:5 დაცმარცხდით, თუმცა თამაშის მიხედვით ასეთ ანგარიშს არ ვიმსახურებდით. ფეხბურთში მსგავსი რამისგან არავინაა დაზღვეული.

ტომსკში თამაში საერთოდ ყოველთვის რთულია. აქ უკვე მეექვსედ ვითამაშე და ეს ჩემთვის მხოლოდ პირველი გამარჯვებაა. ადრე ამ სტადიონზე ჩემს გუნდებს ფრისთვისაც კი არ მიუღწევიათ. "ტომი" კარგი, მებრძოლი გუნდია.

- პირველ 8 გუნდში მოხვედრისთვის ბრძოლა რეალურია?

- ამის გაკეთება რთული იქნება, მაგრამ შევეცდებით.

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"