ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მარათონი, კოტე მახარაძე და მადლიერება

მარათონი, კოტე მახარაძე და მადლიერება

დიდი კომენტატორის ხსოვნის ტურნირში "დინამო", "მარჯანიშვილის თეატრი", I არხი, "რუსთავი 2", "იმედი", GMG, RTV და "პალიტრა-ლელო" ითამაშებენ
მარათონის ცნობილი ომის მონაწილე ბერძენმა მეომარმა ფილიპიდმა (მეორე ვერსიით, ფიდიპიდმა), ხალხისთვის გამარჯვება რომ ემცნო, ათენამდე 42 კილომეტრი და 195 მეტრი ირბინა. ბერძნებმა მისი სახელი მარათონული გარბენით უკვდავყვეს.

XX საუკუნეში ტექნოლოგიური მიღწევებით კაცობრიობა ახალ ეტაპზე გადავიდა და ტელევიზიით სწრაფად და ოპერატიულად ვიგებთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან ამბებს, თავად ვხედავთ და ვაფასებთ მოვლენებს.

მაგრამ ამ დროსაც ჰყავდა თავისი ფილიპიდი - ვფიქრობ, ჩვენი ხალხისთვის არანაკლებ ძვირფასია კოტე მახარაძე, რადგან დიდი კომენტატორისა და მსახიობის ხმა დიუსელდორფის 1981 წლის გამარჯვებასთან და თბილისის "დინამოს" სხვა მნიშვნელოვან წარმატებებთან გაიგივდა - მახარაძისგან ხომ ჩვენი ერის ზეობის ამბებს ვისმენდით.

წელს კოტე მახარაძის დაბადებიდან 85 წელი შესრულდა, კაცის, რომელიც ყველას უყვარდა და, ცხადია, ახსოვთ, მაგრამ...

"იცით, უყვართ და იხსენებენ, მაგრამ გული მაინც მწყდება, რადგან დრო გადის და ყველაფერი დავიწყებას ეცემა, მათ შორის კოტეს სახელიც. თქვენი წამოწყება ამიტომაც მახარებს და ძალიან ბედნიერი ვარ. მოხარული ვიქნები, თუ ეს ტურნირი ყოველწლიურად გაიმართება", - ბრძანა მაკა მახარაძემ 19 სექტემბერს ეროვნულ სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც დიდი კომენტატორის ხსოვნისადმი მიძღვნილი მინი-ფეხბურთის ტურნირის კენჭისყრა გაიმართა.

ტურნირის ორგანიზატორი ასოციაცია "გეორგიას" თავმჯდომარე, მარჯანიშვილის თეატრის ყოფილი მსახიობი კახა მიგინეიშვილია, რომელიც მედიას თბილისის "დინამოს" პრესატაშე გიგა გვენცაძესთან და კოტე მახარაძის შვილებთან- მაკა და ივიკო მახარაძეებთან ერთად შეხვდა. ტურნირი 2006 წელსაც ჩატარდა და "დინამოს" ვეტერანთა გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ მერე მისი გამართვა ვეღარ მოხერხდა.

ტურნირი 22-დან 30 სექტემბრამდე "ირაოს" სტადიონზე გაიმართება და თბილისის "დინამოს" ვეტერანები, მარჯანიშვილის თეატრი, ტელეკომპანიები (1 არხი, "რუსთავი 2", "იმედი", GMG, RTV) და მედიასახლი "პალიტრა-ლელო" ითამაშებენ. მერე კი ამ სტადიონის ადგილზე შენობა წამოიმართება.

მიგინეიშვილის თქმით, ასოციაცია "გეორგიასთან" ერთად, ტურნირის ორგანიზატორი თბილისის "დინამოა":

"გუნდის მეპატრონემ რომან ფიფიამ და გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა ჩვენი ინიციატივა გულთან ახლოს მიიტანეს და გვერდში დაგვიდგნენ, რისთვისაც მათ დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ. ვფიქრობ, კოტე მახარაძემ დაიმსახურა, ყოველწლიურად მის ხსოვნას პატივი რომ მივაგოთ. ბატონმა კოტემ გამოსცა წიგნი "ორი ბატონის მსახური". ჩვენც ტურნირს კოტე მახარაძის სახელობის "დინამოს თასი" ვუწოდეთ.

გიგა გვენცაძე, თბილისის "დინამოს" პრესატაშე: "წინადადებას, რომ იტყვიან, ჩვენი კლუბი პირველივე დაძახებაზე დათანხმდა, რადგან ბატონი კოტეს დამსახურებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. მჯერა, ტურნირი ისე ჩატარდება, როგორც ეს დიდი პიროვნება იმსახურებს".

ივიკო მახარაძე: "ამ წამოწყებისათვის მადლობა პირადად კახას, გიგას და თბილისის "დინამოს". კოტეს სახელი ხომ ქართულ ფეხბურთთან და "დინამოსთან" განუყოფელია. ეს ტურნირი კი მის უკვდასაყოფად გადადგმული ნაბიჯია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა