ეიდენ მაკგიდიმ მოყვა, თუ რატომ გაიქცა "სელტიკიდან" მოსკოვის "სპარტაკში". 24 წლის ირლანდიელმა გარემარბმა საზოგადოებას გაანდო, რომ გლაზგოში შეურაცხყოფას აყენებდნენ...

ეიდენ მაკგიდიმ მოყვა, თუ რატომ გაიქცა "სელტიკიდან" მოსკოვის "სპარტაკში". 24 წლის ირლანდიელმა გარემარბმა საზოგადოებას გაანდო, რომ გლაზგოში შეურაცხყოფას აყენებდნენ. მოგეხსენებათ, გასულ კვირაში მის სანაცვლოს რუსულმა კლუბმა 11.4 მილიონი ევრო გადაიხადა.

მაკგიდიმ თქვა: "იქაურობისთვის აშეკარად უნდა დამეღწია თავი. გლაზგოში გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება დამიგროვდა და გარემოს გამოცვლა გახდა აუცილებელი. ნილ ლენონი მაფრთხილებდა, რომ გლაზგოელ ფანთათვის დამახასიათებელი თაყვანისცემა მომენატრება, მე კი ამაში ძალიან მეპარება ეჭვი. "სელტიკის" ფანებს შორის აუცილებლად გამოჩნდება ხოლმე ისეთი, ვისაც შენს თავზე გადავლა მოეპრიანება...

...ადრე ერთ-ორ ისეთ ჩხუბში გავყავი თავი, რომ ახლა ვნანობ. დაცვის ბიჭებს აშკარად ვუღალატე, შარში გავხვიე. თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც საშინელი სიტყვიერი შეურაცხყოფა მოვითმინე და არც ეს არის ნორმალური. განა ის, რომ ფეხბურთელი ვარ, ამ ხალხს აძლევს ჩემი დაუსჯელად გამოლანძღვის უფლებას? თან, ხომ არ გგონიათ, რომ ბავშვებზე ვლაპარაკობ. დიდ კაცებზე მოგახსენებთ. დადგებიან და გიჟებივით ყვირიან: "მეზიზღები", "მოგკლავ შე ქონდრისკაცო". თუმცა, ეს რა მოსატანია იმასთან, რაც ჩემთვის დაუძახიათ. უბრალოდ არ მინდა ახლა ამაზე ლაპარაკი...

...ხალხს სურთ ფეხბურთელების ცხოვრებაზე ყველაფერი იცოდნენ და ყველა მოთამაშე აკონტროლონ. ფანები სულ კითხულობენ: რა უნდოდა ამას და ამას ღამის კლუბში? რატომღაც დარწმუნებულები არიან, რომ ჩვენ არ უნდა დავლიოთ და ბერებივით უნდა ვიცხოვროთ. არადა, მე ახალგაზრდა კაცი ვარ და ღამის ცხოვრება მჭირდება. რასაკვირველია, წარსულის მაგალითების გათვალისწინებით, მომავალში, ალბათ უფრო ფრთხილად მოვიქცევით. აკი გითხარით, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც მართლა გამოვსულვარ წყობიდან. როდესაც ეჭვიან და ქედმაღლურ მზერას ვიჭერ, ვგიჟდები...

...რასაკვირველია, ისეთი შემთხვევაც ყოფილა, როდესაც ადამიანი მოსულა, მხარზე ხელი დაუკრავს და წარმატება უსურვებია. მოკლედ, გლაზგო აკვარიუმს ჰგავდა, სადაც ყველა გიყურებს რას აკეთებ და როგორ. ვაღიარებ, მქონდა ცხოვრებაში ნერვიული, გიჟური პერიოდი, მაგრამ ასეთად სწორედ ამ აკვარიუმმა ჩამომაყალიბა. ნეტავ იმთავითვე უფრო დაბრძენებული და ალღოიანი ვყოფილიყავი".

შემდეგ, მაკგიდიმ პირობა დასდო, რომ ყველა ღონეს იხმარს ცინიკოსების გასაჩუმებლად. ხალხს, რომელმაც რუსეთში წასვლა შეცდომად ჩაუთვალა საპირისპირო უნდა ათქმევინოს.

"ჩემს ტრანსფერს შოტლანდიელებმა ცუდი თვალით შეხედეს. ბევრმა თქვა, რომ რუსეთი არ არის ის ადგილი, სადაც კაცმა შეიძლება იცხოვროს და მითუმეტეს ფეხბურთი ითამაშოს, მაგრამ არ ვეთანხმები. დღეს რუსული ფეხბურთი საკმაოდ ძლიერია. არ მინდა შოტლანდიის პრემიერლიგას შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ რუსული პრემიერლიგა მასზე გაცილებით ძლიერია. ერთი სიტყვით, ვფიქრობ, რუსეთის ყველაზე დიდ კლუბში გადასვლა ჩემს დონეს აამაღლებს. ვიცი, შოტლანდიელებს ერთი სული აქვთ ისე უნდათ დამარცხებული და გულგატეხილი მნახონ, მაგრამ მე ყველას საწინააღმდეგოს დავუმტკიცებ".

მაკგიდიმ არც ის დამალა, რომ გლაზგოდან გაქცევაზე უკვე კარგა ხანია ფიქრობდა: "დაახლოებით იანვარი იყო "სელტიკიდან" წასვლა რომ გადავწყვიტე. სამწუხაროდ, "ბირმინგემთან" ჩამეშალა ვარიანტი. რატომღაც გუნდებმა ჩემი ყიდვა არ მოისურვეს და ეს ძალიან მეწყინა".

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს