ქართულ კლასიკოდ წოდებული დაპირისპირების წინ "დინამოს" კაპიტანმა მომავალ თამაშზე ისაუბრა
თბილისის "დინამო" 21 სექტემბერს მორიგ პრინციპულ შეხვედრას ქუთაისში ადგილობრივი "ტორპედოს" წინააღმდეგ გამართავს. ქართულ კლასიკოდ წოდებული დაპირისპირების წინ "დინამოს" კაპიტანმა, ალექსანდრე კოშკაძემ მომავალ თამაშზე ისაუბრა, რომელსაც ქუთაისის "ტორპედოში" თამაშის გამოცდილება აქვს.

ალექსანდრე კოშკაძე: "ტორპედოსთან" ყოველთვის დაძაბული და რთული თამაში არის, როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე გულშემატკივართათვის.

"დინამოსა" და "ტორპედოს" მონაწილეობით კარგი თამაშები გამოდის. უგოლოდ, ფაქტობრივად, არც ერთი შეხვედრა არ სრულდება, თუ არ ჩავთვლით გამონაკლის მატჩებს. იმედი მაქვს, ქუთაისში სტადიონი გაივსება და ჩვენი ერთგული გულშემატკივრებიც დაესწრებიან თამაშს.

დიდი იმედი მაქვს, რომ კლასიკო შედგება! როდესაც "ტორპედოში" ვთამაშობდი ყოველი შეხვედრის წინ ჩვეულებრივი შემართებით ვემზადებოდით. განსაკუთრებული მზადება და მონდომება კი რაღა თქმა უნდა "დინამოს" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებს სდევდა თან. მოახლოებული შეხვედრისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით და იყო შემთხვევები "დინამოსთან" მოპოვებული ქულაც "ტორპედოს" აქტივში ჩაგვითვლია.

განახლებულ სეზონში ჯერჯერობით "ტორპედოს" თამაში არ მინახავს, ერთი ის ვიცი, რომ ქუთაისს კარგი გუნდი ყავს და ძალიან მაგარი თამაშის მოლოდინში ვარ. მეტოქე გუნდის რიგებიდან ბოლქვაძეს, მეგრელაძეს და გოცირიძეს გამოვარჩევდი - მათ საკმაო გამოცდილება აქვთ და ვფიქრობ, მთავარ ხიფათს სწორედ მათგან უნდა ველოდოთ.

მეტოქე ყველა რგოლში კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, მაგრამ ჩვენ მხოლოდ მოგება გვმართებს. ქუთაისში მოსაგებად ჩავდივართ, რამდენად გამოგვივა ეს ყველაფერი, ამას უშუალოდ თამაში გვიჩვენებს. ის ატმოსფერო, რაც ქუთაისში სტადიონზე სუფევს "დინამოსთან" დაპირისპირებისას, არანაირად არ მოქმედებს ჩვენზე უარყოფითად.

როდესაც მოედანზე გავდივართ, მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობთ ყველანი. სავსე ტრიბუნების წინ გამარჯვებას კი სულ სხვა ხიბლი აქვს.

fcdinamo.ge

"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა