უკრაინულ პრემიერლიგაში უპრეცედენტო სკანდალი მძვინვარებს.

უკრაინულ პრემიერლიგაში უპრეცედენტო სკანდალი მძვინვარებს. ხარკოვის "მეტალისტსა" და ლვოვის "კარპატის" 9-9 ქულა ჩამოაკლეს და ამის მიზეზია 2008 წლის 19 აპრილს, ხარკოვში გამართული ამ კლუბების მატჩი, რომელიც "მეტალისტმა" 4:0 მოიგო. საკონტროლო-სადისციპლინო კომიტეტმა ხანგრძლივი გამოძიების შედეგად ამ მატჩს "ჩაწყობილის" იარლიყი მიაკერა და ხსენებულ კლუბებს 9-9 ქულის ჩამოკლების გარდა 25-25 ათასი დოლარის გადახდაც დააკისრა.

უკრაინელმა დისციპლინარებმა არც ეს იკმარეს და "კარპატის" ფეხბურთელების მოსყიდვაში მხილებული, "მეტალისტის" გენერალური დირექტორი ევგენი კრასნიკოვი ფეხბურთიდან სამუდამოდ მოკვეთეს. ასევე სამუდამო დისკვალიფიკაციით "კარპატის" ყოფილი ფეხბურთელი ლაშჩენკოვიც დაისაჯა. სკანდალური მატჩის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც დისციპლინარებს ხელში ჩაუვარდათ ვიდეოკასეტა, რომელიც ასახავდა, თუ როგორ აღიარებდა ლაშჩენკოვი მატჩის ჩაწყობას "კარპატის" საპატიო პრეზიდენტთან პიოტრ დიმინსკისთან საუბარში. დიმინსკი ფეხბურთში მოღვაწეობიდან 1 წლით ჩამოაშორეს, ხოლო უკრაინული პრემიერლიგის გენერალური დირექტორი ალექსანდრ ეფიმოვი ნახევარწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

სკანდალური მატჩის მონაწილე ლვოველი ფეხბურთელები 5-დან 10 ათას დოლარამდე ოდენობის ჯარიმებით დაისაჯნენ.

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, 9 ქულის დაკარგვა "მეტალისტს" აქტივში კინკილა ქულას უტოვებს და მეხუთედან ბოლოსწინა ადგილზე აქვეითებს, ხოლო "კარპატი" სულ ბოლოა და ქულათა გრაფაში სულაც მინუს 1 ეწერება.

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე