"ოსასუნასთან" მატჩში ლეო მესიმ ერთბაშად სამი გოლი გაიტანა, რომელთაგან ერთ-ერთი თავის პატარა მეგობარს მიუძღვნა
"ოსასუნასთან" მატჩში ლეო მესიმ ერთბაშად სამი გოლი გაიტანა, რომელთაგან ერთ-ერთზე უნდა მოგითხროთ.

უფრო სწორად იმაზე, რაც გოლის გატანის შემდეგ მოხდა. 24 წლის არგენტინელი ჩვეულებრისამებრ გოლს ზეაღმართული ხელებით აღნიშნავს, მაგრამ ამჯერად ის ორივე ხელით ფეხებს შეეხო, რათა გოლი პატარა მეგობარ სოუფიანისთვის ეძღვნა.

მათი მეგობრობა იანვარში დაიწყო, როცა მესიმ პირველად ნახა 10 წლის ბიჭუნა, სოუფიანი კატალონიის ქალაქ მანლეუში ცხოვრობს, ის ლაურინ-სენდროუს ძალიან იშვიათი სინდრომითაა დავადებული.

ეს დაავადება კიდურების განვითარებას ხელს უშლის. მაშინ სოუფიანს და მისი ოჯახის წევრებს პირველი გუნდის ვარჯიშზე დასწრების უფლება მისცეს. ბიჭუნა ფეხის პროთეზებს ატარებს, რომელიც "ბლაუგრანას" ფერებშია შეღებილი და 10-იანი აწერია.

მესი შოკში ჩააგდო ასეთი ერთგული ფანის ხილვამ. მაშინ სოუფიანი 3-4-ჯერ მესისთან ერთად ბურთსაც შეეხო. "ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ის ჩემი მეგობარია", - აღფრთოვანებული იძახდა სოუფიანი ვარჯიშის შემდეგ.

პარასკევს მათი გზები ისევ გადაიკვეთა, "ესპორტს-3-ის" ინიციატივით, მესი და სოუფიანი სტუდიაში შეხვდნენ, სადაც ბიჭუნამ მეგობარს სთხოვა, თუ შეგიძლია, ერთი გოლი მე მომიძღვნაო. მესი უმალ დათანხმდა. "კი, მაგრამ როგორ გამოხატავ ამას, შენ ხომ ყოველთვის ხელებს მაღლა წევ. მინდა, რომ ხელებით ფეხებს შეეხო", - უთხრა სოუფიანმა. მესიმ პირობა შეუსრულა პატარა ფანს, რომელმაც ალბათ მსოფლიოში უბედნიერეს ადამიანად იგრძნო თავი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა