მხოლოდ ერთი გაშვებული გოლი ექვსი ტურის შემდეგ, "ბაიერნის" ახალი რეკორდი და ბრწყინვალე პერსპექტივა
მხოლოდ ერთი გაშვებული გოლი ექვსი ტურის შემდეგ, რეკორდმაისტერის ახალი რეკორდი და ბრწყინვალე პერსპექტივა

სეზონი ახალი დაწყებულია, მიუნხენის "ბაიერნი" კი უკვე შეუჩერებელია. ბავარიულმა გრანდმა მორიგი კალენდარული მატჩი შაბათსაც ასპროცენტიანი დამსახურებით მოიგო (2:0 შალკესთან) და ბუნდესლიგაში ახლა უკვე ერთპიროვნული ლიდერია.

თუკი ამ სეზონში "ბაიერნის" მიერ ყველა ტურნირზე ჩატარებულ შეხვედრებს თვალს გადავავლებთ, აღმოვაჩენთ, რომ გელზენკირხენში მიუნხენელებმა ზედიზედ მერვე ოფიციალური მატჩი მოიგეს და რაც ყველაზე საინტერესოა, რვავე შეხვედრაში მშრალი ანგარიშით გაიმარჯვეს.

აქვე ერთი საინტერესო ფაქტიც: გერმანიის ჩემპიონატის მომდევნო ტურში რეკორდმაისტერი "ლევერკუზენს" უმასპინძლებს - გუნდს, რომელსაც ბავარიელთა ამჟამინდელი თავკაცი იუპ ჰაინკესი ზაფხულამდე ავარჯიშებდა.

საინტერესოა ისიც, რომ "შალკესთან" მოგებული მატჩით "ბაიერნმა" მორიგი რეკორდი დაამყარა. 1972/73, 1992/93 და 2001/02 წლების სეზონებში, მიუნხენურ გრანდს ექვსი ტურის შემდეგ ორ-ორი გოლი ჰქონდა გაშვებული, ახლა კი, მხოლოდ ერთი გოლი აქვს მიღებული, რაც რეკორდია.

ესეც რომ არ იყოს, ზედიზედ ხუთმატჩიანი მშრალი სერია ბავარიელებს ბოლოს 2003 წლის დასაწყისში ჰქონდათ. დღეს მიუნხენური კლუბის ბურთების შეფარდება (ბუნდესლიგაში) +17 გახლავთ და ექვსი ტურის შემდეგ ასეთი მაჩვენებელი ბავარიულ გრანდს აქამდე მხოლოდ ერთხელ, 1972/73 წლების სეზონში ჰქონდა.

ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ გერმანიის ჩემპიონატის ლიდერს გოლი ძალიან დიდი ხანია, არ გაუშვია - ზუსტად რომ ვთქვათ, რეკორდმაისტერის მეკარე მანუელ ნოიერს 748-წუთიანი მშრალი სერია აქვს.

ზედიზედ რვა თამაშში კარის მშრალად შენახვა შესანიშნავი შედეგია და უკეთესია, ვიდრე 13 წლის წინათ ნაჩვენები შედეგი, 1998 წლის დეკემბრიდან 1999 წლის მარტამდე მიუნხენელებმა კარი მშრალად ზედიზედ შვიდ შეხვედრაში შეინახეს.

აქვე გაგახსენებთ, რომ იმ სეზონში ბავარიული გიგანტი შესანიშნავ ფორმაში იყო, მაგრამ სეზონი უიღბლოდ დაასრულა - მართალია, გერმანიის ჩემპიონი გახდა, მაგრამ გერმანიის თასის ფინალი "ვერდერთან" პენალტების სერიაში წააგო, ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი, "მანჩესტერ იუნაიტედთან" ლეგენდარული მარცხი (1:2) განიცადა.

2002/03 წლების სეზონში მიუნხენელთა კარს ოლივერ კანი იცავდა, რომელმაც 803-წუთიანი უგოლო სერია გამოაცხო, რაც მაშინ "ბაიერნის" ახალი რეკორდი გახლდათ. კანისა და კომპანიის ეს მართლაც გრანდიოზული მიღწევა მალევე გააუმჯობესა "შტუტგარტის" მეკარე ტიმო ჰილდებრანდმა, რომელმაც 2002/03 წლების მიწურულიდან მოყოლებული, პლუს 2003/04 წლების სეზონის საწყის ტურებში კარი მშრალად 884 წუთის მანძილზე შეინახა.

ციფრები ციფრებად, მაგრამ ამას სტატისტიკაც რომ არ მოწმობდეს, ისედაც ცხადია: ჰაინკესის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და თუ ასე გააგრძელეს, ბავარიელები ამ სეზონს ძალიან კარგად ჩაატარებენ. მიუნხენელთა მომავალი მეტოქე ჰაინკესის ყოფილი გუნდი "ლევერკუზენია", რომელმაც გასულ უქმეებზე "კიოლნთან" 1:4 წააგო და წესით, "ბაიერნს" არც გერმანიის ვიცე-ჩემპიონის დამარცხება უნდა გაუჭირდეს.

რობენმა ვარჯიში დაიწყო, ოლიჩი მალე დაიწყებს

ყურადსაღებია კიდევ ერთი ამბავიც: თუკი ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობის დაწყებამ "ლევერკუზენს" დაღლა დაატყო, "ბაიერნზე" ამას ნაღდად ვერ ვიტყვით.

"ძალიან კარგ ფორმაში ვართ და რაც ყველაზე მთავარია, ფეხბურთის თამაშით უდიდეს სიამოვნებას ვიღებთ. ახლა იმდენად კარგად ვართ, რომ ნებისმიერ მეტოქეს უდიდესი სიამოვნებით ვეთამაშებით. ეს სეზონი ერთი ამოსუნთქვით უნდა ჩავატაროთ," - აცხადებს ბავარიელთა ერთ-ერთი ლიდერი თომას მიულერი.

ჰაინკესი კი მიიჩნევს, რომ მის გუნდს კიდევ აქვს პროგრესის რესურსი. "დონ იუპის" თქმით, როცა არიენ რობენი, მარიო გომესი და ივიცა ოლიჩი გამოჯანმრთელდებიან, რეკორდმაისტერი კიდევ უფრო უკეთ ათამაშდება. აქვე გეტყვით, რომ რობენმა გუნდთან ერთად ვარჯიში უკვე დაიწყო, ოლიჩი კი მზადებას რამდენიმე დღეში განაახლებს. თავად ხორვატს იმედი აქვს, რომ ორ კვირაში მოედანზე გასვლას მოახერხებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...