"ბორუსია" "ჰანოვერს" დამსახურებულად უგებდა და შეხვედრის მიწურულს ორი გოლი მიიღო, რის შედეგადაც უკვე ოფიციალურად ჩაიძირა კრიზისში
ხანდახან ისეც ხდება, ბედნიერება უბედურებად რამდენიმე წამში გადაიქცევა ხოლმე. მაგალითად, გასულ კვირას, დორტმუნდის "ბორუსიას" ბედნიერება უბედურებად ზუსტად 116 წამში გადაექცა - გერმანიის ჩემპიონი "ჰანოვერს" დამსახურებულად უგებდა და შეხვედრის მიწურულს, სწორედ ამდენ წამში მიიღო ორი გოლი, რის შედეგადაც დორტმუნდელები უკვე ოფიციალურად ჩაიძირენ კრიზისში.

მართალია, "ბორუსიაში" სიტყვა კრიზისი არავის უხსენებია და თუ ჟურნალისტები უხსენებდნენ, კრიზისს მწვრთნელიცა და ფეხბურთელებიც თავის ერთი გადაქნევით უარყოფდნენ, სამაგიეროდ, დორტმუნდში აღარც სიტყვა ჩემპიონობას ახსენებს ვინმე.

ისე, დორტმუნდელები ჩემპიონობაზე შარშანაც არ საუბრობდნენ. საბოლოო ჯამში, სატურნირო ცხრილი ყველაფერზე ნათლად მეტყველებს და BVB-ს მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი იმას მაინც არ უარყოფს, რომ ის და მისი შეგირდები ახლა ამაზრზენ სიტუაციაში არიან.

მაინც რა მოხდა ასეთი ჰანოვერში? შინჯი კაგავამ "ბორუსია" რომ დააწინაურა, ეს "შავ-ყვითლებისთვის" გასვლით მატჩებში 463-წუთიანი უგოლო სერიის შეწყვეტა იყო - სტუმრად "დორტმუნდს" სწორედ ამდენი ხნის მანძილზე არ ჰქონდა გატანილი. მერე კი, მატჩის მიწურულს ჩემპიონებმა ფეხბურთის თამაში რატომღაც შეწყვიტეს, რითაც "ჰანოვერმა" ისარგებლა და ერთი შეხედვით გადაწყვეტილ მატჩში ყველაფერი თავდაყირა დადგა.

"სამწუხაროდ, მთლად სწორად აღარ ვთამაშობდით. თუ სასწრაფოდ ისევ ისე არ ვიბრძოლებთ, როგორც შარშან ვიბრძოდით და ბოლო წუთამდე მაქსიმალურად კონცენტრირებულები არ ვიქნებით ხოლმე, უარესები მოგველის," - თქვა "ბორუსიას" მარცხენა მცველმა მარსელ შმელცერმა.

"ბოლოს ფეხბურთის თამაში შევწყვიტეთ, ძალიან პასიურები გავხდით და მეტოქეს ლაღად თამაშის შანსი მივეცით. ყველაზე მეტად იმაზე გავბრაზდი, რომ ბურთს ბოლოს უაზროდ ვიგერიებდით და თამაშის წესებსაც მარტივად ვარღვევდით. მოკლედ, კონცენტრაცია მოიშალა, რადგან ალბათ ბიჭებს ეგონათ, რომ თამაში მოგებული იყო," - ეს კი მთავარი მწვრთნელის, კლოპის ანალიზია.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: უკვე შვიდი თვეა (!), დორტმუნდის "ბორუსიას" გასვლითი მატჩი აღარ მოუგია. კლოპის ბიჭებმა სტუმრად ბოლოს თებერვალში გაიხარეს - მაშინ BVB-მ "ბაიერნი" მიუნხენში შესანიშნავი ფეხბურთით 3:1 დაამარცხა.

კაგავას გოლი 2010 წლის 11 დეკემბრის (2:0 ვერდერთან, მეორე წრეში ტრავმირებული იყო) შემდეგ აღარ გაეტანა და "ჰანოვერთან" მაგრად გაიხარა, მაგრამ რად გინდა.

არადა, ჰანოვერში მოგებით დორტმუნდელები მე-6 ადგილზე აძრვებოდნენ და ახლა გერმანიის ჩემპიონის კრიზისზე ნაღდად არ ვილაპარაკებდით. დღეს კი, "ბორუსიას" ექვსი ტურის შემდეგ უკვე იმდენი წაგება აქვს, რამდენიც გასულ სეზონში მხოლოდ 26-ე ტურის შემდეგ ჰქონდა. კრიზისი? რას ამბობთო...

"საუბარი იმაზე, რომ საშინელი სტარტი ავიღეთ, არასწორია, მაგრამ ჩვენ უკმაყოფილოები ვართ, რადგან 6 ტურის შემდეგ იმდენი ქულა არ გვაქვს, რამდენიც უნდა გვქონდეს, - ამბობს კლოპი და ერთს მაინც აღიარებს, - ფაქტია, რომ ახლა უკვე სერიოზული წნეხის ქვეშ ვართ მოქცეულები."

მაინცსა და მარსელში შმელცერის გარეშე

მომდევნო ტურში კი გერმანიის ჩემპიონი მაინცში ჩადის. დიახ, სწორედ იურგენის მშობლიურ მაინცში. კლოპისთვის კარგი ისაა, რომ მარიო გიოტცემ და სებასტიან კელმა დისკვალიფიკაციები მოიხადეს, სვენ ბენდერი კი გამოჯანმრთელდა.

სამაგიეროდ, "ჰანოვერთან" დაშავდა მარცხენა მცველი შმელცერი, რომელიც არა მარტო "მაინცთან", არამედ ჩემპიონთა ლიგაში, მარსელის "ოლიმპიკთანაც" ვერ ითამაშებს. გუნდის მთავარმა თავდამსხმელმა ლუკას ბარიოსმა, რომელიც "დორტმუნდს" სეზონის დაწყებიდან აკლია (კოპა ამერიკაზე დაშავდა), გუნდთან ერთად ვარჯიში კი განაახლა, მაგრამ ჯერ ფორმაშიც არ არის და უახლოეს ორ მატჩში მისი ასპარეზობა სარისკოა. ბარიოსი მოედანზე საუკეთესო შემთხვევაში 1 ოქტომბერს, "აუგსბურგთან" შეხვედრაში გავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა