პოლონელი რობერტ კუბიცა მძიმე ტრავმების შემდეგ სარბოლო სტიმულატორის საჭესთან დაჯდომას აპირებს
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, "ლოტუს-რენო" აპირებს რაც შეიძლება სწრაფად დაადგინოს მომავალი სეზონისთვის საპრიზო პილოტების შემადგენლობა. ავტორიტეტული გერმანული ჟურნალი "Auto Motor und Sport" ცდილობს გააანალიზოს, რა დგას ასეთი აჩქარების უკან.

გუნდის ხელმძღვანელმა ერიკ ბულიემ ამასწინ განაცხადა, რომ დაახლოებით ოქტომბრის შუაში დაასახელებს მომავალი ჩემპიონატის შემადგენლობას - სწორედ იმ პერიოდისთვის აპირებს მძიმე ტრავმების შემდეგ გამოჯანმრთელებული პოლონელი რობერტ კუბიცა სარბოლო სტიმულატორის საჭესთან დაჯდომას.

"ლოტუს-რენო" ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის გუნდებს შორის, რომელსაც მეტად მომხიბვლელი ვაკანსია გააჩნია მომავალი სეზონისთვის. ამ გუნდში მოქმედი კონტრაქტი მხოლოდ რუს ვიტალი პეტროვს გააჩნია, მეორე პილოტის ადგილზე კი რეალურად პრეტენზიას მინიმუმ ორი მრბოლელი - ბრუნო სენა და რომან გროსჟანი აცხადებს.

"შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ოქტომბრის შუაში რობერტ კუბიცა საბოლოოდ ვერ იტყვის მზად იქნება თუ არა ის 2012 წლის ჩემპიონატისთვის. რადგან გუნდმა გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადა უკვე დაასახელა, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ "ლოტუს რენომ" უარი თქვა პოლონელის კანდიდატურაზე?" - სვამს კითხვას "Auto Motor und Sport".

თეორიულად, ამ ვაკანსიით შეიძლება კიდევ რამდენიმე პილოტი დაინტერესდეს: მაგალითად, ვინმე "რედ ბულის" ახალგაზრდული პროგრამიდან, ვისაც გარანტირებული არ აქვს ადგილი "ტორო როსოში", აგრეთვე გერმანელები ადრიან სუტილი და ნიკო ჰიულკენბერგი...

გარდა ამისა, "უილიამსში" უნდა გადაწყვიტონ,2012 წელს ვინ გახდება ვენესუელელი პასტორ მალდონადოს მეწყვილე, რადგან არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ კონტრაქტის გარეშე დარჩეს ბრაზილიელი ვეტერანი რუბენს ბარიკელო.

ყველა პილოტი, რომელიც 2012 წლის ჩემპიონატისთვის აპირებს სტარტზე გასვლას, სწორედ "უილიამსთან" ან "ლოტუს-რენოსთან" და არა "ვირჯინთან" ან HRT-სთან შეეცდება მოლაპარაკებას.

კუბიცა შეიძლება იყოს დაინტერესებული "უილიამსთან" თანამშრომლობით, მაგრამ პოლონელს სპონსორები არ ჰყავს, რომლებიც შეძლებდნენ ბრიტანული საჯინიბოს ბიუჯეტის შევსებას. გარდა ამისა, "უილიამსის" სახელს უკავშირებენ ადრიან სუტილის კანდიდატურას, რადგან მას გერმანული კომპანია Medion-ის სახით პერსონალური სპონსორი ჰყავს.

ჭორების მიხედვით, ადრიანი ცოტა ხნის წინ გროუვში გუნდის ბაზას ესტუმრა, მაგრამ "უილიამსის" წარმომადგენლებმა უარი თქვეს ამ ინფორმაციის კომენტარზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე