გთავაზობთ ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულის თათია მიქაძის ინტერვიუს
გასულ უქმეებზე ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი, რომლის ფინალში თათია მიქაძემ სოფიო ქვაცაბაია დაამარცხდა და მთავარი პრიზი მოიპოვა. წინა დღეს კი სწორედ სოფიოსთან ერთად წყვილებში მიაღწია მსგავს წარმატებას.

თათია მიქაძე 23 წლისაა (1988 წლის 27 მარტს დაიბადა თბილისში). თერთმეტი წლის განმავლობაში მამა-შვილ გურამ და ეკა თოხაძეების დახმარებით ეუფლებოდა ჩოგბურთის საიდუმლოებას. დიდ სარბიელზე გასვლის შემდეგ ოსტატობას ერთი წელიწადი ამერიკაში იმაღლებდა.

2007 წელს თბილისის ტურნირის ერთეულთა თანრიგში "ბორჯომის თასი" მოიგო, შარშან ხარკოვის 25-ათასიანზე იყო პირველი, წლეულს კი, როგორც ვთქვით, ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე ორი მთავარი პრიზი დაიმსახურა, თუმცა წყვილებში აქამდე ორჯერ ავიდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე - ასტანასა და თბილისში სოფიო შაფათავასთან ერთად 25-ათასიან ტურნირებში ყველას აჯობა.

- თბილისის ტურნირამდე ორ შეჯიბრებაში ვიასპარეზე. ბაქოში ერთი წრე გავიარე, მეორეში კი ანა ტატიშვილთან დავმარცხდი, თურქეთში კი პირველივე შეხვედრა წავაგე. ახლა თავს უკეთ ვგრძნობ. ვეცდები, "ბათუმის ნავთობტერმინალზე" შარშან მოპოვებული 12 ქულა დავიცვა. ძირითად ბადეში საკვალიფიკაციოდან მოვხვდი, სადაც ორ მეტოქეს ვაჯობე.

- ალბათ, თელავის ტურნირშიც გიხილავთ.

- რა თქმა უნდა. იქაც საკვალიფიკაციოდან გავიკვალავ გზას. კარგია, რომ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ ზედიზედ სამი ტურნირის ორგანიზება შეძლო, თანაც საკმაოდ კარგი ფულადი პრიზებით. ახალგაზრდა ჩოგბურთელებს საკუთარი ძალების შესამოწმებლად შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ.

- სამომავლოდ რას აპირებთ?

- თელავის შემდეგ ერევანში გავეგზავრები, სადაც 25-ათასიანი ტურნირი გაიმართება. მერე საფრანგეთში ვაპირებ წასვლას. ვეცდები, სეზონი მაჟორულ ნოტზე დავასრულო.

- ოჯახი ხელს არ შეგიშლის?

- პირიქით. ჩემი მეუღლე ბაქარ ცეცხლაძე ყოფილი სპორსტმენია და მაქსიმალურად მეხმარება, რომ ყოველთვის მზად ვიყო საასპარეზოდ. ის რომ არა, ჩოგბურთს, ალბათ, თავს დავანებებდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა