"მეტალურგის" თავდამსხმელმა ბოლო ორ ტურში ოთხი გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში ლიდერი გახდა
ჩეხეთისა და უკრაინის კლუბებში ნათამაშები საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი დიმიტრი ტატანაშვილი საქართველოში ზამთარში დაბრუნდა და "დინამოში" ჩაირიცხა, მაგრამ ფეხი ვერ მოიკიდა, ზაფხულში გაუშვეს და სეზონი დაწყებული იყო, რუსთავის "მეტალურგში" რომ მივიდა.

თავიდან "მეტალურგშიც" ვერ ბრწყინავდა, უფერულადაც კი გამოიყურებოდა, მაგრამ "ვიტ ჯორჯიასთან" და ქუთაისის "ტორპედოსთან" გატანილი ოთხი გოლით ბომბარდირთა დავაში ყველაფერი ,,არია"" - სულ რაღაც ორ ტურში რუსთაველთა 27 წლის თავდამსხმელი საუკეთესო მეგოლეებში ლიდერი გახდა და იმედი გაჩნდა, რომ ტატანაშვილი "ამერიდან" ნაცნობი თავდამსხმელის "პარამეტრებს" მალე მიუახლოვდება.

- საქართველოში გიცნობენ და გაფასებდნენ, მაგრამ უკრაინიდან დაბრუნებული საკუთარ თავს არ ჰგავდი. ეტყობა, ახლა წარუმატებლობის პერიოდი დასძლიე.

- მეც ასე მგონია, მაგრამ საამისოდ გარკვეული დრო დამჭირდა. თბილისის "დინამოში" ტრავმის გამო ვერ ვითამაშე, ახლა კი უმაღლეს ლიგასთან ხელახალი ადაპტაცია გავიარე. ეტყობა, ეს საჭიროც იყო. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ თბილისის "დინამოში" პირველივე შეხვედრაში ცხინვალის "სპარტაკთან" კოჭის სახსარი დამიზიანდა და ფეხი ძალიან მტკიოდა.

- ვერ იმკურნალე?

- ექიმს არც ვეუბნებოდი.

- ტრავმას ბევრი მოთამაშე მალავს - ეს ხომ ისევ თქვენთვის არის ცუდი?

- გასაგებია, მაგრამ თამაშის ძალიან დიდი სურვილი მქონდა. თანაც ეს პრობლემა თავად უნდა გადამელახა, გაჩერებაც არ გამოდიოდა. საბედნიეროდ, ახლა კარგად ვარ, ფორმაშიც ჩავდექი და ძალიან მიხარია გატანა რომ გავიხსენე.

სანაკრებო პაუზამაც დროულად მომისწრო, კარგად მოვემზადე და ფიზიკურად მოვმჯობინდი, რაც ჩემი პრობლემა იყო. შეკრების გაუვლელად თამაში ძალიან მიჭირდა. ამ ორმა კვირამ კი მოსამზადებელი ეტაპზე გაცდენილი ამანაზღაურებინა.

- ორ ტურში ბომბარდირებშიც დაწინაურება ნიშნავს, რომ საქართველოში მეგოლეობა ადვილია?

- ადვილი არსად არის, ბომბარდირობაზე ლაპარაკი კი ჯერ ნაადრევია, მაგრამ ლიდერობა მსიამოვნებს. ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის, ბიჭები ხელს რომ არ მიწყობდნენ, მარტო ვერაფერს გავხდებოდი.

საერთოდ, ასეთ დროს ბევრს ნიშნავს გამხნევება, გვერდში დგომა. ფეხბურთელს კარიერაში კარგი პერიოდიც აქვს და წარუმატებლობისაც. ზოგჯერ არაფერი გამოგდის, ნერვიულობ, თამაში არ მიგდის და ისეთ მომენტს ვერ იყენებ, რომელსაც ვერაფრით ახსნი და თუ გაიხსნები, შეიძლება შემთხვევით მოხვედრილი ბურთიც ბადეში აღმოჩნდეს - იღბალი ბევრს ნიშნავს.

მე კი ხელმძღვანელებისა და მწვრთნელის თანადგომა დავინახე და ამანაც გამხსნა, მაგრამ თავად თუ რა მოინდომე, არაფერი გამოგივა. საბედნიეროდ, ახლა საქმე კარგად ამეწყო და იმედია, ასეც გაგრძელდება.

საერთოდ, რაც არ უნდა გაგამხნევონ და გვერდში დაგიდგნენ, საკუთარ თავს ხელში თუ არ აიყვან და არ მოინდომებ, არაფერი გამოგივა, მონდომება კი ყოველთვის გიფასდება. მაგრამ ნდობას რომ ხედავ, ეს სხვა სტიმულია, ორმაგად ცდილობ პასუხისმგებლობა გაამართლო.

- შენი აზრით, წელს ბომბარდირობისთვის რამდენი გოლი იქნება საკმარისი?

- ჩემი აზრით, 20-იც საკმარისი იქნება. ვფიქრობ, რომ ამდენი მაინც უნდა გავიტანო, რადგან ყველა თავმოყვარე თავდამსხმელი ბომბარდირობისთვის იბრძვის. თუმცა ჩვენთან ძლიერი თავდამსხმელები თამაშობენ და ეს ძნელი ამოცანა იქნება.

- საქართველოში ყველა ლიდერ გუნდს იცნობ - მათ ფონზე "მეტალურგს" როგორ შეაფასებდი?

- ჩვენი მიზანი ჩემპიონობისთვის ბრძოლაა, რადგან კარგად დაკომპლექტებული და ამბიციური გუნდი გვყავს, ასეთივე არიან მწვრთნელი და ხელმძღვანელიც, რაც ბევრს ნიშნავს. ჩემი აზრით, "მეტალურგს" დიდი პოტენციალი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო