რუსთავური კლუბის მმართველებს საბჭოურ სიმბოლიკასთან ასოცირებული სახელი არ მოსწონთ
რუსთავის სტადიონზე 2010 წლის დასაწყისში ხელოვნურსაფარიანი მოედანი დააგეს. თავიდან უეფას კომისიამ მას კრიტიკული შეფასება მისცა, მაგრამ მერე პრობლემები გამოასწორეს და "ფოლადზე" ბურთის კარგად გაგორება შესაძლებელი გახდა.

თუმცა, რუსთავის "მეტალურგის" ახალი ხელმძღვანელობა ხალიჩის აღებას და ბუნებრივი ბალახის დაგებაზე ფიქრობს. ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ ზაფხულში გაჩნდა, როდესაც მეტალურგიულ ქარხანაში ახალი ხელმძღვანელების მისვლამ გუნდის მმართველობაშიც ცვლილებები გამოიწვია.

"მართლაც ასეა, "მეტალურგის" ხელმძღვანელები საფარის გამოცვლას და ხალიჩის ბუნებრივით შეცვლას აპირებენ. ხელოვნურ საფარს სათადარიგო მოედანზე გადაიტანენ, ცენტრალურზე კი მაღალი ხარისხის მოედანი დაიგება. როდის მოხდება ეს, ვერ გეტყვით, მაგრამ ეს საჭირო საქმე იქნება. ფეხბურთს ბალახზე თამაშობენ, ბუნებრივი საფარი კი ხელოვნურს ყველანაირად სჯობს - უფრო მეტია თამაშის ტემპიც და სილამაზეც, ხალიჩა კი ტრავმიანობისა და სხვა მრავალი პრობლემის მიზეზი ხდება", - გვითხრა "მეტალურგის" მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა.

"ბალახის დაგება მართლაც გვსურს, რადგან მინდორზე სულ სხვა ფეხბურთია და მოთამაშეებისთვისაც ბევრად უკეთესი იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამუშაოს უახლოეს პერიოდში დავიწყებთ. ეს როდის მოხდება, ძნელი სათქმელია, მაგრამ იდეაში გვაქვს" - ამბობს "მეტალურგის" მმართველი დირექტორი ბუბა ტყავაძე.

იმის გამო, რომ უეფა გრანტებს გამოყოფს, საქართველო ექსპერიმენტალურ პოლიგონად და ხელოვნურსაფარიანი მოედნების ცენტრად არ უნდა იქცეს. ფეხბურთი ბურთი და მოედანია და არა ბურთი და ხალიჩა. საქართველო კი ნორვეგია არ გახლავთ, სადაც ხალიჩა იძულებითი აუცილებლობაა. ამიტომაც ვფიქრობთ, "მეტალურგის" თავკაცების ეს ჩანაფიქრი რაც უფრო ადრე განხორციელდება, მით უკეთესი გუნდისთვის და ქართული ფეხბურთისთვის; რადგან წელს გამოჩნდა - ევროთასებზე რაც უფრო შორს წავიდნენ ქართული კლუბები, მით მეტმა ინფრსტრუქტურულმა პრობლემამ იჩინა თავი. ბოლოს კი უეფას ისტორიაში უნიკალური შემთხვევა მოხდა - მესამე ეტაპზე გასული ერთი ქვეყნის სამ კლუბს ერთ სტადიონზე ("ბორის პაიჭაძეზე") მოუხდა თამაში.

ამ დროს რუსთავში ბალახის საფარი რომ ყოფილიყო, "მეტალურგს" საფრანგეთის "რენის" "ფოლადზე" მასპინძლობის მეტი შანსი ჰქონდა.

და ბოლოს: რუსთავული კლუბის მმართველები სახელის შეცვლაზე ისევ ფიქრობენ, რადგან საბჭოურ სიმბოლიკასთან ასოცირებული "მეტალურგი" (კომუნისტური ქვეყნების გარდა, მსგავს არასაფეხბურთო სახელებს არსად იყენებდნენ) არ მოსწონთ.

"იდეაში სახელის შეცვლაზე ვფიქრობთ, ამ საკითხზე ვიმსჯელეთ კიდეც, მაგრამ სეზონის მსვლელობის დროს სახელის გადარქმევა სასურველი არ არის და ჯერ ამ იდეაზე თავი შევიკავეთ. თუმცა სახელი "მეტალურგი" უკეთესის სურვილს ნამდვილად ტოვებს" - გვითხრა ტყავაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

datol
უძლევი: პესიმისტო ინკვიზისტო.:D გორდა გორდა გორდა. არ გვინდა დინამო, ტორპედო, სპარტაკი, ტორპედო, ლოკომოტივი, პეტროვიჩი. მხოლოდ ქართლი ნუთუ ასე ძნელია კლუბის მფლობელებისთვის ქართული სიტყვის შეგუება?
უძლევი
გრძელდება კლოუნადა... რუსთავის გუნდისთვის სახელის შეცვლა როდის უნდა დამთავრდეს?! მიიღოს პარლამენტმა ერთი კანონი, რომლითაც რუსთავის გუნდისთვის სახელის შეცვლა დანაშაულად გამოცხადდება! :D ჰაერში გამოკიდებულ სურვილებს გეგმას მხოლოდ საქართველოში უწოდებენ :D როცა დაიწყებთ გამოცვლას, მაშინ თქვით, რას აბოლებთ ხალხს? :( სურვილი ჩვენ ყველას გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ რეალური გეგმა არის ეს სურვილი!!! ეს კომუნისტური ხანის მავნე ჩვევა - ყალბი დაპირებები - შემოგვრჩა: მაშინ ხომ ხუთწლედის გეგმაში რაც იყო არ ხორციელდებოდა, სამაგიეროდ ლოზუნგები და პლაკატები ყველგან ცარიელ დაპირებებს გამოხატავდნენ. ცვლილებები დღეს არის საჭირო და გადაუდებელი. თუ დღეს ვერ აკეთებთ არ არის საჭირო სურვილების გახმოვანება.
pepe
ამ გუნდს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სახელი ერქვა საქართველოში, თუ ყველაზე არა! "გორდა" ქართულადაც ტევადი და კარგად წარმოსათქმელია და ასევე ევროპული ენებისთვისაც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია საფეხბურთო კლუბის დასახელებისათვის!
pepe
ამ გუნდს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სახელი ერქვა საქართველოში, თუ ყველაზე არა! "გორდა" ქართულადაც ტევადი და კარგად წარმოსათქმელია და ასევე ევროპული ენებისთვისაც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია საფეხბურთო კლუბის დასახელებისათვის!
jibzu-rustaveli
აი მასე. გორდააააააააააა :) P.S.ბოდიში უნდა მოვიხადო, წეღან გონების მაგივრად გინება დამიწერია. მექანიკური შეცდომა იყო.
dato
ეგრე რა ბოლოს და ბოლოს როდემდე შეიძლება გუნდს საბჭოთა გადმონაშთების სახელი ერქვას? უნდა დარჩეს მარტო თბილისის "დინამო" და ქუთაისის "ტორპედო" და მერე შერცხვებათ ამ გუნდებსაც და ქარტულ სახელებს დაარქმევენ. იმედია რუსთავს გორდა დაერქმევა. გორდა გორდა გორდა გორდა გორდა გორდა
leo
au, gorda daarqvit ra, umagresi, qartuli, vajkacuri, lamazad mjgeri saxelia!
jibzu-rustaveli
აგაშენათ ღმერთმა. პირველი დიდი და ტრადიციის ჩამყრელი წარმატება რუსთავის გუნდს, მართლაც "გორდა"-დ ყოფნის პერიოდში ჰქონდა, ამიტომაც ეს სახელი გაჯდა ქარტVელი გულშემატკივრის გინებაში. შესაბამისად, მეც "გორდა"-ს მომხრე ვიქნები.
David
მადლობა ღმერთს! ერთი იმის სოვიეტიკა ტვინში ჩამახედა (თუ არსებობს ბუნებაში ეგეთი წარმონაქმნი), ვინც ამ წლის დასაწყისში ლამაზი სახელი "ოლიმპი" (გინდაც "გორდა", ან "რუსთავი", როგორც მეგობარმა აღნიშნა), "მეტალურგით" შეცვალა
Burton
ჯიგარი ხარ ბუბა! გეხვეწებით გადაარქვით "მეტალურგი", საშინელი სახელია! "ოლიმპი" მშვენიერი სახელი იყო. ასევე, კარგია "გორდა" და "რუსთავიც"!
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"