არგენტინა. აპერტურა. VII-VIII ტური: "ბოკა ხუნიორსი" ერთპიროვნული ლიდერია, "ესტუდიანტესმა" პირველად მოიგო
666-წუთიანი მშრალი სერია და მეკარის გოლი

თქვენს წინაშეა აპერტურის მე-7 ტურის მიმოხილვა, თუმცა ამ ქვეყანაში უკვე მე-8 ტურის ნაწილიც გაიმართა და არც ამ შეხვედრებს დავტოვებთ უყურადღებოდ.

ტურის მოვლენები

"ბოკა ხუნიორსი" ერთპიროვნული ლიდერია! ასეთი რამ კი სამ წელიწადზე მეტია არ მომხდარა. რა თქმა უნდა, ფალსიონის ფორმაციის "ბოკას" ჯერ კიდევ ბევრი უკლია კარლოს ბიანკის შესანიშნავ გუნდთან, თუმცა დღეისათვის პრაგმატიზმი პირველ ფონზე გადმოდის - ფალსიონის გუნდი კი ცხრილში პირველია.

გუნდში დაცვის ხაზი სტაბილურია, არადა, სწორედ დაცვა იყო "ბოკას" შარშანდელი კამპანიის მთავარი თავსატეხი, ახლა კი 7 მატჩში გუნდმა მხოლოდ 2 გოლი გაუშვა. მეკარე ორიონს თამაშიდან გოლი საერთოდ არ გაუშვია, ერთხელ საჯარიმოთი გაუტანეს და ერთხელ თავისივე ფეხბურთელმა "იყოჩაღა". ბოლოს "ბოკამ" სწორედ "ლანუსთან" წააგო, რომელსაც ამ ტურში აჯობა და გალიდერდა. მას მერე კი ბუენოსაირესელებმა ზედიზედ 17 მატჩი არ წააგეს.

"ესტუდიანტესმა" პირველად მოიგო და თანაც როგორ! 7-გოლიანი თრილერი სულ ბოლოს თავის სასარგებლოდ დაასრულა თავის. ამ მატჩს შეეწირა "არხენტინოს ხუნიორსის" თავკაცი პედრო ტროლიო, რომელიც უმალვე გადადგა.

შედეგების მიხედვით ეს გადადგომა ლოგიკურია, თუმცა თამაშით გუნდს ეტყობოდა, რომ ტროლიო მას კიდევ ბევრს შემატებდა. თუმცა თავად ტროლიომ ინება წასვლა. სხვათა შორის, მან თქვა, რომ თამაში 3:3-იც რომ მორჩენილიყო, მაინც წავიდოდა.

მაჩანჩალა "ბანფილდმა", როგორც იქნა, მოიგო, ჩემპიონატში კი პირველი გოლი გაიტანა. ამ ისტორიული გოლის ავტორი ხუან ელუჩანსია. იცით, რამდენი წუთის განმავლობაში ვერ გაჰქონდა ბურთი "ბანფილდს"? 666...

"სან ლორენსოს" კრიზისი აშკარაა, დიდებული სტარტის მერე არეული თამაში. ზუსტად ასეთი რამ შეემთხვა ბოლო სეზონში "რასინგს".

ტურის მოვლენად ჯოვანი მორენოს გოლი შევრაცხეთ, მართალია, ამ საჯარიმოთი "რასინგმა" ვერ მოიგო, მაგრამ "ჯიოს" ფანტასტიკური ცაცია ისევ სჩადის საოცრებებს.

რამონ დიასის "დებიუტი" "ინდეპენდიენტეში" უღიმღამო გამოდგა, მისმა გუნდმა შინ "კოლონთან" 0:1 წააგო. "სანტა ფეს" მეკარე ენრიკე ბოლონიამ გოლი თამაშიდან გაიტანა! მან თავისივე გაფუჭებულ პენალტის დაამატა - ესეც ტურის კურიოზი.

ტურის ციფრები

29 გოლი ტურში არაა ურიგო შედეგი, ამ ჩემპიონატისთვის კი სულაც ფანტასტიკურია. 17:12 სტუმრების სასარგებლოდ.

ტურში ორი დუბლი შეასრულდა, თავი "ოლიმპოს" ფორვარდმა ხულიო ფურჩმა და "ესტუდიანტესის" მარჯვენა მცველმა გაბრიელ მერკადომ გამოიჩინეს.

ტურის მატჩი

"ესტუდიანტესი" VS "არხენტინოსი"

ლიდერთა ბრძოლა ამ შეხვედრასთან ახლოსაც ვერ მივიდა.

ტურის გმირი

გაბრიელ მერკადო (ესტუდიანტესი)

სამწუხაროა, რომ ამ კარგ მარჯვენაფლანგელს ნაკრებში შანსს არ აძლევენ. "არხენტინოსთან" მატჩში მერკადომ გუნდის პირველი და ბოლო (გადამწყვეტი) გოლები გაიტანა.

ტურის გოლები

სანტიაგო სალსედო (არხენტინოსი), ჯოვანი მორენო (რასინგი), ხუან ელუჩანსი (ბანფილდი).

VII ტური

ინდეპენდიენტე-კოლონი 0:1

გოლი: 0:1 იგუაინი (16)

ოლიმპო-გოდოი კრუსი 2:2

გოლები: 0:1 სანჩესი (44), 1:1 ფურჩი (60), 2:1 ფურჩი (65), 2:2 კარუსო (77)

გაძევება: ზ. გარსია (37. გოდოი კრუსი)

სან მარტინი-ბელგრანო 0:1

გოლი: 0:1 პერესი (82)

ტიგრე-არსენალი 2:2

გოლები: 0:1 სელაია (32), 1:1 მორალესი (53-პენ), 2:1 ეჩევერია (60), 2:2 ბურდისო (85)

გაძევება: კამპესტრინი (72. არსენალი)

ოლ ბოისი-ბანფილდი 0:1

გოლი: 0:1 ელუჩანსი (68)

სან ლორენსო-ატლეტიკო 1:3

გოლები: 0:1 განდინი (69), 1:1 ს. გონსალესი (88), 1:2 ფ. გონსალესი (90), 1:3 ა. კასტრო (90-პენ)

გაძევება: რომეო (90. სან ლორენსო)

ნიუელსი-ველესი 1:1

გოლები: 0:1 ა. ფერნანდესი (78), 1:1 ვალენსია (89)

ესტუდიანტესი-არხენტინოსი 4:3

გოლები: 0:1 სალსედო (3), 0:2 ბარსოლა (32), 1:2 მერკადო (36), 2:2 კარილიო (40), 3:2 მ. ფერნანდესი (44), 3:3 ბარერა (85), 4:3 მერკადო (86)

ლანუსი-ბოკა 1:2

გოლები: 0:1 ვიატრი (5), 1:1 ინსაურალდე (46 ს.კ.), 1:2 ერვიტი (61)

სანტა ფე-რასინგი 1:1

გოლები: 0:1 მორენო (10), 1:1 ბოლონია (67)

გაძევება: ბარალესი (71. სანტა ფე)

VIII ტური

არსენალი-ოლ ბოისი 1:2

გოლები: 0:1 ფერეირა (19), 0:2 ფერეირა (34), 1:2 ლ. ლოპესი (90)

კოლონი-სან მარტინი 0:0

ბანფილდი-ოლიმპო 1:1

გოლები: 0:1 როლე (26), 1:1 ლასო (55)

გვიან დასრულდა: ველესი-სან ლორენსო, ატლეტიკო-ინდეპენდიენტე, ბელგრანო ლანუსი, რასინგი-ნიუელსი.

დღეს: გოდოი კრუსი-სანტა ფე, არხენტინოსი-ტიგრე, ბოკა-ესტუდიანტესი

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბოკა 7 5 2 0 10-2 17

2. ატლეტიკო 7 5 1 1 12-6 16

3. კოლონი 8 4 3 1 8-5 15

4. ლანუსი 7 4 2 1 9-3 14

5. რასინგი 7 3 4 0 7-2 13

6. ტიგრე 7 3 3 1 10-7 12

7. ბელგრანო 7 3 3 1 8-5 12

8. გოდოი კრუსი 7 3 2 2 13-10 11

9. სანტა ფე 7 2 3 2 5-7 9

10. ოლ ბოისი 8 2 3 3 7-12 9

11. ველესი 7 2 2 3 7-6 8

12. ნიუელსი 7 1 5 1 5-5 8

13. არსენალი 8 2 2 4 9-10 8

14. ინდეპენდიენტე 7 2 1 4 3-6 7

15. სან ლორენსო 7 2 1 4 8-10 7

16. ოლიმპო 8 1 4 3 7-10 7

17. სან მარტინი 8 1 4 3 5-7 7

18. ესტუდიანტესი 7 1 2 4 8-13 5

19. არხენტინოსი 7 0 4 3 6-13 4

20. ბანფილდი 8 1 1 6 2-10 4

ბომბარდირები: 5 - რამირესი (გოდოი კრუსი); 4 - განდინი (ატლეტიკო), გუტიერესი (რასინგი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად