დაპირისპირების ახალი ტალღა ქართულ ძიუდოში - არც სპორტსმენებს სურთ ზაიზენბახერის ხელმძღვანელობით ვარჯიში

საქართველოს ძიუდოს ფედერაცია უარს ამბობს ავსტრიელი პეტერ ზაიზენბახერის გაშვებაზე და მის ნაცვლად ნაკრების სათავეში შოთა ხაბარელის მოყვანაზე

საქართველოში მოვლენები ისე სწრაფად იცვლება ხოლმე, არაფერი გვიკვირს. მათ შორის - სპორტშიც და კონკრეტულად, ძიუდოშიც. მით უფრო, სპორტის ამ სახეობაში ბოლო წლებში იმდენი სიბინძურე ვიხილეთ. ამიტომ დღეს მომხდარი ფაქტი არ გაგვკვირვებია, თუმცა უსიამოვნო ამბად კი დაგვრჩა - საქართველოს ძიუდოს ფედერაცია უარს ამბობს ავსტრიელი პეტერ ზაიზენბახერის გაშვებაზე და მის ნაცვლად ნაკრების სათავეში შოთა ხაბარელის მოყვანაზე.

დაგვეთანხმებით, ეს ამბავი ძალიან ჰგავს გიორგი ნემსაძის საქვეყნოდ ცნობილ ისტორიას...

ბუნებრივია, მომხდარის მიზეზად სხვადასხვა ვერსია დასახელდება, მაგრამ ამ ყველაფრის უკან პოლიტიკური ხლართებიც ნათელია. ამიტომ მოვლენათა ასეთი ცვლილება არც გამკვირვებია. მეტიც - ველოდი კიდეც. ხაბარელის საკითხი იმთავითვე მჭიდროდ გადაეხლართა პოლიტიკას და კულვარული ბრძოლის საგნადაც იქცა. ის ძალები, რომლებმაც თავის დროზე ნაკრებიდან მისი წასვლა განაპირობეს, დღესაც რჩებიან წამყვან თანამდებობებზე პარლამენტში, სამინისტროში, ხელისუფლებაში. ამიტომ ამ ეტაპზე ხაბარელის კანდიდატურის დასახელებას არ ველოდი და ძალიანაც გამიკვირდა, როცა ეს 19 სექტემბერს სეოკ-ის ოფისის გახსნის ცერემონიალზე ეს ამბავი გავიგე. მაშინვე ვიკითხე, ახლაც პოლიტიკური დაპირისპირების საგანი ხომ არ გახდება-მეთქი. მაშინ კი დამამშვიდეს, არაო, მაგრამ ფაქტი ჯიუტია.

სამწუხაროდ, პოლიტიკური ძალების ჩარევა სპორტში სულ უფრო ძლიერდება, რაზეც თავად სპორტსმენებიც გამოთქვამენ უკმაყოფილებას, თუმცა მხოლოდ ჩუმად.

ზაიზენბახერის პოსტზე დატოვებას რაც შეეხება, მისი შეცვლა ნამდვილად არაა ჩვენი თვითმიზანი, თუმცა ფედერაციის პოზიციაში იმთავითვე მსოფლიოს ჩემპიონატზე მომხდარი მარცხის "გაპრავების" მცდელობა დავინახეთ. ჩვენთვის მიუღებელი სწორედ ეს გამართლებაა, რადგან სიმართლე თუ არ ითქვა, მაშინ იგივე შეცდომებიც გარანტირებულია და ოლიმპიადაზეც - იგივე შედეგი, რაც პარიზში მივიღეთ.

ფედერაციის პოზიციაც გაუგებარია, რატომ ებღაუჭება ასე ავსტრიელს, როცა მისი სამწვრთნელო შესაძლებლობები არც ისე მაღალი ყოფილა - მსგავს შედეგს ჩვენი მწვრთნელებიც აღწევდნენ, ხოლო ფიზმომზადებაში ახალგაზრდულ გუნდებში არანაკლები მიღწევები ჰქონდათ სოსო ლიპარტელიანს და გიორგი გუგავას.

ავსტრიელი იმთავითვე რატომღაც ფედერაციის პროტეჟე ჩანდა და ალბათ, ამიტომაც გაუფორმეს ჩუმად და მალულად კონტარქტი ოლიმპიადამდე, როცა თავდაპირველად ოფიციალურ ცერემონიალზე მასთან ხელშეკრულება მხოლოდ მსოფლიოს პირველობამდე დადეს.

არაა გამორიცხული, ამ ამბით ქართულ ძიუდოში დაპირისპირების ახალი ტალღა აგორდეს. უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზაიზენბახერის ხელმძღვანელობით ვარჯიში არც სპორტსმენებს სურთ, რომლებიც მსოფლიოზე მარცხის მიზეზს მის სავარჯიშო მეთოდიკაში ხედავენ, ხოლო თავად ხაბარელი ამ საღამოს სპორტის სამინისტროში იყო დაბარებული.

არ გამოვრიცხავთ, ხაბარელმა ამის შემდეგ უცხოეთსაც მიაშუროს სამუშაოდ, რისგანაც აქამდე კატეგორიულად იკავებდა თავს. თუ წავა, არც გაემტყუნება.

irakli dolaberidze
ნაკრების პორტსმენები რაღამ დააბეჩავა
irakli dolaberidze
ქარტული სპორტის კლასიკური ნაცოკუპაცია. მაგრამ რად გინდა, ხმას არავინ იღებს. კველაფერი თავის დროზე ოლიმპიური კომიტეტის, სპორტული ფედერაციების, სპორტის დეპარტამენტის, შემდეგ სამინისტროს გადაჯიშებით და სპორტის აკადემიის გაუქმებით დაიწყო. ეს მიზანმიმართული სპორტის სახელმწიფო პოლიტიკა სპორტის განვითარებისთვის ნადვილად არაა მიმართული. ყველაფერი, როგორც კველგან, სპორტშიც პიარისთვის კეთდება. შედეგი არავის აინტერესებს. არ მეგონა სპორტული საზოგადოება ასე თუ დაბეჩავდებოდა. არადა ყველა სახელმწიფოში სპორტსმენებს სიტყვა ეთქმით, მათ შორის ხელისუფლებაშიც.
zaza sigu
ჩვეულებრივი სტანდარტული სიტუაციაა, ეხლა რეგბს და კალადბურთს დავასამარებთ და დამთავრდება ამით ყველაფერი.
zviadi
რატომ გიკვირთ ხაბარელის ამბავი ჩვენ ხომ ჩვენს პროფესიონალებს არასდროს ვახარებდით. ახალი არაფერი ხდება და ასე იქნება უკუნითი უკუნისამდე. მაგრამ ისტორია უსამართლოებს სამართლიანად განსჯის და მწარე იქნება მათი ხვედრი.
gio73
ზუხუშა კარგად გამოგივიდა ნათქვამი;ერთს დავამატებ:სამართალი ვის ხელშიც არის დღეს,იმ ხალხს ნაგვისა რა მოგახსენო და მძ....-ის ჭამა კი უყვართ მაგრად,თუმცა გემოვნებაზე არა დავობენ,მიირთვან რამდენიც უნდათ,ჩვენ ქვეყანას მოშორდნენ ოღონდაც.
shalva
სირცხვილია რა უკვე მერამდენედ ლობი და პროტეჟე ქართული საქმის ქართული სულის საწინააღმდეგოდ კეთდება, აქ მარტო შოთა ხაბარელში არაა საქმე,
ზეზვა
ხაბარელიც იშოვის ჩემზე მეტ ფულს და კოკოშკოვიც - ანუ ჩემი დასაცავი არც ერთს არაფერი სჭირს. უბრალოდ, ასე თუ გავაგრძელეთ, ქვეყანა და ერი დავრჩებით ძველებურად მათხოვრები.
jibzu
ხაბარელის ღისრნი უნდა იყო. ჩვენ კი არ ვართ მისი ღირსები როგორც ჩანს. და ეს ნაც "ელიტა" ბევრ რამეს დამარხავს საკუთარ დამარხვამდე. სამცუხაროდ მოასცრებს ამას, ასეტი პირი უჩანს სქმეს :(
zuxusha
რას ნიშნავს კითხვითი ნიშანი? ვერ გავიგე საბოლოოდ, უარი უთხრეს, თუ არა. თუ უარი უთხრეს, მაშინ, რომ ვწერდი, სამართალმა პური ჭამა-მეთქი, პური კი არა, ნაგავი უჭმევიათ!
გადაწყვეტილია - ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრებს ჩაიბარებს
"არ ვაპირებ ისევ წავაგო, ისევ მე გავნადგურდე და ხალხი მშვიდად იყოს, თავის სკამებს უფრთხილდებოდნენ" - ეთერ ლიპარტელიანი
ლაშა გუჯეჯიანმა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა