ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

აღმაფრენა შვეიცარიელი პილოტით

აღმაფრენა შვეიცარიელი პილოტით

გერმანიის მოქმედი ჩემპიონი კრიზისშია, სამაგიეროდ, ყველასათვის მოულოდნელად, დორტმუნდის სეხნიამ, მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" დაიწყო აღმაფრენა
გერმანიის მოქმედი ჩემპიონი კრიზისშია, სამაგიეროდ, ყველასათვის მოულოდნელად, დორტმუნდის სეხნიამ, მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" დაიწყო აღმაფრენა.

"გლადბახის" ფანებს თავი ზღაპარში ჰგონიათ: გუნდი, რომელიც წინა სეზონში ელიტიდან გავარდნას ძლივს გადაურჩა, ექვსი ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა და ერთპიროვნულ ლიდერ "ბაიერნს" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.

თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მიონხენგლადბახელები ზაფხულში დიდად არ გაძლიერებულან, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ "გლადბახის" აღმაფრენის მთავარი მიზეზი მისი პილოტი, შვეიცარიელი მწვრთნელი ლუსიენ ფავრია.

ეს უკანასკნელი კი არ მალავს, რომ წარმატების გასაღები ტაქტიკურ დისციპლინაშია, რომელიც მან გუნდში მისვლის დღიდანვე გაამკაცრა. ფავრის ხელში "ბორუსია" ბურთისთვის ბოლომდე იბრძვის და ცდილობს, მოედანზე მიმდინარე პროცესი აკონტროლოს - "გლადბახი" მეორე ნომრად აღარ თამაშობს და შედეგიც სახეზეა.

"როცა საკუთარი თავის და დასახული მიზნების მიღწების გჯერა, ყველაფერი შესაძლებელია, - აცხადებს მიონხენგლადბახელთა ახალგაზრდა ლიდერი მარკო როისი და იქვე დასძენს, - თუმცა არაფრისდიდებით არ უნდა გადავაჭარბოთ.

ექვსი ტურის შემდეგ მესამე ადგილზე ყოფნა ძალიან სასიამოვნოა და ნამდვილად არ არის შემთხვევით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა ჩემპიონობაზე ან თუნდაც ჩემპიონთა ლიგის საგზურზე უნდა ვიფიქროთ. ეს უდიდესი სისულელე იქნებოდა.

მართალია, მადა ჭამაში მოდის, მაგრამ რეალისტებად უნდა დავრჩეთ. ყველას გვახსოვს გასული სეზონი და ის, რომ მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებას სულ ბოლოს, ფლეი ოფშიღა გადავურჩით.

მართალია, მაშინაც ვიცოდით, რომ ზოგადად მეტი შეგვეძლო, მაგრამ არა ჩემპიონობა ან ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა. რაც არ უნდა იყოს, ჯერ მხოლოდ 13 ქულა გვაქვს მოპოვებული, რაც არცისე ბევრია, როგორც ეს მე-6 ტურის შემდეგ ჩანს. შრომა უნდა გავაგრძელოთ."

როისის ეს სიტყვები როგორც ჩანს, ფავრისგან მოდის, რომელიც მეცხრე ცაზე მყოფი ფეხბურთელებისა და ქომაგების მიწაზე დაბრუნებას ცდილობს და ყველას აფრთხილებს, რომ სეზონი მძიმე იქნება. თუმცა ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ მას მერე, რაც "გლადბახს" ლუსიენი წვრთნის, შვეიცარიელმა გუნდს თავისი ხელწერა დაატყო და თანაც იმდენად აშკარად, რომ გუნდის თამაშის ყურების დროს ყველაფერი ნათლად ჩანს.

მწვრთნელთან ერთად, უფრო სწორად, მწვრთნელიდან გამომდინარე, "გლადბახის" წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი დაცვის სტაბილურობა და ზოგადად გუნდის კომპაქტური დგომაა. შარშან მიონხენგლადბახელები ძალიან ბევრ გოლს უშვებდნენ და შვეიცარიელმა სპეციალისტმა პირველ რიგში დაცვა დააყენა, რაც ნებისმიერი გუნდისთვის ფუნდამენტია ხოლმე - მნიშვნელობა არ აქვს, ეს გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობს, თუ დაცვითს.

"გლადბახი" ბურთის ფლობას არ ერიდება, სწრაფ კომბინაციებს ახორციელებს და რაც ასევე შესამჩნევია, ფეხბურთელები ყველა თამაშში მოთმინებით ელიან თავიანთ მომენტს.

დიდი დაკვირვება არ სჭირდება იმის დამტკიცებას, რომ ფავრის ხელში "ბორუსია" ძალიან ცოტა გოლს უშვებს - ექვს ტურში მარკ-ანდრე ტერ შტეგენის კარი ხომ მხოლოდ 3-ჯერ დაილაშქრა. საინტერესოა ისიც, რომ "გლადბახი" თამაშებს უმეტესად ერთბურთიანი უპირატესობით იგებს - ბუნდესლიგის ბოლო 10 შეხვედრიდან მიონხენგლადბახელებმა ხუთი (!) 1:0 მოიგეს.

ლუსიენ ფავრის ხელში გუნდის ტაქტიკური სქემა კლასიკური 4-4-2-ია, ორი საყრდენითა და ორი გარემარბით. თავდასხმის საოცნებო დუეტად კი მარკო როისისა და იგორ დე კამარგოს წყვილი ჩამოყალიბდა. ეს შემტევები გასულ უქმეებზე, "ჰამბურგთან" მატჩშიც ძალიან კარგად კომბინირებდნენ და გეხსომებათ, "ბორუსიამ" ჩრდილოგერმანული კლუბი სწორედ დე კამარგოს გოლით (1:0) დაამარცხა.

ჰანკე ადგა, ბრუვერსი დაწვა

გუშინ რომან ნოიშტედტერმა გუნდთან ერთად ივარჯიშა, რამაც ფავრი ძალიან გაახარა, სამაგიეროდ, დაშავდნენ ნახევარმცველი ლუკას რუპი და მცველი როელ ბრუვერსი.

რუპის ტრავმა ფავრისთვის არცისე პრობლემატურია, აი, ბრუვერსი კი დაცვის ხაზს ძალიან სჭირდება. დაცვის ცენტრში ლუსიენი დანტესთან ერთად უმეტესად სწორედ ბრუვერსს ათამაშებს ხოლმე, რომელმაც ზაფხულში მარტინ შტრანცლი სასტარტო შემადგენლობიდან ამოაგდო.

თუმცა უახლესი ინფორმაციით, ბრუვერსი ლაზარეთში დიდხანს არ დარჩება. სამაგიეროდ, უკვე სრულად ჯანმრთელია და მომავალ ტურში მოედანზე გასვლას აუცილებლად მოახერხებს თავდამსხმელი მაიკ ჰანკე, რომელსაც ლუსიენი ეგრევე ძირითად შემადგენლობაში არ გაამწესებს. როისი და დე კამარგო ძალიან კარგ ფორმაში არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰანკესა და რაულ ბობადილიას სათადარიგოთა სკამისთვის შეგუება მოუწევთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლიონმა" ფეხბურთელების გაშვება დაიწყო - მორეირა ბუნდესლიგაში გადავიდა

საიბარის კარგი პერიოდი აქვს - ბრაზილიას გაუტანა და ახლა "ბაიერნში" გადავიდა

დემიკელისი ბუნდესლიგაში მიდის - მისი ახალი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს

"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა

თურქეთი მუნდიალს 98-ე წუთზე მოპოვებული გამარჯვებით დაემშვიდობა - პარაგვაიმ და ავსტრალიამ ფრედ ითამაშეს

"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა

20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან

ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს

ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა

20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა

პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა

ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული

აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე

მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება

"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე

პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა

[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა

[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა

საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა

[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...

"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს