ერთ დროს გერმანული სამეკარეო სკოლის ამომავალ ვარსკვლავად შერაცხული ტიმო ჰილდებრანდი დღესდღეობით უმუშევარია
გერმანიის ნაკრების ყოფილი მეკარე, ერთ დროს გერმანული სამეკარეო სკოლის ამომავალ ვარსკვლავად შერაცხული ტიმო ჰილდებრანდი დღესდღეობით უმუშევარია.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, 32 წლის ტიმომ მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებულ ფრანკფურტის "აინტრახტში" დაიწყო ვარჯიში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფრანკფურტულ გუნდში თამაში შეუძლია.

"აინტრახტის" მთავარი მწვრთნელი არმინ ფეეა, რომელიც 2007 წელს "შტუტგარტს" ხელმძღვანელობდა და ეს გუნდი გერმანიის ჩემპიონი გახადა - მაშინ შვაბენლანდური კლუბის კარს სწორედ ჰილდებრანდი იცავდა. ტიმოს "აინტრახტთან" ერთად ვარჯიშის ნება სწორედ ფეემ დართო და არ მალავს, ეს თვითონ ჰილდებრანდმა მთხოვაო.

"მთავარი ის არის, რომ გუნდთან ერთად ვვარჯიშობ, რაც მოდუნების და ფორმიდან ამოვარდნის საშუალებას არ მომცემს," - ამბობს 32 წლის კიპერი, რომელიც ბოლოს ლისაბონის "სპორტინგში" იყო, მაგრამ ვერც იქ შეძლო ძველებურად თამაში, რის გამოც ზაფხულში ისევ უკლუბოდ დარჩა. ფეე ამბობს, რომ ტიმოს გუნდში აყვანაზე და მის კარში ჩაყენებაზე არ ფიქრობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის