საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა სადისციპლინო მოსმენები მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას ეროვნულ გუნდში მომხდარი სკანდალის შესახებ.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა სადისციპლინო მოსმენები მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას ეროვნულ გუნდში მომხდარი სკანდალის შესახებ. ამ ინციდენტის თაობაზე დაიკითხა სამი ფეხბურთელი, რომლებიც "სამფეროვანთა" სამუნდიალო განაცხადში იყვნენ.

სპორტული საქმოსნების კითხვებს პასუხი მცველებმა პატრის ევრამ და ერიკ აბიდალმა, ასევე ნახევარმცველმა ჟერემი ტულალანმა გასცეს. მოსმენებზე თავდამსხმელი ნიკოლა ანელკა და ნახევარმცველი ფრანკ რიბერიც იყვნენ დაბარებულები, მაგრამ ეს წყვილი ფედერაციას არ ესტუმრა. რიბერი პარიზში მიუნხენის "ბაიერნმა" არ გამოუშვა და მის ინტერესებს ადვოკატი იცავდა, ხოლო ანელკას არდასწრების მიზეზებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს, მექსიკის ნაკრებთან 0:2 წაგების შემდეგ, ანელკამ თავისი გუნდის დამრიგებელ რაიმონ დომენეკს შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო 19-ში ანელკა გუნდიდან გააგდეს. "ჩელსის" ფორვარდს თანაგუნდელები გამოექომაგნენ და პროტესტის ნიშნად 20 ივნისს ვარჯიში იუარეს. 21-ში ფრანგებმა გაფიცვა შეწყვიტეს და ივარჯიშეს, მაგრამ რა ხეირი - მასპინძელ სამხრეთაფრიკელებთან 1:2 წააგეს და ტურნირს გამოეთიშნენ.

ნაკრების ფიასკოსა და სკანდალის გამო საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ჟან-პიერ ესკალეტმა თანამდებობა დატოვა, გადადგა დომენეკიც, ხოლო "მამლების" ახალმა თავკაცმა ლორან ბლანმა ამ თანამდებობაზე თავის სადებიუტო, ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩზე სამხრეთ აფრიკაში ნამყოფი 23 ფრანგიდან არცერთი არ გამოიძახა.

მოსმენების ბოლოს კომისიამ სასჯელებიც ჩამოარიგა: ნიკოლა ანელკა საფრანგეთის ნაკრების 18 მომდევნო მატჩს გამოტოვებს, პატრის ევრა - 5-ს, ფრანკ რიბერი - 3-ს, ჟერემი ტულალანი - ერთს, ხოლო ერიკ აბიდალის ადვოკატმა კომისიის წევრები თავისი კლიენტის უდანაშაულობაში დაარწმუნა და დისკვალიფიკაციას გადაარჩინა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა