გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) გუშინ კარიერაში პირველად ჩემპიონის ტიტულის მატარებელი 184-კილოიანი ფალავანი ესტონელი ბარუტო დაამარცხა
თუკი აქამდე 24 წლის გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) იმით იყო გამორჩეული, რომ ელიტის ყველაზე მძიმე რიკიშია (199 კილოგრამს იწონის), მაგრამ სერიოზული მიღწევა არ ჰქონია, ამიერიდან მას ელიტის ელიტაც (იოკოძუნა, ოძეკები და სხვები) უნდა უფრთხოდეს, რადგან მან გუშინ კარიერაში პირველად დაამარცხა ფალავანი, რომელიც ჩემპიონის ტიტულს ატარებს - 184-კილოიან ესტონელ ბარუტოს მოუგო.

გაგამარუს სულ 7 წამი დასჭირდა ქართველთა მეგობრის, მაგრამ ამავე დროს ძალიან უხერხული მეტოქის დოჰიოდან გასადევნად. ამ მოგებით ჩვენებურმა ოძეკის საჩემპიონო შანსი მოუსპო. 26 წლის ბარუტო აქამდე 4-ჯერ შეხვედრია კოკაის (ლევან ცაგურია) და მათ შორის 2:2-ია, 10-ჯერ უბრძოლია ტოჩინოშინთან (ლევან გორგაძე), ბალტიელი 9:1-ს იგებს, გაგამარუს კი გუშინ პირველად დაუპირისპირდა.

ესეც მე-10 მოგება (თანაც, ზედიზედ!) და "სუფთა" მეორე ადგილი, წინ მხოლოდ ერთი სუმოისტია - დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო (11-0), 10 მოგება კი მხოლოდ ჩვენებურს აქვს.

გუშინ გამორჩეული დღე იყო ჩვენთვის - აკი ბაშოზე სამივე ქართველმა მოიგო, სამივემ ძალიან მნიშვნელოვანი ორთაბრძოლა. კოკაიმ ამ გამარჯვებით კაჩი კოში ანუ დადებითი ბალანსი და ელიტაში დარჩენა (რეიტინგში წინსვლით) დაიბევა. ტოჩინოშინმა მოიგო და ბაშოს დადებითი ბალანსით დასრულების შანსი შეინარჩუნა, ახლა ლევანს დარჩენილი 4 ორთაბრძოლიდან 3-ის მოგება ესაჭიროება.

XI დღე: ჰაკუჰო-კაკურიუ (სუკუინაგე), ჰარუმაფუჯი-კისენოსატო (უვატედაშინაგე), გაგამარუ-ბარუტო (ოკურიდაში), ტოჩიოძანი-კოტოშოგიკუ (ოშიდაში), ტოიონოშიმა-ვაკანოსატო (იორიკირი), იოშიკაძე-არანი (ჰატაკიკომი), ჰომაშო-ოკინოუმი (მაკიოტოში), ტაკეკაძე-ტოკიტენკუ (ცუკიოტოში), ტოჩინოშინი-ტაკაიასუ (უვატენაგე), მიაბიამა-კაისეი (ჰატაკიკომი), კიოკუტენჰო-გოეიდო (იორიკირი), ვაკაკოიუ-საგაცუკასა (ჰიკიოტოში), ფუჯიაზუმა-ტამაასუკა (ცუკიდაში), კიტატაიკი-ტოჩინოვაკა (ოშიდაში), ტოიოჰიბიკი-ტოსაიუტაკა (ცუკიდაში), კოკაი-ტამავაში (ჰიკიოტოში), კიმურაიამა-ამინიშიკი (ჰიკიოტოში), ასასეკირიუ-ჰოჩიამა (უვატენაგე), შოტენრო-იოშიაზუმა (იორიკირი), დაიდო-ტაკანოიამა (სუკუინაგე).

სატურნირო მდგომარეობა

11-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა).

10-1: გაგამარუ (მაეგაშირა 11).

9-2: კოტოშოგიკუ (სეკივაკე), კიტატაიკი (მ 11).

8-3: ბარუტო (ოძეკი), კისენოსატო (სეკივაკე), კიოკუტენჰო (მ 10), კოკაი (მ 16)... 5-6: ტოჩინოშინი (მ 4).

XII დღე: ჰაკუჰო-კისენოსატო, ბარუტო-კაკურიუ, ჰარუმაფუჯი-ტოჩიოძანი, გაგამარუ-კოტოშოგიკუ, არანი-ტაკაკეძე, ტოიონოშიმა-იოშიკაძე, ოკინოუმი-ვაკანოსატო, ჰომაშო-გოეიდო, ტოკიტენკუ-ფუჯიაზუმა, ტოჩინოშინი-კაისეი, მიაბიამა-საგაცუკასა, კიტატაიკი-ვაკაკოიუ, ამინიშიკი-ტაკაიასუ, კოკაი-ტოჩინოვაკა, შოტენრო-ტოიოჰიბიკი, კიოკუტენჰო-ტაკანოიამა, ტამავაში-ტოსაიუტაკა, ასასეკირიუ-ტამაასუკა, იოშიაზუმა-ჰოჩიამა, დაიდო-კიმურაიამა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"