მარნეულში ქართული ჭიდაობის გუნდური პირველობა სწორედ ახლახან აშენებულ ბრწყინვალე სპორტკომპლექსში გაიმართა
თუ ზოგიერთი სპორტული ბაზა ინგრევა, ბევრი ახალიც შენდება. მარნეულში ქართული ჭიდაობის გუნდური პირველობა სწორედ ახლახან აშენებულ ბრწყინვალე სპორტკომპლექსში გაიმართა.

ეს იყო წლეულს რიგით მესამე გუნდური პირველობა ქართულ ჭიდაობაში. პირველი ორი მცხეთასა და გორში ჩატარდა.

მესამე ასპარეზობის ორგანიზატორი იყო ქვემო ქართლის გუბერანტორი დავით კირკიტაძე. გაისად კი ქვემო ქართლი ამ ტურნირს ორჯერ - გაზაფხულზე და შემოდგომაზე უმასპინძლებს.

ამჯერადაც ტრადიციულად რვა რეგიონის გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს - იმერეთი, ქვემო ქართლი, აფხაზეთი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი, თბილისი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და შიდა ქართლი. თითოეულ გუნდში იყო 5-5 მოჭიდავე. 60, 70, 80, 90 და +90 წონით კატეგორიებში, პლიუს 2 სათადარიგო. ტრადიციულია ისიც, რომ მონაწილეთაგან ნახევარი ფავორიტი, ნახევარი - აუტსაიდერია.

როგორც ყველა ქართული ჭიდაობის გუნდურ პაექრობას სჩვევია, მარნეულის ტურნირმაც ემოციურ ატმოსფეროში ჩაიარა.

ნაცნობი გუნდები და ნაცნობი მოჭიდავეები მცირედის გამოკლებით, ასევე ნაცნობი მსაჯები და სიახლე - მარნეულის სპორტკომპლექსი, სადაც პირველად აჟღერდა ქართული ჭიდაობის მუსიკა. ამ საზეიმო შერკინებას ესწრებოდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძე (მთავარი მსაჯი თეიმურაზ გიორგაძე).

მესამე ადგილისათვის თბილისის გუნდმა 3:2 მოუგო შიდა ქართლს. ფინალურ შეხვედრაში კი ქვემოქართლელებმა მცხეთა-მთიანეთის გუნდს აჯობებს. პირველ ადგილზე გასულებს 7000 მეორეზე 5000, მესამეზე 4000 ლარი გადაეცათ.

გამარჯვებული გუნდის ღირსებას იცავდნენ გიორგი ტაბატაძე (60), ნიკა ბაშარული (70), ამბაკო ავალიანი (80), ლაშა ბერიძე (90) და ლომერ ჟორჟოლიანი (+90).

გაბრიელ ბარჯაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნახევარფინალში თუშიშვილი დაამარცხა - საბა ინანეიშვილი ქართულ ჭიდაობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
2024 წლის 11 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში გაიმართა შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ასე აღნიშნა ლაშა ბექაურმა ტატო გრიგალაშვილის მსოფლიო ჩემპიონობა [VIDEO]
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა