რუმინელები მსოფლიოს თასის დაწყებამდე აცხადებდნენ, რომ ახალ ზელანდიაში მხოლოდ "ბორჯღალოსნების" დასამარცხებლად მიდიან
საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს მსოფლიოს თასის გათამაშებაში 28 სექტემბერს პალმერსტონში რუმინეთის ერეოვნულ გუნდთან გამართავს. მანამდე კი ჩვენი მეტოქე 24 სექტემბერს ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება.

"სტეჟარის" თავკაცი რომეო გონტინიაკი დილემის წინაშე დგას. რუმინეთის ნაკრების ყოფილ შუამარბს ვერაფრით გადაუწყვეტია, როგორ მოიქცეს, "პომებთან" სათადარიგო მორაგბეები ათამაშოს და ძირითადი, წამყვანი მოთამაშეები დაასვენოს თუ პირიქით.

რუმინელები საქართველოს ნაკრებთან მატჩს გადამწყვეტად მიიჩნევენ. ისინი ჯერ კიდევ მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე ღიად აცხადებდნენ, რომ ახალ ზელანდიაში მხოლოდ საქართველოს ნაკრების დასამარცხებლად მიდიან.

"დიდი ხანია ვფიქრობთ, როგორ მოვიქცეთ. სათადარიგო მორაგბეებით ინგლისთან თამაში დიდი ავანტურაა, თუმცა მეორეს მხრივ საქართველოს ნაკრებთან თამაშს ჩვენთვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ჩვენ ქართველებს დავამარცხებთ, ეს შესაძლოა რუმინეთში რაგბის აღორძინების დასაწყისი გახდეს. ვნახოთ, ვიფიქრებთ და მალე გადავწყვეტთ როგორ მოვიქცეთ", - თქვა დანიდინში ჩასვლისას გამართულ პრესკონფერენციაზე რუმინეთის ნაკრების მწვრთნელმა რომეო გონტინიაკმა.

იმავე პრესკონფერენციაზე რუმინელთა ლიდერმა, შერკინების კვაჭმა არგენტინასთან მატჩი შეაფასა და მომავალ შეხვედრებზეც ილაპარაკა.

"არ ვიცი, რა დაგვემართა არგენტინასთან მატჩში. ცხადია, ჩვენი თამაშით კამყოფილნი არ ვართ. "პუმები" ძლიერები არიან და კარგად დარბიან, თუმცა საკმაოდ ხშირად არღვევდნენ თამაშის წესს, რასაც არბიტრი რატომღაც არასდროს ამჩნევდა.

რუმინეთის დღევანდელი ნაკრები გაციელბით ძლიერია, ვიდრე ის 20 წლის წინათ იყო. "სტეჟარის" შემადგენლობაში უკვე ათი წელიწადია ვთამაშობ და ასეთი, ერთ მუშტად შეკრული გუნდი არასდროს გვყოლია.

ჩვენ შეგვიძლია ინგლისის ნაკრებს მედგარი ბრძოლა გავუმართოთ, მთავარია, ბურთი მოვიპოვოთ და მეტოქეს თავისუფალი გადაადგილების არეალი შევუზღუდოთ.

ვინ ითამაშებს "პომებთან" ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ბოლომდე იბრძოლებს", - თქვა მარიუს ტინკუმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო