ის ჯერ "ბარსელონაში" "გადაიყვანეს", შემდეგ - "რეალში", მისი კლუბი "ვერდერი" ხან ერთ ტრანსფერს უარყოფდა, ხან - მეორეს. გუშინ დილით მამამისმა თქვა, რომ...
ის ჯერ "ბარსელონაში" "გადაიყვანეს", შემდეგ - "რეალში", მისი კლუბი "ვერდერი" ხან ერთ ტრანსფერს უარყოფდა, ხან - მეორეს. გუშინ დილით მამამისმა თქვა, რომ ადრე თუ გვიან ჩემი შვილი მაინც გადავა "სამეფო კლუბშიო"... და კვანძი უცებ გაიხსნა - ნაშუადღევს, მადრიდის "რეალის" ოფიციალურ საიტზე გაჩნდა ინფორმაცია: "მესუთ იოზილი "რეალში" ითამაშებს".

ტრანსფერი მაშინ გამოცხადდა ოფიციალურად, როცა "რეალი" მთელი შემადგენლობით (მათ შორის, ჟოზე მოურინიო) ბელგიაში იმყოფებოდა, ლიეჟის "სტანდარდთან" ამხანაგური მატჩის გასამართავად. 21 წლის იოზილმა კარგად ითამაშა მსოფლიოს ჩემპიონატზე და ცხადი გახდა, რომ "ვერდერს" მისი შენარჩუნება გაუჭირდებოდა, მით უფრო, რომ თურქული წარმოშობის გერმანელს ბრემენელებთან მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტიღა აკავშირებდა.

კლუბები არ ახმიანებენ სატრანსფერო თანხის ოდენობას, თუმცა სხვა წყაროებზე (ბი ბი სი) დაყრდნობით, "რეალმა" იოზილის სანაცვლოდ "ვერდერს" 15 მილიონი ევრო გადაუხადა. "ის ძალზე ტექნიკურია, ბურთს ბრწყინვალედ აკონტროლებს და შესანიშნავ პასებს აკეთებს. სწორედ ამ თვისებათა გამო, იოზილი ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი უმთავრესი ამომავალი ვარსკვლავია", - ვკითხულობთ "რეალის" საიტზე.

"ჩვენ პატივს ვცემთ მესუთის გადაწყვეტილებას. მას ძალზე სურდა წასვლა და შემდგომ კარიერაში წარმატებას ვუსურვებთ", - განაცხადა "ვერდერის" სპორტულმა დირექტორმა კლაუს ალოფსმა. იოზილი მადრიდში თანამემამულე სამი ხედირას შეუერთდება, რომელიც ასევე ამ ზაფხულს გადავიდა "სამეფო კლუბში".

მესუთ იოზილი 1988 წელს დაიბადა გელზენკირხენში, სადაც ადგილობრივ კლუბებში თამაშობდა. 2000 წლიდან მან 5 წელიწადი გაატარა "როტ ვაისში", შემდეგ კი "შალკეში" გადავიდა. 2008 წლის იანვარში იოზილი 4,3 მილიონ ევროს ფასად "ვერდერში" გადაბარგდა. გერმანიის ნაკრებში მან 17 თამაშში 2 გოლი გაიტანა. ის მუნდიალზე "ოქროს ბურთის" ნომინანტთა შორის მოხვდა.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა