შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი გიორგი ტატიშვილი გორის "დილას" დაფინანსების არათუ შემცირების, არამედ გაზრდასაც აპირებსო
შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს, მის თანამდებობაზე კი გორის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტატიშვილი დანიშნეს.

გუბერნატორის შეცვლა საფეხბურთო თემა იმიტომ გახდა, რომ კლუბის დაფინანსება ხშირად ამ თანამდებობის პირთა პიროვნულ შეხედულებაზეა დამოკიდებული.

გორის "დილას" აღმავლობა კი 2010 წლის 10 ივლისიდან, ზურაბ არსოშვილის გუბერნატორად დანიშვნის შემდეგ დაიწყო. თბილისის "დინამო- 2"-სა და "არსენალის" ყოფილმა მოთამაშემ ერთ-ერთი პირველ ამოცანად საფეხბურთო კლუბის აღორძინება დაისახა - "დილა" მაშინ რეგიონული ლიგიდან პირველს დაუბრუნდა, არსოშვილს კი გუნდის გაძლიერება და უმაღლესში დაბრუნება სურდა.

ასეც მოხდა, "დილა" მოღონიერდა, ბოლო წლებში პირველად გაუჩნდა რეალური პატრონი, მიიწვიეს ახალგაზრდა და ბევრისთვის უცნობი სპეციალისტი გია ცეცაძე, რომელმაც საინტერესო მოთამაშეთა მთელი ჯგუფი მიიყვანა. სახელდახელოდ შეკრებილი ფეხბურთელებით "დილამ" გადათამაშებამდე მიაღწია, "სამტრედია" 2:0 დაამარცხა და ქართული ფეხბურთის ელიტას დაუბრუნდა. ამას გარდა, გუბერნატორი გუნდების აღდგენას კასპში, ქარელსა და ხაშურში აპირებდა.

რაც მთავარია, "დილა" უმაღლეს ლიგაში ფეხბურთით დაბრუნდა და არა უსახური თამაშით, რასაც ყველა მწვრთნელი აღნიშნავს, მაყურებელს კი სტადიონზე ასეთი ფეხბურთი იზიდავს. აქვე ისიც ვთქვათ, რომ გორელებმა ზესტაფონში გუშინდელი ხმაურიანი გამარჯვებით იმიჯი კიდევ უფრო აიმაღლეს და რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრის არცთუ ურიგო შანსიც გააჩნიათ.

გუბერნატორს კლუბის შენახვის არანაირი ვალდებულება არ გააჩნია, კანონშიც სოციალური სფეროებში ფეხბურთის პატრონობა არ არის მითითებული და არავინ იცის, შეინახავს თუ არა მომავალში "დილას", რომლის დაფინანსებისთვისაც მილიონ ლარამდე უკვე გამოყოფილია. ცხადია, ბიუჯეტში შეტანილ ხარჯს ახალი გუბერნატორი ვერ აკრძალავს, მაგრამ რა იქნება ახალი წლიდან? ფეხბურთის დაფინანსება ხომ ყოველ ახლად დანიშნული გუბერნატორის პიროვნულ მიდგომაზეა დამოკიდებული.

უიმედოდ მაინც არ არიან, გია ცეცაძემ გვითხრა, რომ გიორგი ტატიშვილმა გუნდს აცნობა, დაფინანსების შემცირებას კი არა, გაზრდას აპირებს. საფეხბურთო სამყაროში პრემიერ ნიკა გილაურისაც იმედიც აქვთ, რომელმაც ყველა გუბერნატორს სიტყვიერი მითითება მისცა, რომ ფეხბურთს მიხედონ. თუ ასეა, ძალიანაც კარგი. ჩვენ მხოლოდ ის გვინდა, რომ უმაღლესი ლიგის გუნდებს მაინც არ შეექმნათ დაფინანსების შემცირების თუ გაუქმების საფრთხე, მილიონი ლარი კი ფეხბურთისთვის მზესუმზირის თანხაა.

ცხადია, XXI საუკუნეში საფეხბურთო კლუბის არსებობის საუკეთესო ფორმა კერძო საკუთრებაა, მაგრამ გასულ წელს განსახელმწიფოებრიობის მცდელობა კრახით დასრულდა. სწორედ ამიტომ არის საჭირო საბაზისო მდგომარეობის შესანარჩუნებლად სახელმწიფოს დახმარება. ბოლო წლებში ამ მხრივ სასაყვედურო მაინც არ არის, ბიუჯეტიდან ფეხბურთს და სპორტს შეძლებისდაგავარად სოლიდურად ეხმარებიან.

თუმცა სიტყვიერ მითითებასა და პიროვნულ დამოკიდებულებაზე უკეთესი საფეხბურთო კლუბების კანონის საფუძველზე (როგორც სოციალური სფეროს) მინიმალური დაფინანასება იქნება. მერე ბიუჯეტის იმედად მყოფ არც ერთ კლუბში დაინტერესდებიან, გუბერნატორად ვის ნიშნავენ და უყვარს თუ არა მას ფეხბურთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უძლევი
პიროვნებების ნებასურვილზე რომ არის დამოკიდებული ქართული ფეხბურთი, იმიტომაც არის აყვავებული! სისტემა უნდა შეიქმნას სადაც სახელმწიფო და ფედერაცია ერთად დაეხმარება ფეხბურთს მიუხედავად იმისა ვინ იქნება სახელმწიფოს ხელისუფალი ან სფფ-ს თავი! მიკი მაუსიც რომ მოვიდეს გუბერნატორად ფეხბურთის განვითარებისთვის აღებული ვალდებულებები მაინც უნდა შესრულდეს კანონის და შეთანხმების საფუძველზე.
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია