"მსოფლიოს შესარჩევ ციკლში ახალგაზრდების რესურსი უნდა გამოვიყენოთ, რათა ევრო-2016-ისთვის მაინც ჩამოვაყალიბოთ ძლიერი გუნდი"
2012 წლის შემოდგომაზე მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის თამაშები დაიწყება. როგორც ჩანს, გადაწყვეტილია, რომ ახალი ციკლის დაწყებამდე ეროვნულ ნაკრებში გამოცდილი მოთამაშეები ადგილს ახალგაზრდებს დაუთმობენ.

"მთავარია, რა მიზანი ექნება ნაკრებს და ქართულ ფეხბურთს. მიმაჩნია, რომ ახლა უნდა ჩამოვყალიბდეთ, ახალ შესარჩევ ეტაპზე ახალგაზრდა ბიჭების რესურსი გამოვიყენოთ, რათა ევრო-2016-ისთვის მაინც ჩამოვაყალიბოთ ძლიერი გუნდი. ამ პერიოდში კი ახალგაზრდულმა ნაკრებმა ეროვნულის მსგავსი ფეხბურთი უნდა ითამაშოს.

ასეა ესპანეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, ბევრ ქვეყანაში, სადაც მომავალი თაობების გაზრდაზე სერიოზულად მუშაობენ", - გვითხრა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.

მომავალი თაობებისა და ნაკრებში სრულფასოვანი შემცვლელების გაზრდა ბავშვთა ფეხბურთიდან იწყება. ახლა ყველა დარწმუნდა, რომ ეროვნულ ნაკრებზე აქცენტირებას შედეგი არ ექნება, სანამ ბავშვთა ფეხბურთში მდგომარეობა არ გამოსწორდება - საფეხბურთო სკოლები ნაკრებებს ხარისხიანი მოთამაშეების ნაცვლად, ახლა "ნახევარფაბრიკატებს" უზრდიან.

"სწორედ მომავალი თაობების გასაზრდელად უნდა გამოვიყენოთ ახალი ციკლი. თუმცა უფრო გლობალური პრობლემებია მოსაგვარებელი - ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის კეთდება ახალი სტადიონები, მოედნები.

ბავშვთა ჯგუფები ვერასოდეს გახდებიან ნაკრების სრულფასოვანი მიმწოდებლები, სანამ დამწყები ფეხბურთელები 20/20-ზე მოედანზე ვარჯიშობენ. მერე, როდესაც გაიზრდებიან, როგორ ისწავლიან 105-მეტრიან მოედანზე ბურთის მარჯვენა ფლანგიდან მარცხნივ გადატანას? ამ პრობლემის მოგვარებას ემსახურება სკოლების გამკაცრებული ლიცენზირება და ფედერაციის სხვა წამოწყებები", - თქვა სიჭინავამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zaza,zaza
ბავსშტა ფეხბურტი მისახედია,ლაპარაკის მაგივრად რეალურად საქმე გააკეტეტ ჯობია
zviadi
მიდით თუ სწორად გააანალიზებთ პრობლემებს ყველაფერი გამოგივათ წარმატებებს გისურვებთ.
Burton
gaga მეგობარო, 7-2ს არ ვამართლებ და მესმის, რომ ძალიან ცუდი რამ მოხდა, მარა არც დიდი ტრაგედიაა ეს. რადგან: ჩვენმა ნაკრებმა წააგო ბარსას ფეხბურთთან, მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთთან, რომელთანაც გახსნილ თამაშში მადრიდის რეალიც დამარცხდა ცოტა ხნის წინ 5:0! მაგრამ ვერავინ იტყვის, რეალში ცუდი ფეხბურთელები თამაშობენო. ნებისმიერი გუნდი, რომელიც ამათ წინააღმდეგ თამაშს გახსნის, დიდი ანგარიშით დამარცხდება. ვინც ჩაკეტავს, ისიც დამარცხდება, ოღონდ პატარა ანგარიშით. ესაა და ეს.
gaga
2-7 რომ წააგებ სახში რა დასკვნები უნდა გამოიტანო. ნორმალური შემცვლელები მოდიან ძირითად ნაკრებში ბატონო დომენტი?
pepe
ნაკრების გაახალგაზრდავება აუცილებელია და ყველა ის ფეხბურთელი, ვინც 2016-ის ევროპისთვის ხანდაზმული იქნება, გასაშვებია დღესვე! ბავშვთა ფეხბურთში კიდევ თავიდან არის ქართული სკოლა ასაშენებელი! 1000 ინგლისურის მასწავლებელი რო ჩამოგვყავს, ერთი 30 ესპანელი მანდაც ჩამოიყვანოს მთავრობამ პირველ ეტაპზე. ძალიან აკლიათ ჩვენს მწვრთნელებს სწორი მომზადების თანამედროვე პრინციპები. და კიდევ: ქეცბაია - ჭედიას დუეტით ვერაფერს გავხდებით, ეს ცხადზე ცხადია უკვე! სანამ მართლა ყველა რაიონში არ იქნება გამართული საფეხბურთო სკოლა (რაც სახელმწიფოსთვის სულაც არ არის ძალიან დიდ ხარჯებთან დაკავშირებული თუ თანხებს გააკონტროლებენ), მანამ ნამდვილად არ იქნება საშველი!
Burton
უძლევი! +1
უძლევი
დომენტია კაი კაცო 2 წელი დაგჭირდა რომ მიხვედრილიყავი ბავშვობიდან რომ იწყება ფეხბურთელის აღზრდა? სახლს სახურავიდან რომ არ აშენებენ ხომ ფაქტია. წინამორბედი უცხოელ მწვრთნელებს იყო ამოფარებული; შენ - ქეცბაიას, მარა შედეგი ხომ ხედავთ რომ არ არის. კიდევ კარგი გვიან მაინც მიხვდით. აბა ვნახოთ რას გააკეთებთ ბავშვთა ფეხურთისთვის, ერთჯერად აქციებს (ბურთების და მაისურების ჩუქება და სხვა) თუ ფუნდამენტურ ცვლილებებს? როგორიცაა ახალი საფეხბურთო სკოლების აშენება, ღარიბი ბავშვების აყვანა გადასახადის გარეშე და აღზრდა, ბავშვთა მწვრთნელების განათლება/ლიცენზირება და ყოველწლიური გადამზადება/ტესტირება და ა.შ. წარმატებებს გისურვებთ სფფ-ს. ლაპარაკიც რომ დაიწყეთ ბავშვთა ფეხბურთზე ესეც კარგია!
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა